Megadeth

Megadeth — 1983 წელს დაარსებული ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან, კალიფორნია.

ჯგუფი დააარსეს ვოკალისტმა და გიტარისტმა დეივ მასტეინმა და ბასისტმა დევიდ ელეფსონმა მასტეინის მეტალიკიდან წამოსვლის შემდეგ. დაარსებიდან დღემდე ჯგუფმა გამოუშვა თექვსმეტი სტუდიური და ხუთი საკონცერტო ალბომი, აგრეთვე ორი EP, 44 სინგლი, ოცდაცამეტი მუსიკალური ვიდეო და ექვსი კომპილაციური ალბომი.

Megadeth
Megadeth
Megadeth 2010 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრ(ებ)ი თრეშ მეტალი, მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი
აქტიური 1983–2002
2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Combat, Capitol, Sanctuary, Roadrunner
წევრები დეივ მასტეინი
ჯეიმზ ლომენცო
ტეემუ მენტისაარი
დირკ ვერბურენი
ყოფილი წევრები იხ.:Megadeth-ის წევრები
საიტი www.megadeth.com
Megadeth ვიკისაწყობში

როგორც ამერიკული თრეშ მოძრაობის ერთ-ერთმა პიონერმა, Megadeth-მა მოიპოვა საერთაშორისო დიდება 80-იან წლებშივე და შეყვანილი იქნა თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში, მეტალიკის, სლეიერის და ანთრაქსის გვერდით, რომლებიც პასუხს აგებდნენ თრეშ მეტალის შექმნაზე, პოპულარიზაციასა თუ განვითარებაზე. ჯგუფმა ბევრი წევრი გამოიცვალა მასტეინის ალკოჰოლისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის გამო. დაარსებიდან დღემდე მუდმივი წევრები მხოლოდ მასტეინი და ელეფსონი არიან. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჯგუფმა შეძლო გამოეშვა ოქროსა და პლატინის ალბომები, მათ შორის პლატინის Rust in Peace 1990 წელს და გრემზე ნომინირებული მულტი-პლატინის Countdown to Extinction 1992 წელს. Megadeth დაიშალა 2002 წელს მასტეინის ნერვების და მარცხენა მხარის დაზიანების გამო, თუმცა აქტიური ფიზიო-თერაპიის კურსის შემდეგ მასტეინი გამოჯანმრთელდა და კვლავ შეკრიბა ჯგუფი 2004 წელს. მას მერე გამოუშვეს ალბომები: The System Has Failed და United Abominations (2007 წელს); ალბომები ბილბორდ 200-ში მე-18 და მერვე ადგილებზე მოხვდნენ. 2009 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა გამოუშვა მეთორმეტე სტუდიური ალბომი Endgame, რომელმაც ბილბორდის საუკეთესო ალბომების ჩარტში მეცხრე ადგილი დაიკავა.

ჯგუფს 40-წლიანი აქტიურობის განმავლობაში 24 ოფიციალური წევრი ჰყავდა, თუმცა მასტეინი ყოველთვის რჩებოდა წამყვან ძალად და სიმღერების მთავარ ავტორად.

2023 წელს 6 სექტემბერს კიკო ლურერომ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ის მიმდინარე ტურნეზე ოჯახური პრობლემების გამო ვერ დაეხმარებოდა ბენდს და მის შემცვლელად ტეემუ მენტისაარი წარადგინა. 28 ნოემბერს ლულერომ დაადასტურა ჯგუფიდან წასვლა. ტეემუ უკვე ბენდის ოფიციალური წამყვანი გიტარისტი გახდა.

დისკოგრაფია

  • Killing Is My Business... and Business Is Good! (1985)
  • Peace Sells... but Who's Buying? (1986)
  • So Far, So Good... So What! (1988)
  • Rust in Peace (1990)
  • Countdown to Extinction (1992)
  • Youthanasia (1994)
  • Cryptic Writings (1997)
  • Risk (1999)
  • The World Needs a Hero (2001)
  • The System Has Failed (2004)
  • United Abominations (2007)
  • Endgame (2009)
  • Thirteen (2011)
  • Super Collider (2013)
  • Dystopia (2016)
  • The Sick, the Dying… and the Dead! (2022)

რესურსები ინტერნეტში

Megadeth 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

1983EPალბომიაშშბას გიტარაგიტარადეივ მასტეინივოკალითრეშ მეტალიკალიფორნიაკომპილაციური ალბომილოს-ანჯელესიმეტალიკამუსიკალური ვიდეოსინგლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალექსანდრე ყაზბეგიბაში-აჩუკიქართლის სამეფოსაქართველოს ისტორიაველოსიპედიჯრუჭის I ოთხთავიკომეტაიგიბრუნებარუსეთის იმპერიაოქსიდიხელისუფლების დანაწილებაკალანდაილია IIკლაუს მაინეცხოველებიუდაბნოამერიკის შეერთებული შტატებიარსებითი სახელიანემიამზის სისტემაარჩვიუეფაავღანეთისამცხე-ჯავახეთის მხარეინგლისური ენათურქეთის ისტორიალაშა ტალახაძესეფსისიჯილიზაქიზიყიგაპიროვნებაჭადრაკირამადანიკონგორესპუბლიკური პარტია (აშშ)კრწანისის ბრძოლაროკ-მუსიკასიურრეალიზმიადოლფ ჰიტლერინარკომანიარომის დაარსებადემეტრე II თავდადებულისარაევოს ალყაპორტრეტისამკუთხედიბარდა სკლიაროსიმარკ ტვენივლადიმერ გუცაევიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაბგერაარალის ზღვამერაბ დვალიშვილიერთეულთა საერთაშორისო სისტემაავსტრალიამეტაბოლიზმისასანიანთა იმპერიაძველი თბილისიძირითადი საშუალების ცვეთა9 აპრილის ტრაგედიაკლიმატირუსთავიანალური სექსიდისკრიმინაციააჭარაბეთ არენაღვარცოფიThe Beatles29 მარტითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიბახტრიონის ბრძოლაალუდა ქეთელაურიწითელი წიგნიბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიზურაბ ხიზანიშვილიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქართული ენასახვითი ხელოვნებასინონიმები🡆 More