Marriott International

Marriott International, Inc.

მისი სათაო ოფისია ბეთესდაში, მერილენდი . კომპანია დააარსეს ჯ.ვილარდ მარიოტმა და მისმა მეუღლემ ელის მარიოტმა; კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე არის მათი ვაჟი, ბილ მარიოტი, მერიოტის ოჯახი კი კომპანიის უმრავლესობას ფლობს. არსებული ნომრების რაოდენობით, მერიოტი არის ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელი მსოფლიოში . მას აქვს 30 ბრენდი 7,642 ქონებით, რომელიც მოიცავს 1,423,044 ოთახს 131 ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ამ 7642 ქონებიდან 2,149 -ს მართავს მარიოტი, ხოლო 5,493 -ს, ფრენჩაიზის ხელშეკრულებების შესაბამისად სხვა კომპანიები მართავენ.

Marriott International, Inc.
ტიპი საჯარო კომპანია
იყიდება როგორც
დარგი სტუმარმასპიინძლობა
წინამორბედი Marriott Corporation
დაფუძნდა 5 მარტი, 1927; 97 წლის წინ (1927-03-05)
ვაშინგტონი, ა.შ.შ.
დამაარსებელი ჯ. ვილარ მერიოტი
ელის მერიოტი
სათავო ოფისი ბეთეზდა, მერილენდი, ა.შ.შ.
მოცული ტერიტორია
მსოფლიო
მმართველი
ბილ მერიოტი, აღმასრულებელი თავმჯდომარე
ენტონი კაპუანო, CEO
სტეფანი ლინარცი, პრეზიდენტი
ქეთლინ ქეი ობერგი, CFO
პროდუქცია სასტუმროები და კურორტები
ბრენდები
შემოსავალი Marriott International $10.571 მილიარდი (2020)
სუფთა მოგება Marriott International -$267 million (2020)
მფლობელი მერიოტების ოჯახი (88%)
თანამშრომელი 121,000 (2020)
საიტი marriott.com
Marriott International
Marriott International სასტუმროები მთელს მსოფლიოში (ინტეეაქციული რუკა)
Marriott International
San Diego Marriott Marquis & Marina, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლის მომტანი სასტუმროა შეერთებულ შტატებში
Marriott International
დეტროიტ მარიოტი რენესანსის ცენტრში, ერთ -ერთი ყველაზე მაღალი სასტუმრო დასავლეთ ნახევარსფეროში

Marriott International, Inc. ჩამოყალიბდა 1993 წელს, როდესაც Marriott Corporation დაიყო ორ კომპანიად: Marriott International, Inc., რომელიც ფრენჩაიზებს და მართავს ქონებას და Host Marriott Corporation (ახლანდელი Host Hotels & Resorts ), რომელიც ფლობს საკუთრებას.

ისტორია

Marriott International 
Key Bridge Marriott არის კომპანიის ყველაზე დიდხანს ფუნქციონირებადი სასტუმრო.

დაფუძნება და ადრეული წლები

მარიოტის კორპორაცია დაარსდა ჯონ უილარდ მარიოტის მიერ 1927 წელს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ, ელის მარიოტმა გახსნეს ლუდის დახლი ვაშინგტონში. მოგვიანებით მერიოტებმა თავიანთი კომპანია გააფართოვეს რესტორნების ქსელ Hot Shoppes-ად. 1953 წელს Hot Shoppes, Inc გახდა საჯარო კომპანია აქციების პირველადი განთავსების საშუალებით .

კომპანიამ თავისი პირველი სასტუმრო Twin Bridges Motor Hotel 1957 წლის 16 იანვარს არლინგტონში, ვირჯინიაშიგახსნა. ამ სასტუმროში ღამის გატარება $9 ღირდა, დამატებით $ 1 თითოეული ადამიანისთვის, ვინც მანქანაში იმყოფებოდა. კომპანიის მეორე სასტუმრო, Key Bridge Marriott 1959 წელს, როსლინში, არლინგტონში, ვირჯინიაში გაიხსნა. ის დღემდე ფუნქციონირებს და კომპანიის ყველაზე დიდხანს, უწყვეტად მოქმედ სასტუმროს წარმოადგენს.

1967 წელს Hot Shoppes, Inc.– ს ეწოდა Marriott Corporation

Marriott International

Marriott International, Inc. ჩამოყალიბდა 1993 წელს, როდესაც Marriott Corporation გაიყო ორ კომპანიად: Marriott International, Inc., რომელიც ფრენჩაიზებს და მართავს ქონებას და Host Marriott Corporation (ახლანდელი Host Hotels & Resorts ), რომელიც ფლობს საკუთრებას.

1995 წელს მარიოტი იყო პირველი სასტუმროების კომპანია, რომელმაც კლიენტებს ონლაინ დაჯავშნა შესთავაზა.

1995 წლის აპრილში მარიოტმა შეიძინა 49% პროცენტი The Ritz-Carlton Hotel Company– ში . მარიოტს მიაჩნდა, რომ მას შეეძლო გაეზარდა გაყიდვები და მოგება იმ დროისთვის გაკოტრების პირას მყოფი The Ritz-Carlton-ისთვის, რომელიც მრავალ სასტუმროს ფლობდა. ეს გარიგება მარიოტს $ 200 მილიონი დაუჯდა.(პლიუს მოსალოდნი ვალი). მომდევნო წელს მერიოტმა $331 დოლარი დახარჯა The Ritz-Carlton-ის ბრენდის კიდევ რამდენიმე სასტუმროს გამოსყიდვაში. უკვე 1998 წელს მარიოტმა Ritz-Carlton– ის უმრავლესობის მფლობელი იყო.

1997 წელს კომპანიამ, Chow Tai Fook Group– ისა და მასთან ასოცირებული კომპანიის, New World Development– ისგან ბრენდები— Renaissance Hotels და Ramada შეიძინა. Marriott International– მა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას New World Development– ის კუთვნილი სასტუმროების მართვის შესახებ.

Marriott International 
მარიოტის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი განადგურდა 11 სექტემბრის თავდასხმების დროს

2001 წელს, მარიოტის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 11 სექტემბრის თავდასხმების დროს განადგურდა .


2004 წელს კომპანიამ 1997 წელს შეძენილი ბრენდი Ramada Cendant–ს მიჰყიდა.

2006 წლის 19 ივლისს, მარიოტმა გამოაცხადა რომ, 2006 წლის სექტემბრიდან მოწევას კრძალავდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებულ, მის მმართველობაში მყოფ ყველა სასტუმროში.

2007 წელს, მერიოტი გახდა პირველი სასტუმროს ქსელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ყველა სასტუმროში კლიენტებს ტრანს ცხიმებისგან თავისუფალ საკვებს სთავაზობდა.

2010 წლის 11 ნოემბერს, მერიოტმა გამოაცხადა გეგმა, რისი მიხედვითაც აპირებდა 2015 წლამდე ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 600-ზე მეტი სასტუმროს გახსნას.

2012 წლის 31 მარტიდან, ბილ მარიოტი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. უფროსი აღმასრულებელი ოფიცერის (CEO)თნამდებობა კი მან არნე სორენსონს.

2012 წლის დეკემბერში გინესის რეკორდებმა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო JW Marriott Marquis Dubai მსოფლიოში ყველაზე მაღალ სასტუმროდ აღიარეს.

2015 წლის 1 აპრილს მარიოტმა შეიძინა კანადური სასტუმროების ქსელი Delta Hotels, რომელიც იმ დროს 38 სასტუმროს მართავდა.

2015 წლის 16 ნოემბერს მარიოტმა $13 მილიარდადStarwood– ის შეძენა გამოაცხადა. 2016 წლის 3 მარტს ჩინური Anbang Insurance Group-ის მიერ ჩამოყალიბებულმა კონსორციუმმა განაცხადა რომ Starwood– ში $14 მილიარდს გადაიხდიდა. მას შემდეგ რაც მარიოტმა შესყიდვის ღირებულება $13.6 მილიარდამდე გაზარდა, სტარვუდმა შეწყვიტა ანბანგის შეთანხმება და გააგრძელა მარიოტთან შერწყმა. მარეგულირებელი ნებართვების მიღების შემდეგ, 2016 წლის 23 სექტემბერს მარიოტმა დაასრულა Starwood– თან შერწყმა და შექმნა მსოფლიოში უდიდესი სასტუმროების კომპანია 5700 – ზე მეტი ქონებით, 1.1მილიონზე მეტი ოთახით და 30 ბრენდის პორტფოლიოთი. Starwood– ის შეძენამ, მსოფლიო ბაზარზე Marriott–ის წარმომადგენლობა გაზარდა. Starwood– ის შემოსავლების დაახლოებით 75% არაამერიკული ბაზრებიდან მოდიოდა.

2019 წლის დეკემბერში კომპანიამ შეიძინა Elegant Hotels რომელიც ბარბადოსში 7 სასტუმროს მფლობდა.

2020 წლის აპრილში, COVID-19 პანდემიის დროს, კომპანიამ სისუფთავის დამატებითი სტანდარტები დააწესა. მათ შორის ელექტრული გამწმენდი საშუალებების გამოყენება, სასტუმროს ყველა ოთახში სადეზინფექციო ხელსახოცების დამატება და სასტუმროებში სოციალური დისტანციისთვის სივრცის დათმობა პანდემიის დროს, სასტუმროების დატვირთვა 31%-მდე შემცირდა.


2021 წლის 15 თებერვალს კომპანიის პრეზიდენტი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO), არნე სორენსონი გარდაიცვალა. 2021 წლის 23 თებერვალს, ამ თანამდებობაზე მარიოტის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების, დიზაინისა და ოპერაციების დეპარტამენტის პრეზიდენტი ენტონი კაპუანო დაინიშნა.

ფინანსები

წელი შემოსავალი
მილიონი აშშ დოლარი$
წმინდა შემოსავალი
მილიონი აშშ დოლარი$
Სულ აქტივები
მილიონი აშშ დოლარი$
თანამშრომლები
2005 წ 11,129 669 8,530 143,000
2006 წ 11,995 608 8,588 150,600
2007 წ 12,990 696 8,942 151,000
2008 წ 12 879 362 8,903 146,000
2009 წ 10,908 46346 7,933 137,000
2010 წ 11,691 458 8,983 129,000
2011 წ 12,317 198 5,910 120,000
2012 წ 11,814 571 6,342 127,000
2013 წ 12 784 626 6,794 123,000
2014 წ 13,796 753 6,833 123,500
2015 წ 14,486 859 6,082 127,500
2016 წ 15,407 808 24,140 226,500
2017 წ 20,452 1,459 23,948 177,000
2018 წ 20,758 1,907 23,696 176,000
2019 წ 20,972 1,273 25,051 174,000
2020 წ 10,571 7267 24,701 121,000

The Luxury Collection

The Luxury Collection Marriott International– ის სასტუმროების ბრენდია, რომელიც მოიცავს ისეთ აღსანიშნავ სასტუმროებს როგორებიცაა:Hotel Alfonso XIII, Gritti Palace Hotel, IVY Hotel + Residences, Hotel Imperial, ITC Grand Chola, Marqués de Riscal Hotel, The Nines, Palace Hotel, San Francisco, The Park Tower Knightsbridge Hotel, Phoenician Resort, Hotel President Wilson და Royal Hawaiian Hotel . 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბრენდის ქვეშ 118 სასტუმრო ოპერირებდა, რომელიც 23,243 ნომერს მოიცავდა.

ბრენდის სასტუმროების უმეტესობა მდებარეობს გადაკეთებულ ისტორიულ შენობებში, მათ შორის სასახლეებში ან ძველ სასტუმროებში. ბრენდი ასევე მიმართავს ცნობილ დიზაინერებს შექმნან მდიდრული სამოგზაურო აქსესუარები, რომლებიც ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად ბრენდის ვებსაიტზე.

ჟენევაში, The Luxury Collection-ის სასტუმრო Hotel President Wilson-ის სამეფო პენთჰაუსი (The Royal Penthouse Suite) რომელშიც ერთი ღამის გატარების ღირებულება $65 000-ია, CNN– ის მიერ, 2012 წელს შედგენილი 15 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ოთახების სიის სათავეშია.

მარიოტის ბრენდები

Marriott International 
JW Marriott და Ritz-Carlton LA Live– ში, ლოს ანჯელესში
Marriott International 
Fairfield Inn & Suites. Lake Buena Vista, Florida.
Marriott International 
JW Marriott სამხრეთ სანაპიროზე, სინგაპური
Marriott International 
JW Marriott Desert Springs. ნავების შიდა ოარკინგის ფოიე.პალმის უდაბნოში, კალიფორნია

მარიოტი მსოფლიოს მაშტაბით 30 ბრენდს ფლობს.:

Luxury (ქართ. ფუფუნება)

Classic (ქართ. კლასიკური)

  • JW Marriott Hotels
  • The Ritz-Carlton
  • St. Regis Hotels & Resorts

Distinctive (ქართ. გამორჩეული)

  • Edition Hotels
  • Bulgari Hotels & Resorts
  • The Luxury Collection
  • W Hotels

Premium

Classic (ქართ. კლასიკური)

Distinctive (ქართ. გამორჩეული)

  • Le Méridien
  • Renaissance Hotels
  • Westin Hotels
  • Gaylord Hotels

Select

Classic (ქართ. კლასიკური)

  • Courtyard by Marriott
  • Fairfield by Marriott
  • Four Points by Sheraton
  • Protea Hotels by Marriott
  • SpringHill Suites

Distinctive (ქართ. გამორჩეული)

  • AC Hotels by Marriott
  • Aloft Hotels
  • Moxy Hotels

Classic (ქართ. კლასიკური)

  • Marriott Executive Apartments
  • Residence Inn by Marriott
  • TownePlace Suites

Distinctive (ქართ. გამორჩეული)

  • Element Hotels
  • Homes & Villas by Marriott International

კოლექციები

  • Autograph Collection
  • Design Hotels
  • Tribute Portfolio

ლოიალობის პროგრამა

Marriott International-ის სამი ყოფილი ლოიალურობის პროგრამის: Marriott Rewards-ის, Ritz-Carlton Rewards-ის და Starwood Preferred Guest-ის შერწყმით 2019 წელს ახალი ლოიალობის პროგრამა Marriott Bonvoy შეიქმნა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Marriott International ისტორიაMarriott International ფინანსებიMarriott International The Luxury CollectionMarriott International მარიოტის ბრენდებიMarriott International ლოიალობის პროგრამაMarriott International რესურსები ინტერნეტშიMarriott International სქოლიოMarriott Internationalტრანსნაციონალური კომპანია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მუნიცხენიიუდაიზმიშიომღვიმენევრასთენიაქართლიიგიგველის-მჭამელიმყინვარწვერიწყნარი ოკეანემთვარის მოტაცებაკომპიუტერის მეხსიერებაჰემანგიომაალექსანდრ დიუმა (მამა)ნაციონალიზმითენგიზ აბულაძეალექსანდრე ყაზბეგიმოსკოვი29 აპრილიჯონჯოლიაბანოთუბანიგერმანიის ქალაქების სიაMercedes-Benzმზის სისტემასაფრანგეთის რევოლუციაბისექსუალობამარიხუანასაქართველო XV საუკუნეშისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპლატონიირლანდიამშვილდოსანი (ასტროლოგია)იესო ქრისტესაქართველოს სოფლებიკათოლიციზმიუნგრეთიმცხეთის ჯვრის მონასტერისამკუთხედიჩრდილოეთი კორეაჰიპერბოლა (ენა)სამი მუშკეტერინივთიერებაგურიაევროდედა ენაკარლეს პუჩდემონისაქართველოს ისტორიანარიყალაილია IIვოლფგანგ ამადეუს მოცარტიმშრომელთა საერთაშორისო დღეძაღლისულხან-საბა ორბელიანირომის რესპუბლიკამცენარეებიმერაბ კოსტავაქართლის გაქრისტიანებაარგონავტებიოთარ ჭილაძეთუშეთიორგაზმისულეიმან Iიოსებ სტალინიიაკილიან მბაპეოსმალეთის იმპერიის ისტორიასევასტოპოლისისხლის მიმოქცევის სისტემანაპოლი (საფეხბურთო კლუბი)ბიჭვინთის ტაძარიევერესტივლადიმერ ლენინიამაღლებასაქართველოს ფრინველთა სიავატიკანილელობურთი🡆 More