Modern Warfare: 2007 წლის ვიდეო თამაში

Call of Duty 4: Modern Warfare — პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შემუშავებული Infinity Ward-ის და გამოცემული Activision-ის მიერ 2007 წლის 5 ნოემბერს Xbox 360, PlayStation 3-ის და Windows-ის პლატფორმებზე, 2008 წლის 26 ნოემბერს - OS X-ზე, ხოლო 2009 წლის 10 ნოებმერს - Wii-ზე.

ეს არის რიგით მეხუთე ნაწილი „Call of Duty“-ის სერიიდან.

Call of Duty 4: Modern Warfare
Modern Warfare: 2007 წლის ვიდეო თამაში
დეველოპერ(ებ)ი Infinity Ward
გამომცემელი Activision
სერია „Call of Duty“
ძრავა IW 3.0
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი Xbox 360, PS3, Windows
ჩრდ.ამ. 5 ნოემბერი, 2007
ავს 7 ნოემბერი, 2007
ევრ 9 ნოემბერი, 2007
OS X
ჩრდ.ამ. 26 სექტემბერი, 2008
PAL 28 იანვარი, 2011
Wii
10 ნოემბერი, 2009
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთმაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჯეისონ უესტი
პროდიუსერ(ებ)ი მარკ რუბინი
დიზაინერ(ებ)ი
  • ტოდ ალდერმანი
  • სტივ ფუკუდა
  • მაკეი მაკ-კენდლიში
მხატვარი რიჩარდ კრიგლერი
სცენარისტი ჯესი სტერნი
კომპოზიტორი სტივენ ბარტონი

„Modern Warfare“ წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას წინა თამაშებისგან, სადაც სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის ნაცვლად, მიმდინარეობს თანამედროვე პერიოდში, 2011 წელს, სადაც სეპარატისტული ჯგუფის ლიდერი, ხალედ ალ-ასადი კლავს უსახელო ქვეყნის პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთში, ულტრანაციონალისტური მოძრაობა აღვივებს სამოქალაქო ომს. კონფლიქტები დანახულია ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების პერსპექტივით. მოქმედება მიმდინარეობს სხვადასხვა ტერიტორიებზე: აზერბაიჯანში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. თამაშის მრავალმოთამაშიანი მონაკვეთი შედგება სხვადასხვა რეჟიმებისგან და შეიცავს დონეების სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს განბლოკონ დამატებითი იარაღები, იარაღის მოწყობილობები და კამუფლიაჟები.

თამაშზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა დაახლოებით ასი ადამიანი. 2007 წლის 27 აპრილს, ოფიციალური ტრეილერის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, შემქმნელებმა გაუშვეს საიტი სახელწოდებით „Charlie Oscar Delta“, რომელიც იძლეოდა ინფორმაციას თამაშის შესახებ. იმავე წლის 28 აპრილს გამოვიდა პირველი ტრეილერი. მასში გამოიყენეს IW 3.0-ის ძრავა.

პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ძირითადად შეაქეს გეიმპლეი და სიუჟეტი. თუმცა მიიღო კრიტიკაც სხვადასხვა ნაკლოვანებების გამო. მას გადაეცა უამრავი ჯილდო სათამაშო გამოცემებისგან, მათ შორის „Xbox 360-ის საუკეთესო თამაშის“ ჯილდო IGN-ისგან, წლის თამაშის ტიტული GameSpy-ისგან და „წლის კონსოლის თამაშის“ წოდება ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან, ასევე ბრიტანული აკადემიის რამდენიმე ჯილდო. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე X360-ის ვერსია ფლობს 94/100, PS3 - 94/100, PC - 92/100, Wii - 76/100.

ის იყო 2007 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაში. 2008 წლის ივნისში გაყიდვებმა 10 მილიონ ასლს მიაღწია, 2013 წლის მონაცემით კი - 16 ეგზემპლარი შეადგინა. თამაშის რემასტერინგული ვერსია სახელწოდებით „Call of Duty: Modern Warfare Remastered“ გამოვიდა Call of Duty: Infinite Warfare-ის სპეციალურ გამოცემასთან ერთად კომპლექტში 2016 წლის 4 ნოემბერს PlayStation 4-ზე, Xbox One-სა და PC-ზე, 2017 წლის ივნისში კი გამოიცა განცალკევებით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Call of DutyInfinity WardOS XPlayStation 3WiiWindowsXbox 360პირველი პირის შუტერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიზანტიის იმპერიაEDMგიორგი IV ლაშაკოლხეთის ეროვნული პარკიეგრისის დიდი ომიმეორე მსოფლიო ომიგეომეტრიული პროგრესიაგაერთიანებული სამეფომიწისძვრალაშა ბექაურიქართველებილიპოვეციიუნგფრაუიოხის უღელტეხილიეკოლოგიაიეთიმ გურჯინიჰილიზმიქიმიური ელემენტისტამბოლიწრეწირინელსონ მანდელააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითდათვინორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიHatful of Hollowმერწყულისაბერძნეთიარგონავტებიმსოფლიოს მოსახლეობაარაბთა სახალიფოტრანსპორტისოფელიქრისტეფორე კოლუმბიფარნავაზ Iფრინველთა მიმოფრენაძალაახალქალაქისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)სომხური სამოციქულო ეკლესიანიადაგისამკუთხედიშოთა რუსთაველიკილომეტრითელავიDies Iraeვიკიპედიამიგრაციამალტამსოფლიო მიზიდულობის კანონივიკისაწყობისპილოსებრნიოქროს კვეთაზეგამტარობასატურნიფსიქოლოგიასამანიშვილის დედინაცვალიბიძინა ჩოლოყაშვილიწმინდა გიორგიგოგირდიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაანტონიო ვივალდირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესაქართველო IV საუკუნეშიჰიპერბოლა (ენა)აია-სოფიას ტაძარიდავით სარაჯიშვილიიუსუფელიკახეთის აჯანყება (1659)არწივიარაპენეტრაციული სექსივულკანიძველი საბერძნეთიზუგდიდიდუბაიბენიტო მუსოლინისასარგებლო წიაღისეულიშალვა რამიშვილიხევისბერი გოჩალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმარტივი რიცხვი🡆 More