Covid-19-ის დიაგნოსტიკა

COVID-19-ის დიაგნოსტიკა — COVID-19-ის (კორონავირუსული დაავადება 2019) გამოვლენა, დადასტურება და შეფასება სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებით.

ვიწრო გაგებით, COVID-19-ის დიაგნოსტიკა გულისხმობს ადამიანის ორგანიზმში გამომწვევის — SARS-CoV-2 ვირუსის არსებობის ლაბორატორიულ გამოვლენას მისი უშუალო იდენტიფიცირების ან ინფექციის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულების დადგენის გზით. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ბიოქიმიური ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (ინგლ. PCR) სახელით, ხოლო ანტისხეულების გამოვლენა ხდება სეროლოგიური დიაგნოსტიკის გზით და მოწოდებულია როგორც ინდივიდუალური დიაგნოსტიკისთვის, ასევე მოსახლეობის ფართო ტესტირებისთვის. სეროლოგიური მეთოდი ავლენს თუ რამდენ ადამიანს ჰქონდა ვირუსული ინფექცია, მათ შორის, ასიმპტომური (ჩივილების გარეშე) ან მინიმალურად სიმპტომური ფორმა. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ზუსტი ეპიდემიოლოგიური შეფასება ისეთი მაჩვენებლებისა, როგორიცაა სიკვდილიანობის სიხშირე და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის დონე პოპულაციაში.

Covid-19-ის დიაგნოსტიკა
2019-nCoV-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ნაკრები აშშ-დან.

პანდემიის გავრცელების პირველ თვეებში, 2020 წლის მარტისთვის, შეზღუდული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გამო გლობალურად არსად არსებობდა ავადობის სარწმუნო სტატისტიკა. 11 აპრილისთვის მოსახლეობის 10%-ზე მეტს არცერთ ქვეყანაში არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი ტესტირება, ხოლო თვით დიაგნოსტიკური ანალიზების სიხშირე და ხელმისაწვდომობა ფართოდ ცვალებადობდა ქვეყნების მიხედვით. ასეთ ცვალებადობაზე მოქმედებდა ბევრ ქვეყანაში სავარაუდოდ გაზვიადებული ლეტალობის ფარდობითი მაჩვენებელი (case fatality rate), რომელიც გამოწვეული იყო შერჩევის ცდომილებით.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდები

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შებრუნებითი ტრანსკრიფციით (rRT-PCR) გულისხმობს რნმ-ის დნმ-ად შებრუნებით ტრანსკრიფციას და შემდგომ დნმ-ის კონკრეტული თანმიმდევრობების გამრავლებას (ამპლიფიკაცია) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გზით. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა რეალურ დროში სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებზე. ნიმუშების აღების სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის ცხვირ-ხახის ნაცხი ან ნახველის შეგროვება. ანალიზის შედეგები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია რამდენიმე საათიდან ორ დღის ვადაში.

rRT-PCR ტესტირება ხახის ნაცხის ნიმუშზე სარწმუნოა მხოლოდ ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში, ვინაიდან შემდეგ ვირუსი ზედა სასუნთქ გზებში ქრება და განაგრძობს გამრავლებას ფილტვებში. იმ ინდივიდებში, რომლებიც ტესტირებას პირველივე კვირაში გადიან, ალტერნატივას წარმოადგენს სასუნთქი გზების ქვედა სეგმენტებიდან მასალის აღება საქაჩი კათეტერით ან ამონახველის შეგროვება.

იზოთერმული ამპლიფიკაციის მეთოდი

იზოთერმული ამპლიფიკაციის მეთოდი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სახესხვაობას წარმოადგენს, რომელიც იზოთერმულ ანუ მუდმივი ტემპერატურის პირობებში ტარდება. 2020 წლის 27 მარტს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის მოიწონა კომპანია „ებოტ-დაიაგნოსტიკსის“ იზოთერმული ამპლიფიკაციის ავტომატიზებული ანალიზი.

სეროლოგია

სეროლოგიური ანალიზი ინფექციის მიმართ ორგანიზმში გამომუშავებულ ანტისხეულებს — IgM და IgG — ავლენს. SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები ადამიანის სისხლში საწყისი ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება, თუმცა ინფექციის მიმდინარეობისას შემდგომ ეტაპზე ანტისხეულების დონის ცვლილებება სათანადოდ აღწერილი ჯერჯერობით არ არის. IgG ტიპის ანტისხეულები სისხლში მოგვიანებით ჩნდება და პიკს ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 28-ე დღეზე აღწევს. სეროლოგიური ტესტების გამოყენებით შესაძლებელია მოსახლეობის იმ ნაწილის გამოვლენა, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს და, აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი.

სეროლოგიური ტესტების უმრავლესობა 2020 წლის აპრილის მდგომარეობით კვლევისა და გამოცდის სტადიაშია. 15 აპრილისთვის სამი სეროლოგიური ტესტი არის აღიარებული FDA-ის მიერ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის რეჟიმში — Chembio Diagnostic System, Ortho Clinical Diagnostics და Cellex. ყველა ეს ტესტი უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში. Cellex-ისა და Chembio-ის ტესტები წარმოადგენს ე.წ. სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდებს, რომლის შედეგი ხელმისაწვდომია 10-30 წუთის განმავლობაში. Ortho Clinical Diagnostics-ის ტესტი ეფუძნება იმუნოფერმენტულ ანალიზს (ELISA), რომელიც პასუხს 1-5 სთ შემდეგ იძლევა. ჩინეთში Cellex-ის ტესტმა 95.6%-იანი სპეციფიკურობა და 93.8%-იანი სენსიტიურობა გამოავლინა. სხვა ქვეყნებში ავტორიზებულია სხვა მსგავსი ტესტებიც. პანდემიის პირობებში ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის მასობრივი კვლევა ამ ტესტების გამოყენებით.

სქოლიო

Tags:

Covid-19-ის დიაგნოსტიკა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებიCovid-19-ის დიაგნოსტიკა სქოლიოCovid-19-ის დიაგნოსტიკაCOVID-19SARS-CoV-2ანტისხეულებიინგლისური ენაპოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციასეროლოგია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქრისტიანობაისლანდიაჯიქისტიგმაბახტრიონის ბრძოლაგამარჯვების დღემასონობამუნივიკისაწყობისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიჩემი ცოლის დაქალებიდუბაიფესახიტოტალიტარიზმიევროკომისიაროდოსის კოლოსი1832 წლის შეთქმულებაავსტრიახევისბერი გოჩაბგერაჩინეთის დიდი კედელიავტომობილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებინიუტონის კანონებიგიორგი ყარყარაშვილიარაბთა დაპყრობითი ომებიენგურის ჰიდროელექტროსადგურისასანიანთა იმპერიამარი ანტუანეტიგიორგი სააკაძესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიალევან საგინაშვილიზღარბისებრნისაქართველოს პარლამენტიშველიქართლიკორდილიერებინარიყალაგარემოს დაცვარუსეთიძველი თბილისინატრიუმიფობიების სიაჩონგურიჩერნობილის კატასტროფაფოტოსინთეზისაქართველოს პრეზიდენტიოპერაბაგრატ III (საქართველოს მეფე)წინადადებაბოშებიდავით VII ულუგიორგი ლეონიძეიგავ-არაკისავანადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიბაგრატის ტაძარიგრიგოლ ორბელიანიაპენდიციტიბერძნული ხელოვნებაამაზონის დაბლობისაქართველოს გეოგრაფიასოკოებიმარტივი რიცხვილობოტომიაC ჰეპატიტიიულიუს კეისარიერეკლე II-ის ოჯახივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმტაცებელი ფრინველებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტივეშაპისნაირნირომის რესპუბლიკაირაკლი კობახიძესიმკვრივედამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა🡆 More