ჰეგნორსკი (ნორვ.
მართალია, ლანდსმოლის გრამატიკულ წესებს გარკვეულწილად ერგება, მაგრამ ძირეული წარმოშობის გარკვეული ყრუ ბგერები ამოღებული აქვს.
პროფესორი ტარლაივ ჰანაასი ტერმინ „ჰეგნორსკის“ დამამკვიდრებლად მიიჩნევა, მან 1922 წელს პირველად გამოიყენა ეს სიტყვა „მაღალი დონის“ ნორვეგიულის შესატყვისად. მან ეს სიტყვა Hochdeutsch-ის (ზეგერმანულის) ანალოგიით შექმნა და დაამკვიდრა. ნიუნორსკის ორთოგრაფიის ფუძემდებელ ივარ ოსენს უკვე საფუძველი ჰქონდა მომზადებული წმინდა ნორვეგიული ენისათვის, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ნორვეგიის მთიანი რეგიონების მოსახლეობის დიალექტით ცდილობდა ბარის მოსახლეობის ენის ჩანაცვლებას. ბარის ნორვეგიულს ჰანაასი flatnorsk-ს (ფლატნორსკი, დაბლობის ნორვეგიული, გერმანული „დაბლობის გერმანულის“ (Plattdeutsch) ანალოგიით) უწოდებდა. დღეისათვის საერთო მოსაზრებით ზენორვეგიული ყოველგვარ დიალექტზე ზევით დგას და ლინგვისტიკაში ეროვნული კულტურის გამოხატულებად მიიჩნევა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰეგნორსკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.