ჰასან გულედ აპტიდონი (ფრანგ.
15 ოქტომბერი, 1916, სომალი — გ. 21 ნოემბერი, 2006, ჯიბუტი, ჯიბუტი) — ჯიბუტის პოლიტიკური მოღვაწე. ჯიბუტის პირველი პრეზიდენტი 1977-1999 წწ.
ჰასან გულედ აპტიდონი | |
ჯიბუტის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ივნისი, 1977 – 8 მაისი, 1999 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ისმაილ ომარ გელე |
აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორიიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 მაისი, 1977 – ივლისი, 1977 | |
პრეზიდენტი | ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი |
წინამორბედი | აბდალა მუჰამედ ქამილი |
მემკვიდრე | აჰმედ დინი აჰმედი |
დაბადებული | 15 ოქტომბერი, 1916 სომალი |
გარდაცვლილი | 21 ნოემბერი, 2006 ჯიბუტი, ჯიბუტი |
დაიბადა თანამედროვე სომალის ტერიტორიაზე, იბრძოდა ჯიბუტის საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობისათვის და მისი სომალისთან შეერთების წინააღმდეგ.
1981 წელს ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული მმართველობა. 1991 წელს ოპოზიციამ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. 1992 წელს აპტიდონი დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყნის სათავეში არ უნდა ყოფილიყო ოთხ პოლიტიკურ ძალაზე მეტი. მიუხედავად ამისა, მისმა პარტიამ მიიღო პარლამენტის ყველა მანდატი და თავად აპტიდონი კიდევ ერთხელ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად. 1990-იანი წლების ბოლოს ჯიბუტის ეკონომიკამ დაიწყო მკვეთრი დაცემა, რამაც აპტიდონი აიძულა თავის შემცვლელად დაესახელებინა საკუთარი ძმისშვილი ისმაილ ომარ გელე. თუმცა აპტიდონი კვლავ დარჩა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და ძმისშვილის მრჩეველი გარდაცვალებამდე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰასან გულედ აპტიდონი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.