ჯოშუა რეინოლდზი (დ.
16 ივლისი, 1723, პლიმპტონი, დევონშირი — გ. 23 თებერვალი, 1792, ლონდონი) — ინგლისელი ფერმწერი.
1740–1743 წლებში სწავლობდა ლონდონში ტ. ჰადსონთან, მუშაობდა დევონშირსა და ლონდონში, 1749–1752 წლებში მოგზაურობდა ევროპაში. დააარსა ლონდონის სამხარვრო აკადემია, რომლის პირველი პრეზიდენტი თვითონ იყო (1768–1790). შემოქმედებითად აითვისა და გადაამუშავა ბაროკოს პარადული პორტრეტი. მხატვრის მიერ შექმნილი ყოფითი კომპოზიციები ბუნებრივი და დინამიკურია; მისი ფერწერისათვის დამახასიათებელია თავისუფალი მონასმები, თბილი და მსუყე კოლორიტი (ჯეინის, გრაფუნია ჰერინგტონის, პორტრეტი, 1777–1779, ჯანტინგტონის სამხატვრო გალერეა, სან-მარინო, აშშ). მხატვარი პორტრეტს ხშირად ალეგორიული სახით ხატავდა („დ. გარიკი ტრაგედიისა და კომედიის მუზათა შორის“, დაახლოებით 1760–1761, როტშილდის კოლექცია, კემბრიჯი). შექმნა მეგობართა ფსიქოლოგიური პორტრეტები (მწერალი ს. ჯონსონი, 1772, ტეის გალერეა, ლონდონი), აგრეთვე ავტოპორტრეტები, რომლის თეორიულ ნაშრომებში ჭარბობს ნორმატიულ-კლასიცისტური შეხედულებები ხელოვნური ბუნების შესახებ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჯოშუა რეინოლდზი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.