ხულიო იგლესიასი (სრული სახელი ხულიო ხოსე იგლესიას დე ლა კუევა, Julio José Iglesias de la Cueva; დ.
23 სექტემბერი, 1943) — ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც მისმა მეტყველმა მუსიკამ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად აქცია. XXI საუკუნის დასაწყისში, მას გაყიდული ჰქონდა მრავალ ენაზე შესრულებილი ასეულობით მილიონი ალბომი. მან გაყიდა 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რომელიც სულ 14 ენაზე და 77 ალბომადაა გამოსული. Sony Music Entertainment-ის მონაცემების თანახმად, ის შესულია მუსიკის ისტორიაში 15 ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის სიაში. იგლესიასი მსოფლიო ყურადღების ცენტრში 1970—1980-იან წლებში მოექცა, როგორც რომანტიკული ბალადების შემსრულებელი. მისი წარმატება მუსიკის სხვა ჟანრების მოსინჯვის შემდეგაც გაგრძელდა. ხულიო იგლესიასი ასევე მომღერალ ენრიკე იგლესიასის მამაა.
ხულიო იგლესიასი | |
---|---|
ხულიო იგლესიასი 2006 წლის ნოემბერში | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ხულიო იგლესიას დე ლა კუევა |
დაბ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1943 მადრიდი, ესპანეთი. |
დაბ. ადგილი | მადრიდი[1] |
წარმოშობა | ესპანელი |
ჟანრ(ებ)ი | ლათინოამერილული მუსიკა, ლათინური პოპი, კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
აქტიური | 1968-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ხულიო იგლესიასი ვიკისაწყობში |
იგლესიასი მადრიდში დაიბადა და უფროსი ვაჟი იყო ხულიო იგლესიას პუგასა და მარია დელ როსარიო დე ლა კუევა ი პერიგნატის ოჯახში. მამის ოჯახი გალისიიდან იყო, დედის კი ანდალუსიიდან.
1960-იან წლებში იგი მადრიდის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა და ამავე დროს მადრიდის რეალის მეკარე იყო. 1963 წლის 22 სექტემბერს ხულიო ავტოავარიაში მოჰყვა, რა დროსაც ზურგის ტვინი დაიზიანა. იგი ამბობდა: „მე ავტოავარია მომიხდა, ძალიან, ძალიან უცნაური ავარია, მანქანაზე კონტროლი დავკარგე და გადავაბრუნე, რამაც ქვედა კიდურების დამბლა გამოიწვია... სამი წლის განმავლობაში ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი“. მისი ექიმი ფიქრობდა, რომ იგი ვეღარასდროს გაივლიდა, თუმცა, ჯანმრთელობამ ნელ-ნელა მაინც იწყო აღდგენა. ხელების გავარჯიშების მიზნით, ხულიომ გიტარაზე დაკვრა დაიწყო. როდესაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, აკადემიური სწავლება დაასრულა და ინგლისური ენის შესასწავლად გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.
1971 წელს ცოლად შეირთო ფილიპინელი ესპანელი ჟურნალისტი ისაბელ პრეისლერი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა — ჩაბელი, ხულიო და ენრიკე. 1979 წელს ისინი გაეყარნენ. 1981 წელს, მამამისი ხულიო იგლესიას პუგა ბასკმა ტერორისტებმა გაიტაცეს, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს, რამაც ხულიოს ბავშვებთან ერთად ფლორიდაში, მაიამიში გადასახლებისკენ უბიძგა.
2010 წლის 24 აგვისტოს, 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ხულიო იგლესიასი და მირანდა რინსბურგერზე დაქორწინდა. ჯვრისწერა პარიზში შედგა. წყვილს სამი ვაჟი და ტყუპი გოგონა ჰყავთ. როდესაც ხულიო 60 წლის იყო, 2004 წელს, 89 წლის მამამისმა, ხულიო იგლესიას პუგამ ნახევარძმა აჩუქა, 2006 წელს კი ნახევარდა.
პლატინის ან ალმასის სტატუსის მქონე ალბომები
|
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხულიო იგლესიასი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.