12 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხვიჩა ბადრის ძე კვარაცხელია | ||
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 2001 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ნაპოლი | ||
ნომერი | 77 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2012–2017 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017–2018 | დინამო თბილისი | 4 | (1) |
2018–2019 | რუსთავი | 18 | (3) |
2019 | → ლოკომოტივი მ. | 7 | (1) |
2019–2022 | რუბინი | 69 | (9) |
2022 | დინამო ბათუმი | 11 | (8) |
2022– | ნაპოლი | 37 | (12) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016–2018 | საქართველო 17-წ. | 21 | (15) |
2017–2019 | საქართველო 19-წ. | 7 | (3) |
2019 | საქართველო 21-წ. | 2 | (1) |
2019– | საქართველო | 24 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 სექტემბერი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 სექტემბერი, 2023 |
2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. კლუბის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 29 სექტემბერს კოლხეთი-1913-ის წინააღმდეგ გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაში შედგა. დინამოელთა მაისურით მან მხოლოდ ოთხი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.
2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.
2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.
2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად. 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
2021 წლის დასაწყისში L'Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.
2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ. 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ. ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.
კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა. მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს. 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.
3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.
4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს. თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.
სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს, La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა. „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.
29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.
2023 წლის 13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „ნაპოლიმ“ შინ, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ მიიღო, დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა და მათ შორის სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა მიერ გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბურთი სტუმართა კარში კვარაცხელიას ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც ტურინელთა მეკარე შჩესნიმ მოიგერია, ოსიმენმა დასწრებაზე თამაშის დროს თავით გაიტანა. მეორე ბურთი ოსიმენის პასით თავად ხვიჩამ შეაგდო. მესამედ „იუვენტუსის“ კარი ხვიჩას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ამირ რაჰმანიმ აიღო, ხოლო მეოთხე გოლი კვლავ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ ისევ ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად გავიდა. კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულებისას ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა (პირველად აგვისტოში). თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი აიღო, საგოლე პასი კი „სპეციასთან“ შეასრულა.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრა „უდინეზესთან“ სტუმრად, უდინეს „დაჩია არენაზე“ 4 მაისს გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ეს კლუბის ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტულია. მას შემდეგ, რაც კლუბმა დიეგო მარადონას თავკაცობით 1987 და 1990 წლებში სკუდეტო ორჯერ მოიგო, ნეაპოლელებისთვის ეს პირველი დიდი მიღწევაა 33 წლის შემდეგ.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 4 გამომუშავებული პენალტი. ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში — 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 მატჩში — 2 გოლი, 4 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.
2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო. მან მიულოცა „ნაპოლის“ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის იტალიაში ჩამოყვანა, რომელმაც პიროვნულ თვისებებთან ერთად პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, შემოქმედებითობა, დრიბლინგი და 12 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით იქცა კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რომელმაც საბოლოოდ გუნდს სკუდეტო მოაგებინა და ამით ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისა და ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის ოცნება აასრულა.
2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.
2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.
მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო თბილისი | 2017 | ეროვნული ლიგა | 4 | 1 | 1 | 0 | — | — | 5 | 1 | ||
ჯამში | 4 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 5 | 1 | ||
რუსთავი | 2018 | ეროვნული ლიგა | 18 | 3 | 0 | 0 | — | — | 18 | 3 | ||
ჯამში | 18 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 18 | 3 | ||
ლოკომოტივი მოსკოვი | 2018–19 | რპლ | 7 | 1 | 3 | 0 | – | – | 10 | 1 | ||
ჯამში | 7 | 1 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 10 | 1 | ||
რუბინი ყაზანი | 2019–20 | რპლ | 27 | 3 | 1 | 0 | — | — | 28 | 3 | ||
2020–21 | 23 | 4 | 0 | 0 | — | — | 23 | 4 | ||||
2021–22 | 19 | 2 | 1 | 0 | 2 | 0 | — | 22 | 2 | |||
ჯამში | 69 | 9 | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 73 | 9 | ||
დინამო ბათუმი | 2022 | ეროვნული ლიგა | 11 | 8 | — | — | — | 11 | 8 | |||
ჯამში | 11 | 8 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 11 | 8 | ||
ნაპოლი | 2022–23 | სერია A | 34 | 12 | 0 | 0 | 9 | 2 | — | 43 | 14 | |
ჯამში | 34 | 12 | 0 | 0 | 9 | 2 | 0 | 0 | 43 | 14 | ||
სულ ჯამში | 143 | 34 | 6 | 0 | 11 | 2 | 0 | 0 | 160 | 36 |
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო | 2019 | 1 | 0 |
2020 | 4 | 1 | |
2021 | 7 | 4 | |
2022 | 7 | 5 | |
2023 | 4 | 0 | |
ჯამში | 23 | 10 |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 07.06.2019 | თბილისი | საქართველო ![]() | 3–0 | ![]() | ევრ. შეს. | ![]() | ||
2 | 05.09.2020 | ტალინი | ესტონეთი ![]() | 0–1 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ||
3 | 08.09.2020 | თბილისი | საქართველო ![]() | 1–1 | ![]() | ერთა ლიგა | |||
4 | 08.10.2020 | თბილისი | საქართველო ![]() | 1–0 | ![]() | ევრ. შეს. | ![]() | ||
5 | 14.10.2020 | სკოპიე | მაკედონია ![]() | 1–1 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ![]() | |
6 | 25.03.2021 | სოლნა | შვედეთი ![]() | 1–0 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | ||
7 | 28.03.2021 | თბილისი | საქართველო ![]() | 1–2 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | ![]() | |
8 | 31.03.2021 | სალონიკი | საბერძნეთი ![]() | 1–1 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | ||
9 | 09.10.2021 | ბათუმი | საქართველო ![]() | 0–2 | ![]() | მსოფ. შეს. | |||
10 | 12.10.2021 | პრიშტინა | კოსოვო ![]() | 1–2 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | ||
11 | 11.11.2021 | ბათუმი | საქართველო ![]() | 2–0 | ![]() | მსოფ. შეს. | ![]() | ![]() | |
12 | 15.11.2021 | გორი | საქართველო ![]() | 1–0 | ![]() | ამხანაგური | ![]() | ||
13 | 25.03.2022 | ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა ![]() | 0–1 | ![]() | ამხანაგური | ![]() | ||
14 | 02.06.2022 | თბილისი | საქართველო ![]() | 4–0 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ![]() | |
15 | 05.06.2022 | რაზგრადი | ბულგარეთი ![]() | 2–5 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ![]() | |
16 | 09.06.2022 | სკოპიე | მაკედონია ![]() | 0–3 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ![]() | |
17 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო ![]() | 0–0 | ![]() | ერთა ლიგა | |||
18 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო ![]() | 2–0 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ||
19 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი ![]() | 1–2 | ![]() | ერთა ლიგა | ![]() | ![]() | |
20 | 28.03.2023 | ბათუმი | საქართველო ![]() | 1–1 | ![]() | ევრ. შეს. | |||
21 | 17.06.2023 | ლარნაკა | კვიპროსი ![]() | 1–2 | ![]() | ევრ. შეს. | |||
22 | 20.06.2023 | გლაზგო | შოტლანდია ![]() | 2–0 | ![]() | ევრ. შეს. | |||
23 | 08.09.2023 | თბილისი | საქართველო ![]() | 1–7 | ![]() | ევრ. შეს. | |||
24 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია ![]() | 2–1 | ![]() | ევრ. შეს. |
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვ.
2022 წლის 3 ნოემბერს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ შედგენილ ტურნირზე გარღვევის მომხდენ ფეხბურთელეთა სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
2022 წლის 18 ნოემბერს, ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დაასახელა.
ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა სერიას A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას დასახელებასთან დაკავშირებით: „ვეთანხმები არჩევანს! ხვიჩა კვარაცხელია სრულიად დამსახურებულად გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი“, — უთხრა კაპელომ Championat.com-ს.
კვარაცხელიამ MVP-ის ტიტული ასევე მოიპოვა თამაშის დროს საუკეთესო ვარიანტების არჩევის უნარით (94.8%), შეტევაში აგრესიულობით (95.3%) და ტექნიკური ეფექტურობით (94.8%). MVP ნომინანტები და გამარჯვებულები, ფაქტობრივად, ზუსტი პარამეტრების საფუძველზე შეირჩა, როგორიცაა Stats Perform-ის (სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამა) ანალიზი, რომელიც დაფიქსირებულია Hawk-Eye სისტემის თვალთვალის მონაცემებიდან.
სოციალური ქსელები |
---|
Facebook · Instagram |
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Football Italia · Footballnews.ge · Kicker.de · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sportbox.ru · Sportline.ge · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net |
მედია |
---|
1tv.ge · CalcioMercato.com · Crystalsport.ge · Daily Mail · Eurosport · ilNapolista · informazione.it · Live.ge · Lelo.ge · talkSPORT · The New York Times · The Sun · TuttoNapoli.net · Sport Express · Virgilio Sport |
ვიდეო |
---|
Geo Team · Khvicha Kvaratskhelia Official · MShow |
This article uses material from the Wiki ქართული article ხვიჩა კვარაცხელია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.