წმინდა მოწამე ტრიფონი

წმინდა მოწამე ტრიფონი (გ.

250) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 თებერვალი, ახალი სტილით — 14 თებერვალი. იგი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანუს III, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როდესაც მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმიდანს ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!” იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.

როდესაც ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეციუსი (249-251) ავიდა, ეპარქ აკილინეს მოახსენეს, ტრიფონი უშიშრად ქადაგებს ქრისტიანობას და მრავალს მოაქცევს თავის რჯულზეო. წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, მაგრამ მარტვილს ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლოს მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმინდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ, იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ.

შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.

ლიტერატურა

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 138-139

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1 თებერვალი14 თებერვალი250გორდიანუს IIIიესო ქრისტემართლმადიდებლობარომი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიალიტრიგია ყანჩელინივთიერებაპროტესტანტიზმიტურიზმიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006კარლეს პუჩდემონისამკუთხედიმზის სისტემაირაკლი ღარიბაშვილიკუკის კუნძულებიტუბერკულოზითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიისლანდიასაქართველოს ისტორიასარაევოს ალყაგერმანიის ქალაქების სიათორნიკე ოქრიაშვილიალბანეთიჯილიზაერთა ლიგაფინეთიბაქტერიებიავღანეთის ომი (2001–2021)მანგლისითურქეთიმიგრაციაზოროასტრიზმიარწივისეფსისიდავით VI ნარინილეიკოციტოზიპროგრესული როკიდონ კიხოტიუშგულის თემიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024დავით IV აღმაშენებელიამერიკის შეერთებული შტატებითერგდალეულებიჯუზეპე ვერდიბახტრიონი (პოემა)არაგვიირემიმორალიწითელამილიმეტრირუმინეთიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითგიორგი XIIშუშანიკის წამებაბირთვული იარაღიკვიპროსიეგვიპტეხუჯაბიმალტალონდონიმგელიმურა დათვიკილიან მბაპეთეატრიილია IIვალენსია (საფეხბურთო კლუბი)ქეთო და კოტე (ოპერა)კავკასიონიზევსიბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)სტამბოლინარკომანიათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიარაბობა საქართველოშიპარაცეტამოლიენგურიცხენინეპალიაპენდიციტისინგაპურიტერენტი გრანელიფრინველები🡆 More