ქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი

ყორნისი — სოფელი საქართველოში, მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირზე.

ქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორნისი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ყორნისიდან 12 კილომეტრი.

სოფელი
ყორნისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
თემი ყორნისი
კოორდინატები 42°16′20″ ჩ. გ. 43°49′06″ ა. გ. / 42.27222° ჩ. გ. 43.81833° ა. გ. / 42.27222; 43.81833
ცენტრის სიმაღლე 1080
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — თიღვის მუნიციპალიტეტი
ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

ისტორია

ყორნისის ხეობა შედიოდა მემარჯვენე, ქართლის სასპასპეტოში, რომელიც მეფეს ეკუთვნოდა. ყორნისის ხეობის მოსახლეობა რელიგიურად რუის-ურბნისის ეპარქიაში შედიოდა. სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.სოფელი ყორნისი წარმოადგენდა ყორნისის ხეობის სოფლების ცენტრს. XVIII საუკუნისთვის ყორნისის ხეობის მოსახლეობას ეთნიკურად ქართველები შეადგენდნენ. 1801 წლიდან, რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ ადმინისტრაციულად შედიოდა გორის მაზრაში, სურამის უბანში. 1847 წლის მონაცემებით ყორნისის ხეობის სოფლების (ყორნისი, დოკეთი, ძარი, რუსთავი, წორბისი, ბეყმარი, თორმანეული, მალდა, ოჟორა) მოსახლეობა ეთნიკური ოსებისგან შედგებოდა და ეს სოფლები ოსურ სოფლებად იხსენიება. ამავე წლისთვის ოსური მოსახლეობა ითხოვდა ხეობის სოფლების მიკუთვნებას ოსეთის ოკრუგისთვის. რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო 1859 წელს ოსეთის ოკრუგიც გაუქმდა და მისი ტერიტორია შევიდა გორის მაზრაში ცხინვალის უბნის სახით.

შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ ყორნისში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.

1921 წლიდან ყორნისის თემის 12 სოფელი მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922-1990 წლებში იყო თემის ცენტრი (სოფლები: ბეყმარი, განითყაუ, გვინჯინა, დიდი ციხიათა, ზემო ამბრეთი, ზემო ყორნისი, ზემო წორბისი, თორმანეული, მალდა, პატარა ციხიათა, საჯვარე, ქვემო ამბრეთი, ჩაჩინაგი, ძაგოითყაუ, წორბისი, ხოდაბული). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, არის თემის ცენტრი.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1987 240
2015 ქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი  227 111 116

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 659.
  • ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 39-47 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154

სქოლიო

Tags:

ქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი ისტორიაქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი მოსახლეობაქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი ლიტერატურაქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისი სქოლიოქარელის მუნიციპალიტეტი ყორნისიაღმოსავლეთის ფრონეზღვის დონეკილომეტრიმდინარემეტრისაქართველოსოფელიყორნისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რელიგიაალეგორიადავითგარეჯანელსონ მანდელასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიკონგომიწისძვრათბოგამტარობაქიმიური ელემენტიელეონორა რუზველტიმცხეთასტანის ბარათეონიარგონავტებიზედსართავი სახელიკვადრატული მეტრისოფლის მეურნეობაქართლის გაქრისტიანებაედუარდ შევარდნაძეიუდაიზმიმადაგასკარიოქროს საწმისინორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებირკინაიალბუზიციყვიერეკლე II-ის ოჯახიქართლიდალი (მითოლოგია)მიხეილ სააკაშვილიჭიათურაისააკ ნიუტონიარხანგელსკიდათვიგია ყანჩელიკალანდადენის ძალაექვთიმე თაყაიშვილისოციოლოგიაშალვა რამიშვილიმოლინუაიმერეთირელიგია საქართველოშივარდისატურნი27 მარტიძველი თბილისიდავით IV აღმაშენებელილაშა შავდათუაშვილიდედამიწაგალაკტიონ ტაბიძეზუგდიდიტაო-კლარჯეთიიგლუჩუტყვავილასაქართველოს ქალაქებიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მურმან ლებანიძერაჭაალავერდიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადუნაიმონდიმთლიანი შიდა პროდუქტიადამიანის ჩონჩხიბარდა სკლიაროსიემპათიაგუმბათილიონელ მესისიყვარულირუსეთის ისტორიარუსეთის იმპერიაანდერს ბერინგ ბრეივიკიკონტინენტიკონვექციაქარიკალათბურთიკუები🡆 More