ფოკა

ფოკა — სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა).

ფოკა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოკა (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1176 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფელი
ფოკა
ფოკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ფოკა
კოორდინატები 41°23′48″ ჩ. გ. 43°47′32″ ა. გ. / 41.39667° ჩ. გ. 43.79222° ა. გ. / 41.39667; 43.79222
ცენტრის სიმაღლე 2080
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1176 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,6 %
ქართველები 1,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ფოკა — საქართველო
ფოკა
ფოკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ფოკა
ფოკა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ფოკა

ისტორია

ფოკა პირველად იხსენიება XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები წარმოადგენდნენ.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2007
2014 1176 ფოკა 

ღირსშესანიშნაობები

ფოკა 
წმინდა ნინოს ეკლესია

ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზედაც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში — ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბევრელი“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, სომხეთიდან საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელშიც წინა და ადრე შუა ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა.

ფოკის განძი

1979 წელს ფოკაში აღმოჩნდა XIV საუკუნის, ილხანების ვერცხლის მონეტების განძი, შეიცავს 155 ვერცხლის დირჰემს. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით, უგვიანესი 1316 წლით. ფოკის განძი დაფლული უნდა იყოს 1317 წლის შემდეგ. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

რელიგია

სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, აგრეთვე მონასტრის მაღაზია. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ფარავნის ტბაში ტარდება ნათლისღება.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ფოკა ისტორიაფოკა დემოგრაფიაფოკა ღირსშესანიშნაობებიფოკა ფოკის განძიფოკა რელიგიაფოკა ლიტერატურაფოკა სქოლიოფოკავლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)ზღვის დონეთემინინოწმინდანინოწმინდის მუნიციპალიტეტისაზოგადოებრივი ცენტრისაქართველოფარავანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანჯელა კარტერიმსოფლიოს მოსახლეობაენერგიაცხენითეთნულდიდავით ყიფიანიტოკიომურად IVპენალტი (ფეხბურთი)ძველი საბერძნეთითურქეთის ისტორიაგრიგოლ ხანძთელიხორვატიამარსიდონ კიხოტიგიორგი ლორიაყაზახეთიქშიშტოფ კოსჩიელნიაკილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკივენერაგერმანიის ქალაქების სიაარგონავტებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ეგზისტენციალიზმიბათუმიშინაური ძაღლიბუნებრივი რესურსებითევდორე კველთელიგულიკლიმატისახვითი ხელოვნებაფერნანდო მაგელანიკონსტანტინოპოლითორნიკე ოქრიაშვილიშიდსიკილიან მბაპებორის პაიჭაძეირაკლი კობახიძეშუა საუკუნეებიკეთილშობილი ირემინიუეკურო (ასტროლოგია)ევროპაგლობალური დათბობაალექსანდრე მაკედონელის ომებირობერტ ლუის სტივენსონიგველებიერთეულთა საერთაშორისო სისტემაალკოჰოლიზმიტრეფიკინგიშვედეთიმეტაბოლიზმიილია ჭავჭავაძეთურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიადამიანის ჩონჩხისულგუნიმარკ ტვენიჰაერის დაბინძურებაFacebookმტირალას ეროვნული პარკიოქროს საწმისიღვარცოფიკავკასიაენდომეტრიოზიფილების ტექტონიკასპორტული უნივერსალი (ავტომობილი)ლიბერალიზმიასურელი მამებიეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაგიორგი გოჩოლეიშვილიელისაბედ IIეგვიპტემცენარეებიაჭარაარგენტინა🡆 More