სოციალური პროგრესივიზმი

სოციალური პროგრესივიზმი ან უბრალოდ პროგრესივიზმი — პოლიტიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისი რომელიც ეფუძნება პროგრესის იდეას, რომელიც თავისმხრივ ამტკიცებს, რომ მეცნიერულ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ორგანიზებას სასისოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის საარსებო გარემოს გაუმჯობესებაში.

პროგრესივიზმმა პოპულარობა მოიპოვა განმანათლებლობის ეპოქაში, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ევროპა აჩვენებდა, რომ საზოგადოებას შეეძლო განვითარება და ველური მდგომარეობიდან ცივილიზებულად გარდაქმნა ემპირიული ცოდნის საფუძველზე. პროგრესივიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ნორმები და მორალური ღირებულებები არ არის დადგენილი ისტორიის მიერ, არამედ ისინი უნდა გადამუშავდეს მეცნიერული ცოდნით და კრიტიკულად უნდა შევიმეცნოთ საზოგადოებისა და კულტურის გაგება ჩვენში. ეს მცნება ხშირად ასოცირდება ინტერნაციონალურ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომელიც ამ ხედვას ეფუძნება. დღევანდელობაში პროგრესივიზმმა ისტორიული მნიშვნელობისგან მკვეთრად აცდენილი მნიშვნელობა ეკონომიკურ ასპექტში მიიღო. დასავლურ კულტურაში ტერმინის მნიშვნელობა ჩამოყალიბდა სოციალური ცვლილებების გავლენით, რომლებიც განპირობებული იყო ინდუსტრიალიზაციის შემდგომ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. პროგრესივიზმის თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იდეამ, რომ პროგრესს აფერხებდა ძლიერი ეკონომიკური უთანასწორობა, რის მიზეზადაც მინიმალურად რეგულირებადი ბაზარი და ჩაურეველი (laissez-faire) კაპიტალიზმი მოისაზრებოდა. მიუხედავად პროგრესივიზმის იდეების ისტორიული განვითარებისა, რაშიც წვლილი კლასიკური ლიბერალიზმის დამცველმა ფილოსოფოსებმა შეიტანეს, ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, პროგრესივიზმი ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიისა და სოციალური ლიბერალიზმის ასპექტად და მათ ერთგვარ სინონიმადაც კი. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრესივიზმმა თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის სინონიმის მნიშვნელობა მიიღო, რომელიც სწორედ სოციალური ლიბერალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის სინთეზს წარმოადგენს, რადგან მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ ბაზრის რეგულირების იდეას და კეთილდღეობის სახელმწიფოს, თუმცა ტიპური სოციალ-დემოკრატიისგან განსხვავებით ეკონომიკის განვითარებაში იმედს ამყარებს კერძო სექტორზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე, ნაცვლად შერეული ეკონომიკისა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ამერიკის შეერთებული შტატებიბაზარიგანმანათლებლობის ეპოქაემპირიზმიინდუსტრიალიზაციაკაპიტალიზმიკლასიკური ლიბერალიზმილესე ფერიმორალიპროგრესისაბაზრო ეკონომიკასაყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსოციალ-დემოკრატიასოციალური ლიბერალიზმიშერეული ეკონომიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აბრეშუმის დიდი გზაქართული ენასხალთის ტაძარიისლამიმუსიკაყინწვისის მონასტერიყვავილოვანი მცენარეებიინფორმაციასაქართველო XVIII საუკუნეშილუარსაბ IIზუგდიდიშვედეთიმინერალების სიატოლგვერდა სამკუთხედიაუტიზმიჩერნობილის კატასტროფაკავკასიამსოფლიოს მოსახლეობაანტიკური ხანაფარნავაზ Iვაჟა-ფშაველაზაქარია ფალიაშვილირომის რესპუბლიკახარებაიალბუზიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიპორტუგალიაამერიგო ვესპუჩიგიორგი გახარიაიუნესკობუდაპეშტიბახტრიონი (პოემა)სვანური ენამონოგამიაორნელა მუტისლოვაკეთიუჯრედილაშა ბექაურიევერესტიტყეაზიამსოფლიოს შვიდი საოცრებასაქართველოს სამეფოGoogleგოგირდიტიციან ტაბიძეანანურის ციხედიდი ხუთშაბათიუკრაინაr1841რუსთავისაქართველოს კონსტიტუციაცოტნე დადიანიკავკასიონისკოლაკუბური მეტრინოდარ დუმბაძელეონარდო და ვინჩიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ოცდაათწლიანი ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიმიქელანჯელო ბუონაროტილოცვა ეფრემ ასურისაქართლის სამეფოსაქართველოს პარლამენტიდუბაიეგრისის დიდი ომიწმინდა სამების საკათედრო ტაძარისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკადედა ენაკლიმატის ცვლილებაგაპიროვნებაფრინველებითეთრი დათვიალპებიჰოლოკოსტივლადიმერ ლენინიკილომეტრიგული🡆 More