სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი — სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება, რომელიც 2021 წლის 12 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და შვიდი კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ გეღარქუნიქისა და სიუნიქის პროვინციებში.

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი
თარიღი 12 მაისი, 2021 — დღემდე
მდებარეობა სომხეთის, სიუნიქის და გეღარქუნიქის პროვინციები, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი
სტატუსი მიმდინარე
მხარეები
სომხეთის დროშა სომხეთი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დანაკარგები
  • 1 მოკლული სამხედრო
  • 6 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი ვიკისაწყობში
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

ეუთოს მინსკის ჯგუფის სამიდან ორი წევრის: საფრანგეთისა და აშშ-ს მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანს საკუთარი სამხედროები სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან არ გაუყვანია.

ქრონოლოგია

მაისი 2021

ინფორმაცია აზერბაიჯანის სამხედროების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ 12 მაისს გავრცელდა, ეს იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის ორ რაიონში; სიუნიქის პროვინციაში: სევის ტბის ირგვლივ, სოფელ იშხანასარისა და მეც იშხანასარის მთის აღმოსავლეთით, და ქალაქ გორისის, სოფელ ვერიშენის და აკნერის ჩრდილოეთით, ასევე გეღარქუნიქის პროვინციაში: სოფელ ვერინ-შორჟასა და კუთის მახლობლად. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა აზერბაიჯანელების წინსვლა სევის ტბის მიდამოებში და აზერბაიჯანელების გაყვანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, ასევე დაამატა, რომ სომხეთის სამხედროებმა შეტაკებების გარეშე შეწტყვიტეს წინსვლა.

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი 
სევის ტბა სომხეთში, მეც-იშხანასარის მთის მწვერვალიდან.

სომხეთის მხარე ამტკიცებს, რომ საბჭოთა რუკების თანახმად, ტბის დიდი ნაწილი სომხეთის შემადგენლობაშია, მცირე ნაწილი კი აზერბაიჯანის. Armenpress-მა გამოაქვეყნა სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ნომერი J-38-21, მასშტაბი 1:100 000 რუკა (ხელმისაწვდომია ონლაინ), რომელიც სევის ტბის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში აჩვენებს და მხოლოდ ტბის 10% მოქცეულია აზერბაიჯანის სსრ-ის ფარგლებში და სევის აღმოსავლეთით პატარა ტბა სრულად სომხეთის შემადგენლობაშია. თუმცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა აჩვენეს რუკა, რომლითაც დგინდება რომ ეს ტერიტორია სრულიად აზაერბაიჯანის ნაწილია და უარი განაცხადეს ტერიტორიის დატოვებაზე.

14 მაისს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ოფიციალურად მიმართა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრასთან დაკავშრებით კონსულტაციების დაწყებისთვის. იმავე დღეს ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მოითხოვა სამხედრო მხარდაჭერა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რუსი სამხედროების წარმომადგენლებთან ერთად, სიუნიქის პროვინციაში, საზღვართან, გამართეს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები, რომელიც არავითარი დაუყოვნებლივი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

19 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის საერთო კომისია საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხზე, სადაც რუსეთი ჩაერთვებოდა კონსულტანტის ან მედიატორის როლში. 20 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა საერთო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების გეგმა, სადაც რუსეთი შეასრულებდა მედიატორის როლს, რისთვისაც თითოეულ ქვეყანას 31 მაისისთვის უნდა წარედგინა დელეგატები.

27 მაისს, დილით, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ექვსი სომეხი სამხედროს დაკავების შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, რასთან დაკავშირებითაც სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთის აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთებზე. „თუ სიტუაცია არ მოგვარდება, ამ პროვოკაციამ შესაძლოა მასშტაბური შეტაკება გამოიწვიოს“, განაცხადა ფაშინიანმა საღამოს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ფაშინიანი ასევე გამოვიდა წინადადებით, სომხეთისა და აზერბაიანების სამხედროების სასაზღვრო ზონებიდან უკან დახევისა და მათ ნაცვლად რუსეთის და/ან აშშ და საფრანგეთის, ეუთოს მინსკის ჯგუფის ორი სხვა თანათავჯდომარეების დამვკრვებლების სახით განლაგებაზე. სამხედრო ნაწილების დაშორებასა და სადამკვირვებლო მისიის დაწყებას, უნდა მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობით „სასაზღვრო პუნქტების დადგენის“ პროცესი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

28 მაისს ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ ორივე მხარეს მოუწოდა დაუყოვნებელი დეესკალაციისა და 12 მაისამდე პოზიციების აღდგენისაკენ. ის ასევე მიესალმა შესაძლო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინადადებებს და გამოთქვა მზადყოფნა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციაში დახმარების აღმოჩენაზე. ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ისევ მოითხოვს სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივად გათავისუფლებას და მიესალმება დაძაბულობის შემცირებისაკენ გადადგუმ ყველა მცდელობებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი 

იანვარი 2022

11 იანვარს, სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციის ვერინ-შორჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

მარტი 2022

24 მარტს, არცახის მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა გადაკვეთეს კონტაქტის ხაზი და კონტროლი დააწესეს სოფელ ფარუხზე, რის შედეგადაც ქალები და ბავშვები გამოიყვანეს ახლომდებარე სოფელ ხრამორტიდან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რეაქციები

სომხეთი

15 მაისს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვითარება აზერბაიჯანის შემოჭრასთან დაკავშირებით კვლავ გადაუჭრელი რჩება, ხოლო აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხური ჯარის გადაადგილების გამო ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხია და რომ მოლაპარაკებები კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მოსალოდნელი იყო დღის განმავლობაში.

აზერბაიჯანი

15 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესახებ, ნაცვლად ამისა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს აზერბაიჯანის საზღვრების გამაგრებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განმსაზღვრელი რუკების საფუძველზე და აკრიტიკებს სომხეთის განცხადებებს, როგორც „პროვოკაციული“ და „არაადეკვატური“, ასევე სამინისტრო დასძენს, რომ სომხეთის ხელისუფლება შექმნილ სიტუაციას იყენებს წინასაარჩევო შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის და რომ აზერბაიჯანი ჩართული იყო მოლაპარაკებებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნორმალიზების საკითხზე.

ყახაზეთის პრეზიდენთან ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა სომხეთის გადაწყვეტილება თხოვნით მიმართა კუხო-სთან შეაფასა, როგორც „საკითხის ინტერნაციონალიზაციის“ მცდელობა.

სხვა მხარეები

  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა „სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის არა-დემარკირებული მონაკვეთის გასწვრივ დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით“ და მხარეებს მოუწოდეა „თავშეკავებისაკენ სიტუაციის მშვიდობიანი დეესკალაციისათვის“. მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯალინა პორტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას და აზერბაიჯანისგან მოელის „ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას“. შეერთებულ შტატებს შეშფოთებას გამოხატავს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან, მათ შორის აზერბაიჯანის ძალების მიერ რამდენიმე სომეხი ჯარისკაცის დაკავებასთან დაკავშირებით. აშშ ორივე მხარეს მოუწოდებს ინციდენტის დაუყოვნებლივ მშვიდობიანად მოგვარებისკენ. აშშ ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლი გათავისუფლებისაკენ და ახსენებს აზერბაიჯანს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით ყველა პატიმრისადმი ადამიანურად მოპყრობის შესახებ.
  • 27 მაისს გამართულ პრეს-განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის არა-დემარკირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ მოძრაობას მიიჩნევს პროვოკაციულად და უარყოფს ძალის გამოყენებას საზღვარის დემარკაციის მიზნით, მოუწოდებს ორივე მხარეს დაუბრუნდნენ თავიანთ წინა პოზიციებს და შეწყვიტონ არადემარკირებული საზღვრების გამაგრება და მათი დანაღმვა. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით თავიანთი ძალები დაებრუნებინათ 11 მაისისთვის დაკავებულ პოზიციებზე და დაუყოვნებლივ შექმნან სივრცე საზღვრის დემარკაციის მიზნით მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესისთვის.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე ჯარის დროებითი შეყვანა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს; ვინაიდან სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ეს დარღვევა აზერბაიჯანის წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტის, საგანგაშო განცხადებებს მოჰყვა, რომლებიც ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებს და ძალის გამოყენებით იმუქრება და ამით ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე, მოითხოვა აზერბაიჯანის დაუყოვნებლივ უკან დახევა და განაცხადა რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს სომეხ ხალხს.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ, რომელსაც ხელმძღვანელობენ რეფორმირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვან დერ შტაიი და ქრისტიანული კავშირის ლიდერი გერტ-იან სეგერსი, დააყენეს საკითხით რითიც კაბინეტისგან მოითხოვა დაარწმუნოს საბჭო, რათა შეუერთდეს საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მოწოდებას სომხეთიდან აზერბაიჯანის დაუყოვნებლივი გაყვანის მიზნით.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  ბელგიის წარმომადგენლობითმა პალატამ მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის თაობაზე, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აგრეთვე სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული და „აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ცალმხრივი ქმედება, რამაც შეიძლება შეარყოს რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა“.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ „საზღვრის შემოჭრას სამხედრო მოძრაობებით შეუძლია სიტუაციის დესტაბილიზაცია და საომარი მოქმედებების გამოწვევა“, და მოუწოდა „დამნაშავე მხარეს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია“.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  ირანის ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა მოჯთაბა ზოლნურმა განაცხადა, რომ თეირანი კატეგორიულად არ მიიღებს რეგიონში საერთაშორისო საზღვრების შეცვლას და უნდა შენარჩუნდეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. მოგვიანებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა დაადასტურა, რომ საზღვრების ნებისმიერი ხელახლა გადახაზვა ირანისთვის წარმოადგენს წითელ ხაზს.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორივე ქვეყანას მოუწოდა პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს შუამავლობის მცდელობებს. პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სომხურმა მხარემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო“ და რომ „პრეზიდენტმა პუტინმა გაიზიარა ეს შეშფოთება“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ემოციების გამწვავების მიზეზს ვერ ხედავს საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: „არც ერთი გასროლა არ მომხდარა, არც არანაირი შეტაკება ყოფილა. ისინი დასხდნენ, მშვიდად დაიწყეს განხილვა, თუ როგორ განმუხტონ ეს სიტუაცია და დახმარება გვთხოვეს. ჩვენმა სამხედროებმა ასეთი დახმარება აღმოუჩინეს, მიღწეულ იქნა შეთანხმება. მე ვერ ვხედავ ემოციების გამძაფრების მიზეზს ამ საკმაოდ არაორდინალურ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად მოგვარებულ საკითხთან დაკავშირებით.“
  • ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გაითვალისწინეს 27 მაისს ექვსი სომეხი ჯარისკაცის დაკავების ფაქტი და მოითხოვეს ტყვეების გათავისუფლება.

სქოლიო

Tags:

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი ქრონოლოგიასომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი რეაქციებისომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი სქოლიოსომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი12 მაისი2021აზერბაიჯანიაშშგეღარქუნიქის პროვინციაეუთოს მინსკის ჯგუფისაფრანგეთისიუნიქის პროვინციასომხეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მგელიგიორგი მამარდაშვილიიაკობ გოგებაშვილისაქართველო XV საუკუნეშიივანე მაჩაბელიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამუნირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიტერენტი გრანელისამეგრელოგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაბორჯომი (წყალი)ბიბლიაელენე ახვლედიანიბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სახელმწიფო გერბიკინოლოგიათავისუფლების მოედანი (თბილისი)არასამთავრობო ორგანიზაციასაბერძნეთიკავკასიონისასანიანთა იმპერიალადო ასათიანიტერორიზმიჯვაროსნული ლაშქრობებიეროზიაალპებიკოლა ქვარიანიქეთო და კოტე (ოპერა)ქვეყნების სიატოლერანტობალაშა ბექაურიბუნების დაცვაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ევროპეპაბლო პიკასოაბსცისაკომუნიზმიკვადრატული მეტრიფარავანიბრაზილიასაქართველოს წითელი ნუსხალეიკოციტებიუკრაინათხის რქა (ასტროლოგია)მამუკა მდინარაძებორჯომილარისხალთის ტაძარიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიაზერბაიჯანიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველო IV საუკუნეშიცენტნერისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაჯუზეპე ვერდიბექა გოცირიძებგერადავით სარაჯიშვილიგიორგი V ბრწყინვალენარიყალასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ხევისბერი გოჩაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებითრომბოციტებირუსთავიდემეტრე II თავდადებულინაპოლეონ ბონაპარტისაჰარასანტიმეტრიბარდა სკლიაროსიპინგვინისნაირნიამერიგო ვესპუჩივერცხლიევროპის პარლამენტინატურალური რიცხვი🡆 More