სარა აშურბეილი

სარა ბალაბეის ასული აშურბეილი (აზერ.

27 იანვარი, 1906, ბაქო — გ. 17 ივლისი, 2001, ბაქო) — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი).

სარა აშურბეილი
აზერ. Sara Aşurbəyli
სარა აშურბეილი
დაბ. თარიღი 27 იანვარი, 1906(1906-01-27)[1]
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 17 ივლისი, 2001(2001-07-17)[1] (95 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა სარა აშურბეილი რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
სარა აშურბეილი სსრკ
სარა აშურბეილი აზერბაიჯანი
საქმიანობა ისტორიკოსი და ხელოვანი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი, დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა სარა აშურბეილი

ბიოგრაფია

სარა აშურბეილი დაიბადა ბაქოში 1906 წლის 27 იანვარს ნავთობმრეწველისა და მეცენატის ბალაბეგ აშურბეკოვისა და მისი მეუღლის ისმეთ-ხანუმის ოჯახში. აშურბეკოვები მიეკუთვნებოდნენ აფშართა დინასტიას. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სარის ოჯახი წავიდა ემიგრაციაში თურქეთში. სტამბოლში სარი სწავლობდა ჟანა დარკის ფრანგულ კოლეჯში. ნეპის დროს მისი ოჯახი დაბრუნდა საბჭოთა აზერბაიჯანში. აქ მამამისი დააპატიმრეს და გადაასახლეს ყარაგანდაში. 1937 წლის 25 მარტს იგი ყარაგანდას ოლქის ნკვდ-ს მიერ დაპატიმრებულ იქნა . იმავე წლის 13 აგვისტოს სამეულის მიერ

რსფსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა.

1941 წელს აშურბეილიმ დაამთავრა ა.აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი . ომის დროს იგი მუშაობდა აზერბაიჯანის დრამის თეატრში მხატვარ-დეკორატორად..

1942 წლის ოქტომბერში სარა აშურბეილის მეუღლე - ბაჰრამ ჰუსეინზადე დააპატიმრეს. იმასაც, ისგივე მუხლით, რომლითაც იქნა გასამართლებული ბალაბეგ აშურბეკოვი, გამოუტანეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, მაგრამ 1943 წელს განაჩენი შეუცვალეს 10 წლის თავისუფლების აღკვეთით..

სარა აშურბეილიმ დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილება. დიდი ხნის განმავლობაში, თავისი წარმომავლობის გამო, იგი ვერ ახერხებდა სამსახურის პოვნას თავისი სპეციალობით. ამ ხნის განმავლობაში მან მოასწრო მუშაობა სკოლაში მასწავლებლად, თეატრში მხატვარ-დეკორატორად, აზერბაიჯანის კონსერვატორიაში უცხო ენების მასწავლებლად.

ამ დროს მან დაწერა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც 1949 წელს წარმატებით დაიცვა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1956 წელს სამედ ვურგუნის დახმარების შედეგად, რომელიც იმ დროს იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სარა აშურბეილიმ შესძლო სამსახურში მოწყობა თავისი სპეციალობით. იგი დაინიშნა აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმიოს შუა საუკუნეების განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1958 წლამდე. მას მიეცა საშუალება, როგორც ისტორიკოსს, თავი გამოეჩინა.

1964 წელს სარა აშურბეილიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში. ჯერ იგი მოეწყო აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში აზერბაიჯანის შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების უფროსად, შემდეგ იგი მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ კი ისტორიის ინსტიტუტის წამყვან სპეციალისტად, 1993 წლედან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკდემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. სარა აშურბეილიმ დაწერა ას თემატიკაზე მეტი ნაშრომი აზერბაიჯანის ენციკლოპედიისთვის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 AlKindi
  • Ашурли Р. К 100-летию со дня рождения С.Б.Ашурбейли დაარქივებული 2017-12-23 საიტზე Wayback Machine. // sara-ashurbeyli.info.
  • Списки жертв. Мемориал.
  • Tags:

    17 ივლისი200127 იანვარიაზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენაბაქო

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    რიონინეიტროფილებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმსოფლიო მიზიდულობის კანონისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024გოგირდისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ენდომეტრიოზიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიფოტოსინთეზირომის რესპუბლიკაგორიბორჯომი (წყალი)ლიმფოციტებიბახტრიონი (პოემა)ენგურის ჰიდროელექტროსადგურიჰიპოთეზაეკვატორული კლიმატური სარტყელიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაბიზანტიის იმპერიაფარსმან II ქველიათი მცნებათახვიკაპიტალიზმისტუმარ-მასპინძელისაქართველოს სამხედრო წოდებებიერეკლე II-ის ოჯახიკატალიზატორიძახილის წინადადებასაქართველოს მმართველთა სიაბრესტ-ლიტოვსკის ზავილურჯი ვეშაპივახტანგ VIთამარ მეფესაქართველოს სატელეფონო კოდებიაბრეშუმის დიდი გზააუტიზმივარძიადიდი პანდამთაოშკიბზობაკულტურარაბათის ციხეფერნანდო მაგელანიშოთა რუსთაველიგნეუს პომპეუს მაგნუსიკვადრატიერეკლე IIროდოსის კოლოსიბუდაპეშტილაშა ტალახაძეზედსართავი სახელიფარნავაზ Iზებულონირუსეთ-საქართველოს ომი (1921)კონსტანტინოპოლის დაცემა69 (სექსუალური პოზა)ტიციან ტაბიძესაქართველოს სამეფოჭიაკოკონობადუნაისოფლის მეურნეობათხის რქა (ასტროლოგია)რელიეფის ფორმებიიბერიასერვიტუტი (უფლება)კონცეფციაქაქუცა ჩოლოყაშვილიკახეთის აჯანყება (1659)ქალწული (ასტროლოგია)რელიგიათბილისის მეტროპოლიტენირომის დაარსებააჭარაჰაერის დაბინძურებაკონსტანტინე გამსახურდიაანალური სექსიალბერტ აინშტაინი🡆 More