საპოტეკები

საპოტეკები — მექსიკის ინდიური ხალხი.

დასახლებულნი არიან ოახაკას შტატსა და ჩიაპასის, გერეროსა და ვერაკრუსის შტატების რაიონებში. მოსახლეობა — 450 ათასი ადამიანი. რელიგიის მიხედვით ფორმალურად კათოლიკეები, მაგრამ ინახავენ ტრადიციულ სარწმუნოებას.

საპოტეკები
ადამიანის ფორმის ურნა მონტე-ალბანიდან. ახლა იმყოფება ვორჩესტერის მუზეუმში, აშშ.

ენა

ენა — საპოტეკი, ეკუთვნის ოტო-მანგური ენების ოჯახის საპოტეკურ ჯგუფს. დიალექტები: სამხრეთ მთიური, ჩრდილოეთ მთიური და ვაკეური.

ძველად საპოტეკებს თავიანთი საპოტეკური დამწერლობა ჰქონდათ. ამჟამად საპოტეკები ხმარობენ ლათინურს ესპანური ორთოგრაფიის საფუძველზე.

ყოფა

ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება (სიმინდი,შაქრის ლერწამი, პარკოსნები, გოგრისებრნი და მარცვლეული კულტურები), მეთევზეობა, მეცხოველეობა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ცხენები, ღორები, ჩიტები), ხელობა (ქსოვა).

სამოსი — საზოგადო-მექსიკური ტიპის. ქალები თავს იხვევენ ტურბანის მსგავსი მოსახვევით ან ფართო შარფით, რომელიც მხრებამდე წვდება.

სოციალური ორგანიზაცია

ორგანიზაციის საფუძველი — მცირე ოჯახია. ნათესავები ხშირად სახლდებიან მეზობლად. ქორწინება - მონოგამური, პატრილოკალური ან ნეოლოკალურია.

რელიგია

საპოტეკების ღმერთებიდან ცნობილია პიტაო-შოო, კოსაანა და უიჩაანა, კოსიჰო-პიტაო („დიდებული კოსიჰო“), პიტაო-კოსობი, პიტაო-სიჰი, პიტაო-პიჰი, პიტაო-შიკალა, კოკი-ლაო, პიშეე.

კულტურა

ყოფასა და ფოლკლორში შეინიშნება ესპანეთამდელი წარსულის ტრადიციების გავლენა. არსებობს საპოთეკური იეროგლიფური დამწერლობა, რომელიც ჰგავს ოლმეკებისა და მაიას დამწერლობას. გამოქვეყნებულია 50 ტექსტზე მეტი. ესენია წარწერები ქვის ძეგლებსა და დაკრძალვის სარდაფებში.

ცნობილი საპოტეკები

ლიტერატურა

  • მსოფლიოს ერები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცნობარი, ი. ბრომლეის რედაქტირებით, 1998
  • ენციკლოპედოია „მსოფლიოს ერები და რელიგიები“, ვ. ტიშკოვას რედაქტირებით, 1998
  • ენციკლოპედია „ლათინური ამერიკა“, ტომი 2, 1982

რესურსები ინტერნეტში

საპოტეკები 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

საპოტეკები ენასაპოტეკები ყოფასაპოტეკები სოციალური ორგანიზაციასაპოტეკები რელიგიასაპოტეკები კულტურასაპოტეკები ცნობილი საპოტეკები ლიტერატურასაპოტეკები რესურსები ინტერნეტშისაპოტეკებიგერეროს შტატივერაკრუსის შტატიინდიელებიკათოლიციზმიმექსიკაოახაკა (შტატი)ჩიაპასი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლუი XIVელექტრონული მუსიკაწითელი წიგნითავისუფლება (ფილოსოფია)ბერნიაღა-მაჰმად-ხანიადამიანიანალური სექსიმინერალების სიაფარავანილუდვიგ ვან ბეთჰოვენიდემნა უფლისწულისიტყვაქართული ენასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკალადო ასათიანიჯაბა კანკავაძაღლიეგზისტენციალიზმიგაერთიანებული სამეფოჟანა დ’არკირაჭაSting in the Tailსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიამფიბიებირუსეთიფილების ტექტონიკათურქეთიალაზანიცოტნე დადიანიმდგრადი განვითარებათავის ტვინიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024თევზები (ასტროლოგია)სიონის ტაძარიჩემი ცოლის დაქალებივლადიმერ გუცაევივახტანგ I გორგასალიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაკილოგრამისარაევოს ალყაამერიკის შეერთებული შტატებისტინგიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისამკუთხედიმუშთაიდის ბაღიგალაკტიონ ტაბიძევეფხისტყაოსანიპუნიკური ომებიისლანდიავილი სანიოლიწყალიხორვატიამილიმეტრიტემპერამენტის ტიპებითევზებიმოსკოვისაჰარამეტაფორააფხაზებისაქართველოს სატელეფონო კოდებიავსტრიაენერგიაროკ-მუსიკაკრიშტიანუ რონალდუვაჟა-ფშაველადედა ენაპროტესტანტიზმიცილებივალენსია (საფეხბურთო კლუბი)კუჭიძალაიოსებ სტალინიბახტრიონის ბრძოლაქართვლის დედაცხოველებიმდინარე🡆 More