სახელმწიფო საზღვარი — სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლების განმსაზღვრელი ხაზი.
განასხვავებენ სახმელეთო, წყლისა და საჰაერო სახელმწიფო საზღვარს. სახმელეთო და წყლის საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებს შორის დადგენილია ხელშეკრულების წესით დელიმიტაციისა და დემარკაციის გზით, სანაოსნო მდინარეებზე სახელმწიფო საზღვარი ჩვეულებრივ ფარვატერზე ან ტალვეგზე გადის, არასანაოსნო მდინარეებზე — მდინარის შუაგულში, მოსაზღვრე ტბებში კი — ან მის შუაგულში, ან იმ სწორ ხაზზე, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ტბის ნაპირებთან აერთიანებს. საზღვაო სახელმწიფო საზღვარი, რომელიც გამოყოფს ტერიტორიულ წყლებს ღია ზღვისაგან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მონაპირე სახელმწიფოთა კანონმდებლობით განისაზღვრება. საჰაერო სივრცის საზღვრად ითვლება ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახმელეთო და წყლის სახელმწიფო საზღვარზე გადის.
საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია (Bogges, 1940), რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.
რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს დელიმიტირებული, დემარკირებული და დაცული საზღვარი, არ არსებობს სრული გარანტია, რომ არ წარმოიშობა სახელმწიფოთაშორისი დავა საზღვრების გამო.
გამოყოფენ ოთხი ტიპის სასაზღვრო დავას: პოზიციური, ტერიტორიული, ფუნქციური და საზღვარგადაღმა რესურსული დავა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სახელმწიფო საზღვარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.