რუხი წერო

რუხი წერო (ლათ.

გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.

რუხი წერო
რუხი წერო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  წეროსებრნი
გვარი:  წერო
სახეობა:  რუხი წერო
ლათინური სახელი
Grus grus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
რუხი წეროსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692146
გავრცელება
რუხი წერო
  ბუდობის არეალი
  მიგრაცია

აღწერა

რუხი წერო დიდი ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 110–130 სმ, ფრთის შლილი 200–235 სმ. მასა 4500–7000 გრამი. აქვს გრძელი კისერი და ფეხები. ყარყატთან და ყანჩასთან შედარებით მოკლე ნისკარტი აქვს. სხეულის საერთო შეფერილობა რუხია (აქედან სახელი). შავი ფერის თავსა და კისერზე კარგად ემჩნევა ფართო თეთრი ზოლი, რომელიც თვალთან იწყება და კისრის უკანა მხარეს მიემართება. ახლოდან შესაძლებელია წითელი თვალისა და კეფაზე არსებული ამავე ფერის ლაქის დანახვა. ფრენის დროს კისერი და ფეხები გაშლილი აქვს. მუქი შეფერილობის ფონზე სხეულის ორივე მხრიდან კარგად ჩანს შავი მომქნევი ბუმბულები. აქვს კუდის გრძელი დანამატები. წლევანდულას თავი და კისრის ზედა ნაწილი მკრთალი ყავისფერია. გამოსცემს ლამაზ, შორს გამგონ საყვირისმაგვარ ხმას. ფრენს მკაფიო მწყობრით — სოლით (დაჯდომის წინ ირღვევა).

გავრცელება

გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, რუსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში (უკიდირეს დასავლეთით კოლიმის აუზსა და ბაიკალისპირეთში), ჩრდილოეთ მონღოლეთსა და ჩინეთში. მცირე პოპულაციებია თურქეთში, ალთაისა და ტიბეტში. რუხი წეროს არეალია ჩრდილოეთის ტუნდრიდან სამხრეთის ნახევარუდაბნოებამდე.

ზაფხულის ბოლოს წეროები ერთად იკრიბებიან სამხრეთში გადასაფრენად (რამდენიმე ათასი ცალი). ჰაერში აფრენისას ორ არათანაბარ ხაზად, მახვილი კუთხის სახით, მწკრივდებიან, რომლის თავში ძველი, მოგზაურობაში გამოცდილი წერო თავსდება. გამოსაზამთრებლად მიგრირებენ ესპანეთში, საფრანგეთში, დასავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში, ზოგჯერ დასავლეთ და სამხრეთ ჩინეთში.

ცხოვრობს ველზე, მინდვრებზე, ჭაობების ტბებთან, ჭაობებსა და მდინარეების შესართავებთან. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. მისი ადგილსამყოფელი განიცდის ზეგავლენას ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის გამო. ახალგაზრდა წეროს ხორცი გემრიელია, ხნიერისა კი მეტად უხეში. ამიტომ, ამ ჯიშის წეროზე ნადირობა იშვიათია. პაკისტანსა და ავღანეთში გადაფრენის დროს იმართება ტრადიციული ნადირობა.

საქართველო

საქართველოში წინათ ბუდობთა ჯავახეთში. ამჟამად ორი პოპულაცია ცალკეული წყვილების სახით შეინიშნება: 1) კარწახის, მადათაფისა და ბუგდაშენის ტბებთან და 2) მარტვილის მუნიციპალიტეტში (სოფელ ბანძას შემოგარენში). აქაური პოპულაცია მეტად მცირერიცხოვანია და გადაშენების გზაზე დგას. 1982 წლისთვის მხოლოდ 2–3 მობუდარი წყვილი ივარაუდებოდა. საქართველოში მოფრინავს მარტში, ხოლო მიფრინავს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში.

კვება

რუხი წეროს საკვები უმთავრესად მცენარეულია (ფოთლები, ჭაობის ბალახები, ნაყოფები და სხვ.), თუმცა ზოგჯერ ცხოველურიცაა (მატლები, ჭიები, გველები, პატარა თევზები, ფრინველების ბარტყებიც კი).

გამრავლება

ისინი მთელ სოცოცხლეს ერთ მეწყვილესთან ატარებენ. ერთ-ერთის დაღუპვის შემთხვევაში მეორე ახალ მეწყვილეს პოულობს. ახასიათებს საქორწინო ცეკვა და წყვილები. რუხი წერო ბუდეს იკეთებს მიწაზე: ამოთხრის პატარა ორმოს და ამოაგებს მას წვრილი ტოტებით, ბალახებით ან უბრალოდ დატკეპნის დამპალ ლერწამს. საბუდარი ტერიტორია შემოიფარგლება 5–6 კმ-ით. აპრილში დებს 1–3 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. კრუხად ორივე მშობელი რიგრიგობით სხედან, მაგრამ დედალი — უფრო მეტ ხანს. ინკუბაცია ერთ თვემდე გრძელდება. მართვეებს ორივე კვებავს. 3–4 დღე ბუდეში სხედან, შემდეგ ამოდიან და საკვების მოპოვებას სწავლობენ. 2 კვირაში ეზრდებად მომქნევი ბუმბული, 1 თვის ასაკში კი მთლიანად იმოსებიან ბუმბულით. 2,5 თვისანი ფრენას იწყებენ. სრულწლოვანებას 3–6 (დედალი უფრო ადრე) აღწევენ. აგვისტოში იწყებენ ნომადობას, ხოლო თვის ბოლოსკენ იკრიბებიან ერთად და ემზადებიან გადასაფრენად.

ლიტერატურა

  • Paul A. Johnsgard. Cranes of the world. — Bloomington: Indiana University Press, 1983. — 257 p. — ISBN 9780253112552 .

სქოლიო

Tags:

რუხი წერო აღწერარუხი წერო გავრცელებარუხი წერო კვებარუხი წერო გამრავლებარუხი წერო ლიტერატურარუხი წერო სქოლიორუხი წეროაზიაევროპალათინური ენაფრინველებიწეროსნაირნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყინწვისის მონასტერიგიორგი III (საქართველოს მეფე)ეგრისის დიდი ომიაფრიკის ქვეყნების სიართველიშვიდწლიანი ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიძველი ეგვიპტეკილიმანჯაროცხოველებიმწერებიმელასაქართველოს დემოგრაფიაისრაელიგველის-მჭამელიშარკა ბლუტიტანიკიქეთო და კოტე (ოპერა)სპილოსებრნიმთის არწივიქართველებინარკომანიაზამთარიექსპრესიონიზმიბოლშევიკებიკეთილშობილი ირემივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიექვთიმე თაყაიშვილიდუნაიხელოვნებასვანეთიოგანესონიგოგა ხაინდრავაეიფელის კოშკიაბრეშუმის ჭიამთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს სახელმწიფო დროშაბზობამეტაბოლიზმიკახეთის მხარემასტურბაციასაათი (ერთეული)ბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)იაპონიაკაპიტალიზმიქისტებიანემიაკვიპროსიმცხეთის ჯვრის მონასტერითითაობარომის იმპერატორების სიაჟირაფისებრნიელექტრული დენიეთიკაქვეშეთიდოლიამერიკის შეერთებული შტატებიღორის სოლიტერისანტიმეტრიესპანეთიკარლეს პუჩდემონიყივანახველაფერნანდო მაგელანიერეკლე IIანტონიმიმუშთაიდის ბაღიემპათიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ანტიკური ხანაელინიზმილამპრობაკაცხის სვეტიშველიირაკლი ღარიბაშვილისუნთქვაჯაყოს ხიზნებისაფრანგეთის ქალაქებიწყალდიდობაქართული ვაზის ჯიშები🡆 More