უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმება მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.
ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:
უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.
უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 4 ტიპისაა:
უდაბნოს მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა ძალზე თავისებულია. ხშირად უდაბნო წარმოადგენს ძველი სახეობათა წარმოქმნის ცენტრს, სადაც თავმოყრილია კაინოზოურის წინა ენდემები: ნიტრარია, პოტანინია, ემოდენდრონი (ცენტრალური აზია), ველვიჩია, აკანთოსიციოსი (სამხრეთ ამერიკა), ოპუნცია, ცერეუსი (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა).ზომიერი სარტყლების შიგა კონტინენტური უდაბნოებისათვის დამახასიათებელია სკლეროფილური ტიპის მცენარეული სახეობები, მათ შორის უფოთლო ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი (საქსაული, ჯუზღუნი, ეფედრა, მლაშობურა, აბზინდა და სხვა), ბალახეული მცენარეულობიდან — ეფემერები და ეფემეროიდები.
აფრიკისა და არაბეთის სუბტროპიკული და ტროპიკული შიგაკონტინენტურ უდაბნოებში ჭარბობს ქსეროფილური ბუჩქნარი და მრავალწლიანი ბალახეული, ხარობს სუკულენტები. ზომიერი სარტყლის უდაბნოებთან შედარებით სუბტროპიკული და ტროპიკული უდაბნოს მცენარეულობა უფრო მეჩხერია. განსაკუთრებით ღარიბია ქვიშიან-კენჭნარი უდაბნოს მცენარეულობა. ქვიშიან ბარხანებზე და მარილის ქერქით დაფარულეუბნებში მცენარეულობა არ ხარობს. მცენარეულობით მდიდარია ჩრდილოეთი ამერიკისა და ავსტრალიის სუბტროპიკული უდაბნოები. ისინი ახლოს დგას შუა აზიის უდაბნოებთან. ავსტარლიის ქვიშიანი უდაბნოების ედიფიკატორებია ხეშეში ქსეროფილური მარცვლოვნები — სპინიფექსი და კროტალარია. აქვე ქვიშიან სერებს შორის ხარობს დაბალტანიანი აკაცია და ევკალიპტი. სუბტროპიკული და ტროპიკული ოკეანისპირა უდაბნოებში (დასავლეთი საჰარა, ნამიბი, ატაკამა, კალიფორნია, მექსიკა) გაბატონებულია სუკულენტური მცენარეულობა.
ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლები უდაბნოს მლაშობებში არის ჰალოფილური და სუკულენტური ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი (ტამარიქსი, ნიტრარია და სხვა) და ერთწლიანი მლაშობურები. უდაბნოს ძირითადი მცენარეულობისაგან დიდან განსხვავდება ოაზისების, დიდ მდინარეთა ხეობებისა და დელტების ფიტოცენოზები. აზიის უდაბნოიან ზომიერი სარტყლის ხეობებისათვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხეების რაყები (ალვის ხე, ტირიფი და სხვა), სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების ხეობებისათვის — პალმები და ოლეანდრები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article უდაბნო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.