რუსლან პონომარიოვი (უკრ.
11 ოქტომბერი, 1983, გორლოვკა,უკრაინის სსრ, სსრკ). უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი 2002-დან 2004 წლამდე. ორჯერ გავიდა ფიდეს მსოფლიოს თასის ფინალში ხოლო ერთხელ ნახევარფინალამდე მივიდა.
რუსლან პონომარიოვი 2008 წელი, ჰანლკიდიკი. ევროპის საკლუბო ჩემპიონატი | |
ქვეყანა (სპორტი) | უკრაინა, |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1983 |
დაბადების ადგილი | გორლოვკა, უკრაინის სსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (1998) |
ფიდე რეიტინგი | 2535 (აპრილი 2021) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2764 (ივლისი 2011) |
ჯილდოები და პრემიები | world chess champion, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი, III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ და თავად იაროსლავ ბრძენის მე-5 ხარისხის ორდენი |
რუსლანი ქალაქ ჰორლივკაში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 5 წლისას მამამ ასწავლა. 9 წლის პირველი კატეგორიის მოთამაშე გახდა და კრამატორსკიში გადავიდა საცხოვრებლად. იქ რუსლანი A. V. Momot Chess School-ში შევიდა და ბორის პონომარიოვთან გააგრძელა მომზადება. 1994 წელს 10 წლისა მსოფლიოს 12 წლამდელ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 1996 წელს 12 წლისა ჯერ ევროპის 18 წლამდელებში გახდა ჩემპიონი, ხოლო შემდეგ მსოფლიოს 18 წლამდელებში. 1998 წელს 14 წლისა და 17 დღისამ დიდოსტატის წოდება მიიღო და იმ დროისთვის გახდა ყველაზე ახალაგაზრდა მოჭადრაკე, ვინც ეს შეძლო. მომდევნო წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში აიყვანეს და მათთან ერთად 16 წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო. 1999 წელს ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდა, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა და 100 მონაწილე ჰყავდა. პირველ ეტაპზე რუსლანმა მოჰამად ალ-მოდიახი დაამარცხა 1,5:0,5, მაგრამ მეორეში ვესელინ ტოპალოვთან დამარცხდა 2:4. ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მომდევნო წელსაც გამოვიდა, მაგრამ პირველივე ეტაპზე დაო თიენ ჰაისთან წააგო 0,5:1,5. 2000 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე 7 თამაშიდან 5 მოიგო და პირადული ვერცხლი აიღო. (გათამაშებაზე ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ალეკსანდ ხალიფმანი დაამარცხა). იმავე წელს ტორშავის ტურნირზე 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში სტამბულის საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამოვიდა, მეორე დაფაზე იასპარეზა და ბრინჯაოს დაეუფლა. ინდივიდუალურად კი საკუთარ დაფაზე 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მიიღო. მომდევნო წელს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგო და მეორე დაფაზე საუკეთესო შედეგისთვის მცირე ოქროს მედალსდაეუფლა.
2002 წელს მოსკოვში ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. 128 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-19 ნომერი იყო. პირველ ეტაპზე ლი ვენლიანი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში სერგეი ტივიაკოვი 3:1, მესამეში კირილ გეორგიევი 2:0, მეოთხეში ალეკსანდრ მოროზევიჩი 2,5:1,5. მეოთხედფინალში ევგენი ბარეევს სძლია 3:1, ნახევარფინალში პიოტრ სვიდლერს 2,5:1,5 და ფინალში თანამემამულე ვასილ ივანჩუკს შეხვდა.
# | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | რუსლან პონომარიოვი | უკრაინა | 1 | = | = | = | 1 | = | = | 4,5 |
2 | ვასილ ივანჩუკი | უკრაინა | 0 | = | = | = | 0 | = | = | 2,5 |
პირველი პარტია რუსლანმა მოიგო, მომდევნო სამი ყაიმით დასრულდა, მეხუთეში კვლავ იმარჯვა, შემდეგ ზედიზედ ორი ყაიმი ითამაშა, 4,5:2,5 ანგარიში დააფიქსირა და ჩემპიონი გახდა. ამ დროისთვის იგი 18 წლის იყო და ვაჟთა ჭადრაკის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი. იმავე წელს ლინარესის სუპერტუნრინზე მეორე ადგილი დაიკავა გარი კასპაროვის შემდეგ. მომდევნო წელს კი ვეიკ ან ზეში კორუს-ტურნირზე სუსტად გამოვიდა და 14 მონაწილეს შორის მეთერთმეტე ადგილი ხვდა წილად. 2002 წელს ფიდემ და კასპაროვმა პრაღაში შეთანხმებას მიაღწიეს, რომ პლანეტას ერთი ჩემპიონი ჰყოლოდა. (1993 წლიდან 2006 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატს ორი სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებდა). 2003 წლის სექტემბერში იალტაში კასპაროვი პონომარიოვს შეხვდებოდა, რომლის გამარჯვებულიც ვლადიმირ კრამნიკის და პეტერ ლეკოს შორის მოგებულს დაუპირისპირდებოდა და აბსოლუტური ჩემპიონიც გამოვლინდებოდა. მაგრამ იალტაში შეხვედრა ვერ შედგა, რადგან პონომარიოვი უკმაყოფილო იყო კონტრაქტით და დროულად ვერ მოაწერა ხელი. ამასობაში კი დროც გავიდა და 2004 წელს ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი რუსტამ კასიმჯანოვი გახდა. 2003 წლის 11 ოქტომბერს თავის 20 წლის იუბილეზე გახდა პირველი ცნობილი მოჭადრაკე, ვინც თამაშისას მობილურით სარგებლობაზე დაისაჯა და წაგება ჩაეთვალა. მაშინ რუსლანი ბლოვდივში, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე შვედ მოჭადრაკეს ევგენი აგრესტს ეთამაშებოდა როგორც აღნიშნა დაბადების დღის მისალოცად დაურეკეს. 2004 წელს ნაკრების შემადგენლობაში კალვიაში საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო. 2005 წელს პამპლონას ტურნირი მოიგო. შემდეგ ოდესაში სწრაფ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში იმარჯვა, ხოლო შემდეგ Golden Blitz Cup მოიგო. წლის ბოლოს ფიდეს მსოფლიოს თასზე გამოვიდა და ფინალამდე მივიდა, სადაც ლევონ არონიანთან დამარცხდა 1:3. 2006 წელს მიხაილ ტალის მემორიალზე არონიანთან და ლეკოსთან ერთად პირველზე გავიდა.
2009 წელს სან სებასტიანში, დონოსტიას საჭადრაკო ფესტივალზე ჰიკარუ ნაკამურასთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ ტაი-ბრეიკში ორი ბლიცის პარტია მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. წლის ბოლოს ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე იასპარეზა და ფინალში ებრაელ ბორის გელფანდთან წააგო. ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რეგლამენტით გათვალისწინებული ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა. დამატებით ოთხი და ორი ბლიცის პარტიაშიც ფრე დაფიქსირდა. ბოლოს კი რუსლანმა ორი ბლიცი წააგო და საბოლოო ანგარიში 5:7 დაფიქსირდა. 2010 წელს დორტმუნდის სუპეტურნირი მოიგო. სექტემბერში ნაკრების შემადგენლობაში მეორე დაფაზე ხანტი-მანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა და ოქროს მედალი აიღო. 2011 წელს უკრაინის მე-80 ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რუსლან პონომარიოვი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.