რომაული ლეგიონი

ლეგიონი (legio, ნათ.

ბრ. legionis\lego - "ვაგროვებ", "ვკრებ") — ძირითადი ორგანიზებული ერთეული ძველი რომის არმიაში. თავდაპირველად ლეგიონი ეწოდებოდა რომის მთელ ჯარს, რომელიც წარმოადგენდა მონათმფლობელურ მილიციას — 3000 ქვეითი ჯარისკაცი და 300 მხედარი შეძლებული მოქალაქეებისგან, რომლებიც იკრიბებოდნენ მხოლოდ ომის დროს და სამხედრო წრთვნისას. ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ლეგიონების რაოდენობა 2-4 და მეტადაც გაიზარდა.

რომაული ლეგიონი
ძველი რომაული ლეგიონის თანამედროვე რეკონსტრუქცია

შემადგენლობა

ლეგიონის შემადგენლობაში იყო მძიმე ქვეითი ჯარი — 3000 კაცი (პრინციპები, გასტატები, ტრიარიები). მსუბუქი ქვეითი ჯარი — 1200 კაცი (ველიტები) და 300 ცხენოსანი. მძიმე ქვეითი ჯარი იყოფოდა 30 ტაქტიკურ ქვეგანაყოფად — მანიპულა (თითოში 60-120 მეომარი, რომლებიც ორ ცენტურიონს შეადგენდნენ, მათ ემატებოდათ ველიტები. რესპუბლიკის დროს ლეგიონის სათავეში იდგა ტრიბუნი, იმპერიის დროს - ლეგატი. ძვ. წ. II საუკუნის მიწურულს მარიუსმა შეცვალა ლეგიონის ორგანიზაცია, ჯარისკაცებს ხელფასი მოუმატა და რომის არმია გახდა პროფესიონალური, დაქირავებული არმია. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ლეგიონის შემადგენლობა 7 000 კაცამდე გაიზარდა. ლეგიონს მიენიჭა ნომერი და სახელწოდება. ჰქონდა "დროშა" — ჯოხზე დამაგრებული ვერცხლის არწივი. რომის იმპერიის გაყოფის დროს (ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს) აღმოსავლეთ იმპერიაში იყო 70 ლეგიონი, დასავლეთში 63. XVI-XIX სს. ლეგიონი ეწოდებოდა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებებს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და რუსეთში.

ლიტერატურა

  • "ქსე", ტ. 5, 1983, გვ.155
  • The Beginnings of Rome: Italy and Rome from the Bronze Age to the Punic Wars (c.1000-264 BC) (Routledge 1995) by T. J. Cornell
  • "Legion GmbH. Das Unternehmen Römische Armee" (Saarbrücken 2012) by Stefan Zehnter
  • "Roman Infantry Tactics in the mid-Republic: A Reassessment"( Historia 63, 2014) by Michael J. Taylor

რესურსები ინტერნეტში

რომაული ლეგიონი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

რომის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვერძი (ასტროლოგია)პრომეთევიქტორ ორბანიმართლმადიდებლობათვითმმართველობაცივი ომიდემეტრე Iოშკიქართული დამწერლობახაჭაპურირითმაფაშიზმიაბას I (ირანი)საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებისახელმწიფოფსორიაზიაგენტისაქართველო XVIII საუკუნეშილომი (ასტროლოგია)სეფსისიფშავიბაზალეთის ტბაბგერადიმიტრი ყიფიანინიკეის პირველი საეკლესიო კრებაკოლხეთის სამეფოქიმიური რეაქციაევერესტისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაამეთვისტოსაქართველოს მთებიედუარდ შევარდნაძევერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)პლანეტალობოტომიაბაში-აჩუკი (ფილმი)გამოფიტვაპანკრეასილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიაბრეშუმის დიდი გზაუქმე დღეები საქართველოშიფობიების სიასაქართველოს ბრძოლების სიავლადიმერ ლენინიაკაკი წერეთელიმარო მაყაშვილილიბერალიზმიეგვიპტის პირამიდებისალომე ზურაბიშვილიმასტურბაციაკანადაკუბური მეტრიდაირანიანგებიმორალისაფრანგეთის რევოლუციაკრიშტიანუ რონალდუდისიდენტისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშამქორის ბრძოლა (1195)ზამთარიალმასიმთათხის რქა (ასტროლოგია)ბახტრიონი (პოემა)არჩვიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკამცხეთაადამიანის ჩონჩხიაშშ-ის პრეზიდენტების სიაუკრაინასაქართველოს კონსტიტუციამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსომხების გენოციდიბენიტო მუსოლინიდელფინებიდავით IIIფრიდერიკ შოპენი🡆 More