რეჯეფ ფექერი

მეჰმედ რეჯეფ ფექერი (დ.

5 თებერვალი, 1889, სტამბოლი — გ. 1 აპრილი, 1950, სტამბოლი) — თურქი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ლეზგი წარმოშობის. 1931-1936 წელს გახდა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის გენერალური მდივანი, ამრიგად გახდა „მესამე ადამიანი სახელმწიფოში“ ქემალის და ინენიუს შემდეგ. 1946 წლის 7 აგვისტოდან 1947 წლის 10 სექტემბრამდე იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი.

რეჯეფ ფექერი
თურქ. Recep Peker
რეჯეფ ფექერი თურქ. Recep Peker
რეჯეფ ფექერი
თურქეთის დროშა თურქეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო 1946 – 10 სექტემბერი, 1947
პრეზიდენტი  ისმეთ ინენიუ
წინამორბედიშუქრუ სარაჯოღლუ
მემკვიდრეჰაქან საქა

დაბადებული5 თებერვალი 1889
სტამბოლი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი1 აპრილი, 1950 (61 წლის)
სტამბოლი თურქეთი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
პოლიტიკური პარტიათურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია
ჯილდოებითავისუფლების მედალი

ბიოგრაფია

დაიბადა 1889 წლის 5 თებერვალს სტამბოლში ლეზგურ ოჯახში. 1907 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია,ლეიტენანტის წოდებით. მონაწილეობდა იტალო-თურქულ და მეორე ბალკანეთის ომში. პირველ მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუმელიაში და კავკასიის ფრონტზე. 1919 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო კოლეჯი. 1919 წლის მეორე ნახევარში მსახურობდა ისტორიის მასწავლებლის დამხმარედ სამხედრო აკადემიაში. თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ომის მონაწილე,ომის დამთავრების შემდეგ მიიღო მაიორის წოდება.

1920 წლის 23 აპრილს გახდა თურქეთის პარლამენტის გენერალური მდივანი. 1923 წლის 12 ივლისს ხელახლა არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად ქუთაჰიადან .

1924 წლის 6 მარტიდან 22 ნოემბრის ჩათვლით იყო ფინანსთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, 1926 წლის 4 მარტს ფექერი დაინიშნა ეროვნული თავდაცვის მინისტრად და 1927 წელს საზოგადო საქმეთა მინისტრად.

რეჯეფ ფექერის ინიციატივით შეიტანეს «რევოლუციის ისტორია» სკოლის სასწავლო პროგრამაში. ის ასწავლიდა ამ თემაზე ანკარის და სტამბოლის უნივერსიტეტებში,ასევე სამხედრო აკადემიებში და დაწერა ამაზე წიგნი. 1946 წლის 7 აგვისტოს რეჯეფ ფექერი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი მრავალპარტიული სისტემის პერიოდში. ის დარჩე ამ პოსტზე 1947 წლის 7 სექტემბრამდე. 1948 წელს ის წავიდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან. რეჯეფ ფექერი გარდაიცვალა 1950 წლის 2 აპრილს და დაკრძალეს Edirnekapı Şehitliği-სასაფლაოზე სტამბოლში.

ციტატები

ლიბერალიზმი — ეს არის სამშობლოს ღალატი. (1935) (ორიგინალში: Liberalizm, vatan hainliğidi )

ლიტერატურა

  • Sefer E. Berzeg "Türkiye Kurtuluş Savaşı'nda Çerkes göçmenleri". ტომი 2, გვ. 54. გამოცემლობა "Nart Yayıncılık", 1990 წ.

სქოლიო

Tags:

რეჯეფ ფექერი ბიოგრაფიარეჯეფ ფექერი ციტატებირეჯეფ ფექერი ლიტერატურარეჯეფ ფექერი სქოლიორეჯეფ ფექერი1 აპრილი18891946194719505 თებერვალითურქეთის პრემიერ-მინისტრითურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიალეზგებისტამბოლიქემალ ათათურქი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბახტრიონის ბრძოლააპენდიციტისისხლიკალათბურთიავაზაიესო ქრისტევატიკანიეკოლოგიატაო-კლარჯეთიკოლხეთის სამეფობორჯღალაჰიპერბოლა (ენა)კირჩხიბი (ასტროლოგია)იმერეთის მხარეშალვა ნუცუბიძეაღმოსავლეთი საქართველოსაქართველო IX-X საუკუნეებშირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქართული მითოლოგიაქაშვეთის ეკლესიაგონიოს ციხედუბაის საამიროთავის ტვინითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიკანონიერი ქურდითბილისის მეტროსადგურების სიაფარნავაზ Iავსტრალია (კონტინენტი)კალიებიშარკა ბლუინგლისის რევოლუციააზოტიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)კელი დეგნანინიკო ბაგრატიონიმარტვილიდეციმეტრიღრიანკალი (ასტროლოგია)მარტყოფის ღვთაების მონასტერისასწორი (ასტროლოგია)საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიგურიასიტყვაბრიუს ლიგიორგობამშვილდოსანი (ასტროლოგია)მთვარედავითგარეჯახმელეთის კუებიმარიხუანაალუჩაჭინჭარიბიბლიამალტაბუდაპეშტითბილისის პანსიონებიMercedes-Benz W211კულტურამიქელანჯელო ბუონაროტივენავიკიპედიასაქართველოს სოფლებიემპათიამაიკლ ჯექსონიკრწანისის ბრძოლალიონელ მესისოფლის მეურნეობასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმარკ ტვენიარსებითი სახელიიალუდომანიაიუდაიზმიგურამ დოჩანაშვილილიბერალიზმიდიალექტიდიდგორის ბრძოლაოკეანეცხენი🡆 More