ლეზგები (საკუთარი სახელწოდება лезгияр ლეზგიარ) — უმთავრესად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი.
საერთო რაოდენობა 600 ათასი კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი (2002), აზერბაიჯანში 178 ათასი (1999). ლაპარაკობენ ლეზგიურ, აგრეთვე რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
მორწმუნე ლეზგები მუსლიმან-სუნიტები არიან.
ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ლეგი. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი აზერბაიჯანის (ყუბის, დერბენდის და სხვა სახანოებში) ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა მიწათმოქმედება, მებაღეობა და მეცხოველეობა. ნაწილი დასაქმებულია მრეწველობაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლეზგები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.