რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991

პირველმა, 1987 წლის მაის-ივნისში, ზღვისრეთში გამართულმა საცდელმა მსოფლიო თასმა ისე გაამართლა, რომ ირბ-მა ნოემბერშივე დაადგინა, ტურნირი დაეკანონებინა და ყოველ ოთხ წელში ერთხელ რიგრიგობით ჩაეტარებინა სამხრეთ და ჩრდილო ნახევარსფეროებში.

რაკი ჯერი ევროპისა იყო, 1988 წლის მარტში გადაწყდა, რომ 1991 წლის შემოდგომაზე თასის მეორე გათამაშებისთვის ერთბაშად ხუთ ქვეყანას, ანუ იმჟამინდელ "ხუთ ერს" საზიაროდ ემასპინძლა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991
ტურნირის დეტალები
ტურნირის ვადები 3 ოქტომბერი - 2 ნოემბერი 1991
ადგილი ინგლისის დროშა ინგლისი
შოტლანდიის დროშა შოტლანდია
უელსის დროშა უელსი
ირლანდიის დროშა ირლანდია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991 ჩემპიონი ავსტრალიის დროშა ავსტრალია
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991 მეორე ადგილი ინგლისის დროშა ინგლისი
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991 მესამე ადგილი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ტურნირის სტატისტიკა
ჩატარებული მატჩები 32
დასწრება 1 007 760  (31 493 თამაშზე)
ბომბარდირი(ები) ირლანდიის დროშა რალფ ქეისი  (68 ქულა)
ყველაზე მეტი ლელო საფრანგეთის დროშა ჟან-ბაპტისტ ლაფონი
ავსტრალიის დროშა დევიდ კემპესი  (6 ლელო)

ორგანიზატორი კენტი რომ იყო, ხოლო პული ლუწი, ირლანდია და შოტლანდია შეამხანაგდნენ და წილისყრით სამეზობლო ჯახის გამართვა სქოთებს ერგოთ. უელსი კი მაშინვე ჯენტლმენურად მოურიგდა ინგლისს, რომ ფინალს სათვიქნემოდ დაუთმობდა, სანაცვლოდ კი 1999 წლის ჩემპიონატში (რომლის ჩატარება ისევ ევროპას უწევდა) კარდიფში გამართავდა საჩემპიონო თამაშს.

ირბ-მა 1987 წლის რვავე მეოთხედფინალისტი მიიწვია, დანარჩენი რვა ვაკანსია კი უკვე წევრად ცნობილ 29 ქვეყანას შესარჩევებში გაათამაშებინა. საბჭოთა კავშირი კვლავ თამაშგარეთ დარჩა, რადგან შესარჩევების დაგეგმვისას ირბ-ს წევრი არ იყო.

რადგან სამხრეთ აფრიკას ჯერაც რომ ყადაღა ედო, პლეი-ოფში ერთბაშად ორი მომცრო (ირიბული გაგებით) ქვეყნის გუნდი გავიდა. 13-კაცა ლიგის მიერ გაძარცვული უელსი, ფრანგი რეფერის შემწეობით, გააბითურა ზელანდიის ფილიალმა სამოამ, კანადამ კი ცალ-ბობოლიან პულში უკან მოიტოვა თავისი კბილანი და საფრანგეთსაც გაუძალიანდა.

სამოა მერე კოკისპირულ წვიმაში მაგრად დაუდგა სათდარიგოებით მოთმაშე ავსტრალიას, ხოლო არგენტინა ხელით თამაშში ძალზე დაიბრიყვა. მერე სამოელებმა მართალია მეოთხედფინალში შოტლანდიასთან დამარცხდნენ, მაგრამ შინ ერი და ბერი გუნდს, მაინც როგორც გმირებს ისე შეეგება.

შეჯიბრის გახსნის მატჩი "ხუთი ერის" სლემით მომგებმა ინგლისმა წააგო ჩემპიონ ზელანდიასთან. ამით პომებს გზა გაურთულდათ, მაგრამ ვილ ქარლინგის ბრიგადამ სტუმრად მაინც მოიგო ორი ომი: ჯერ იყო და პარიზში ძალიან ბინძურ თამაშში სულ ბოლოსღა ძლია საფრანგეთი, ვისმა გურუმაც ნამატჩევს მსაჯზედაც კი გაიწია, მერე კი ,,მერიფილდზე’’ სქოთებს მოუკლა გული.

თასის მშვენება ავსტრალიელი ვოლაბები იყვნენ. ჯონ ილზი, ტიმ ჰორანი და ჯეისონ ლითლი ჯერ კიდევ ნორჩები (მაგრამ უკვე მაგრები)იყვნენ, ნიკ ფარ-ჯოუნზი, მაიკლ ლაინაფი, საიმონ პოიდევინი და დევიდ ქემფიზი კი ისეთ ასაკში იყვნენ რომ რაგბიში სასწავლად აღარა დარჩენოდათ რა.

ტურნირი საერთოდაც ქემფიზის ("კემპოს") ბენეფისად იქცა: ავსტრალიელთა ბეკმა მეოთხედფინალის ბოლოს ლელო კი აჩუქა ირლანდიას, მაგრამ შემდეგსავე შეტევაში, უნაკლოდ გათამაშებულ დამუღამებულ შეტევაში, უკვე შებოჭილმა უპასა ლაინაფს, ვინაც კემპოს ძღვენი შეიშნო და ალამთან დაამიწა ოვალი.

ნახევარფინალში დევიდმა მთლად აიშვა და ,,ოლ ბლექსს’’ სისხლი გაუშრო. ჯერ იყო მთელ "ოლ ბლექსს" ცხვირწინ ჩაუქროლა, მეორე ლელოზე კი ლაინაფის გადაკიდებული აიღო, მეურვე მოატყუა, ორი კივი მიიზიდა და ჰორანს თავს ზემოდან გადაუგდო ოვალი.

ფინალი ისევ ნახევარსფეროთა ჯახი გამოვიდა. ინგლისელებმა თავის პრაგმატულ სტილზე - შერკინებით ჯაგაჯუგზე და აბრაგანებზე ხელი აიღეს და ხელდახელ თამაში სცადეს. ავსტრალიამ 20 წუთიან იერიშებს გაუძლო და ჰორანის გარღვევის შემდეგ ცხრა ქულით დაწინაურდა. ინგლისი მეორე ტაიმშიც მეტს უტევდა, ავსტრალია კი თავს იცავდა. საბოლოოდ მეორე ტაიმში ლელო აღარ გასულა და გუნდებმა მხოლოდ თითო ჯარიმაღა იკმარეს. ეს კი იმას ნიშნავდა რომ ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ირბ ისევ მოგებული დარჩა. მილიონამდე მაყურებელი უშუალოდ ტრიბუნებიდან უცქერდა თამაშებს, ხოლო კიდევ 1,75 მილიონი მსოფლიოს 103 ქვეყანაში ადევნებდა თვალს ტელევიზორს. საერთოდ კი აღმოჩნდა რომ რაგბი ტელე აუდიტორიით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატებს ჩამორჩებოდა.

შედეგები

ჯგუფი А

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ახალი ზელანდია 18:12 31:21 46:6 3 0 0 95−39 6
2. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ინგლისი 12:18 36:6 37:9 2 0 1 85−33 4
3. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  იტალია 21:31 6:36 30:9 1 0 2 57−76 2
4. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  აშშ 6:46 9:37 9:30 0 0 3 24−113 0

ჯგუფი B

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  შოტლანდია 24:15 47:9 51:12 3 0 0 122−36 6
2. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ირლანდია 15:24 32:16 55:11 2 0 1 102−51 4
3. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  იაპონია 9:47 16:32 52:8 1 0 2 77−87 2
4. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ზიმბაბვე 12:51 11:55 8:52 0 0 3 31−158 0

ჯგუფი C

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ავსტრალია 9:3 38:3 32:19 3 0 0 79−25 6
2. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  სამოა 3:9 16:13 35:12 2 0 1 54-34 4
3. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  უელსი 3:38 13:16 16:7 1 0 2 32−61 2
4. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  არგენტინა 19:32 12:35 7:16 0 0 3 38−83 0

ჯგუფი D

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  საფრანგეთი 19:13 30:3 33:9 3 0 0 82−25 6
2. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  კანადა 13:19 19:11 13:3 2 0 1 45−33 4
3. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  რუმინეთი 3:30 11:19 17:15 1 0 2 31−64 2
4. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ფიჯი 9:33 3:13 15:17 0 0 3 27−63 0

პლეი-ოფი

მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
       
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  შოტლანდია  28
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  სამოა  6  
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ინგლისი  9
   რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  შოტლანდია  6  
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ინგლისი  19
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  საფრანგეთი  10  
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ავსტრალია  29
   რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ინგლისი  9
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ახალი ზელანდია  29
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  კანადა  13  
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ავსტრალია  16 მატჩი მესამე ადგილისთვის
   რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ახალი ზელანდია  6  
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ავსტრალია  19  რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ახალი ზელანდია  13
 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  ირლანდია  18    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991  შოტლანდია  6


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991 
ავსტრალია
პირველი წოდება
წინამორბედი:
1987
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი
1991
შემდეგი:
1995

Tags:

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991 შედეგებირაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991198719881991

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კონცეფციაინდუსტრიული რევოლუციაყირიმის ომიოქროს საწმისირაჭარესპუბლიკათრომბოციტებიანდებიმაგნიუმირელიეფის ფორმებიოქტავიანე ავგუსტუსიბრესტ-ლიტოვსკის ზავიკურო (ასტროლოგია)სიმკვრივეჰექტარიმცხეთის ჯვრის მონასტერიალავერდიტერენტი გრანელიმხედრიონიგარემოს დაცვაჟირაფისებრნისაქართველოს ისტორიასასმელი წყალიენგურის ჰიდროელექტროსადგურიჩინგიზ-ყაენიქართველებიევროკომისიამონა ლიზანიდერლანდებიდიდგორის ბრძოლაპლურალიზმიეროზიადემეტრე Iპოლიტიკური გეოგრაფიასაბერძნეთიუჯრედივინსენტ ვან გოგითავისუფლების მოედანი (თბილისი)ბეჰემოთიზვიად გამსახურდიარელიგია საქართველოშიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავალომი (ასტროლოგია)თანდებულიამინომჟავებისაქართველოს გეოგრაფიაგიორგი ანწუხელიძევერცხლიძველი ეგვიპტედუნაიჰიპერბოლა (ენა)კლიმატიპითაგორას თეორემაგლობალიზაციაავსტრიაკარტოფილიძველი თბილისისასანიანთა იმპერიახელოვნებასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასახელმწიფოკალციუმილაშა ბექაურიმიქელანჯელო ბუონაროტიავტომობილიბახტრიონის ბრძოლაგრიგოლ რობაქიძეირანიდედამიწის სტრუქტურა1832 წლის შეთქმულებასამასი არაგველიკახა კალაძეორალური სექსიდისიდენტიეიფელის კოშკიშალვა პაპუაშვილიისრაელირომი🡆 More