თევდორე ჟორდანია

თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია (დ.

თევდორე ჟორდანია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.

20 აპრილი, 1854, სოფ. მოქვი, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი, 1916, კასპი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

თევდორე ჟორდანია
თევდორე ჟორდანია
დაბ. თარიღი 10 აპრილი, 1854(1854-04-10)
გარდ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1916(1916-10-22) (62 წლის)
გარდ. ადგილი კასპი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. მალე დაობლდა, მაგრამ ახლობლების მეოხებით მაინც მოახერხა განათლების მიღება. სწავლობდა მოქვის სასოფლო სკოლაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა1875 წელს. 1879 წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიქცია იმ დროის წამყვანი რუსი ისტორიკოსის ვასილი კლიუჩევსკის ყურადღება, რომელმაც ურჩია მოსკოვში დარჩენა; მაგრამ დაასრულა თუ არა აკადემია თედომ სამშობლოში დაბრუნება არჩია და აქ მასწავლებლობა დაიწყო. პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობასაც. დაუახლოვდა რა ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ბაქრაძის ირგვლივ მყოფ მეცნიერებს, ხელი მოჰკიდა საქართველოს სიძველეების მიკვლევა-დაუნჯებას და შესწავლას. მან დიდი ენერგია და ცოდნა შეალია ქართულ წყაროებზე მუშაობას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“. დიდი მუშაობა გასწია „ქართლის ცხოვრების“ შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა“. ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით.

თედო ჟორდანია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა. იყო საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, საეკლესიო სიძველეთა დაცვის მზრუნველი კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

  • ჟორდანია თ., ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, ტფ., 1903

ლიტერატურა

  • ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 255.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 303, თბ., 1994
  • ცაიშვილი ს., თ. ჟორდანია // სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, ტ 1, თბილისი, 1953
  • ძოწენიძე ლ., ჟორდანია და ძველი ქართული მწერლობა // ძველი ქართული მწერლობის საკითხები, ტ. 1., თბილისი, 1962

რესურსები ინტერნეტში

Tags:

თევდორე ჟორდანია ბიოგრაფიათევდორე ჟორდანია ბიბლიოგრაფიათევდორე ჟორდანია ლიტერატურათევდორე ჟორდანია რესურსები ინტერნეტშითევდორე ჟორდანია1854191620 აპრილი22 ოქტომბერიკასპიმოქვი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)ოჩამჩირის მუნიციპალიტეტიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიონის ტაძარიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდაუნის სინდრომიტყეერთეულთა საერთაშორისო სისტემასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისსაქართველოს ისტორიაკილომეტრიერეკლე IIგიორგი მამარდაშვილიFacebookთხის რქა (ასტროლოგია)კახეთიგაერთიანებული სამეფორთველისლოვაკეთიჯაბა იოსელიანიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიპოლიტიკური გეოგრაფიატემპერამენტის ტიპებიბიპოლარული აშლილობარესპუბლიკასამეგრელოოქტავიანე ავგუსტუსითინათინ ჭულუხაძესაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024იასამანიანდრია მოციქულითუთის აბრეშუმხვევიაპაბლო პიკასორაბათის ციხეხმოვანივატიკანისაქართველოს დაცული ტერიტორიებინატრიუმიქეთო და კოტე (ოპერა)ლობოტომიაათი მცნებასამცხე-ჯავახეთის მხარეაშშ-ის პრეზიდენტების სიაკონსერვატიზმიხევსურეთიფესახირუსეთ-საქართველოს ომი (1921)სუვერენიტეტიოლიმპიური თამაშებიაჭარაჩემი ცოლის დაქალებივენერაპელოპონესის ომივნების კვირააუტიზმიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოცივი ომისერგო ორჯონიკიძეავტორიტარიზმიაბას I (ირანი)ბერძნული მითოლოგიალეონარდო და ვინჩიდედოფალაკუებირუსთავისაბერძნეთიკულტურასკოლამეორე მსოფლიო ომიგამზრდელი (პოემა)გამოფიტვაავტომობილივიკისაწყობიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)წმინდა გიორგიდუბაიპარაზიტიზმიფუტკრებიწყალივიქტორ ორბანიალაზანივინსენტ ვან გოგი🡆 More