ჟან ორლეანელი

ჟან ორლეანელი (ფრანგ.

28 ივნისი, 1399 — გ. 30 აპრილი, 1467) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ანგულემის გრაფი. ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის უმცროსი ვაჟი. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის პაპა.

ჟან ორლეანელი
ჟან ორლეანელი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1399
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1467, (67 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ანგულემის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარგარიტა დე როანი
შვილ(ებ)ი ლუი
შარლი, ანგულემის გრაფი
ჟანა
მშობლები მამა: ლუი I, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ვალენტინა ვისკონტი

ბიოგრაფია და შვილები

ჟანი დაიბადა 1399 წლის 28 ივნისს. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის უმცროსი ვაჟი.

1412 წელს ბრძოლისას ტყვედ ჩაიგდეს ინგლისელებმა, 1415 წელს კი ტყვეობაში მას მისი ძმაც შეუერთდა, რომელიც 1440 წელს გამოისყიდეს, ჟანი კი კვლავ "საპატიო ტყვეობაში" დარჩა 1444 წლამდე. ძმის მსგავსად, მასაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, რის გამოც მას უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

მას შემდეგ რაც განთავისუფლდა, მას ანგულემისა და პერიგროდის გრაფობა უბოძეს. 1449 წლის 31 აგვისტოს კი ჟანმა ცოლად შეირთო მარგარიტა დე როანი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ლუი (1455-1458), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. შარლი (1459-1496), ანგულემის გრაფი, ცოლად შეირთო ლუიზა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა ნავარის დედოფალი მარგარიტა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I;
  3. ჟანა (1462-1520), ცოლად გაჰყვა ტაილბურგის გრაფ შარლ ფრანსუა დე კოეტივს;

მას ასევე ჰყავდა ერთ უკანონო შვილი, ჟან დე ვალუა, ანგულემის ბასტარდი, რომელიც 1458 წელს ლეგიტიმურ ვაჟად სცნო.

ჟან ორლეანელი გარდაიცვალა 1467 წლის 30 აპრილს, 67 წლის ასაკში.

ლიტერატურა

  • Knecht, R.J. (1994). Renaissance Warrior and Patron: The Reign of Francis I. Tuckwell Press. p. 1.

Tags:

1399146728 ივნისი30 აპრილივალენტინა ვისკონტივალუას დინასტიალუი I (ორლეანის ჰერცოგი)ფრანგული ენაფრანსუა I (საფრანგეთი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თერმოპილეს ბრძოლაგურამ დოჩანაშვილისაქართველოს ფრინველთა სიამარაკანაგაზაფხულიქიოსემ სულთანიმსოფლიო მემკვიდრეობაგამაფრთხილებელი შეფერილობამონღოლეთიფურისულამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისვანებიმცხეთაფრინველთა მიმოფრენასვეტიცხოველიტოტალიტარიზმისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშივახტანგ გორგასლის ორდენიაშშ-ის სამოქალაქო ომისოკოებირადიაციასლოვაკეთიპოსტერიმარსილარიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასამეგრელოტაჯიკეთიალბერტ აინშტაინიგვიმრებიპენალტი (ფეხბურთი)მუნისაჰარამსოფლიოს შვიდი საოცრებაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაალექსანდრე ყაზბეგიშვედეთიბიპოლარული აშლილობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაბუნებააფხაზეთიმარტივი რიცხვითბილისიმუსიკაალექსანდრე მაკედონელის ომებიღვარცოფიტირანიააჭარატოლგვერდა სამკუთხედიბახტრიონის ბრძოლანატურალური რიცხვიმსოფლიო მიზიდულობის კანონიენგურიზურაბ ხიზანიშვილიიგივლადიმერ გუცაევირესპუბლიკალიმფოციტებიანგარიშთა გეგმასაათი (ერთეული)ივანე მაჩაბელიეგვიპტეთავის ტვინისაბა საზონოვიხარებაპირველი მსოფლიო ომიკურო (ასტროლოგია)ქართლის ცხოვრებალიბრეტომცხეთის ჯვრის მონასტერიქუთაისიაფხაზეთის ომი (1992-1993)ჟიული შარტავაგიორგი II (საქართველოს მეფე)რელიგია საქართველოშილადო ასათიანირაჭა🡆 More