პროპაგანდა ბელარუსში

პროპაგანდა ბელარუსში არის სახელმწიფოს საქმიანობა, რომელიც კომუნიკაციის მეშვეობით ცდილობს პატრიოტიზმის ამაღლებასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის პოპულარიზაციას.

პროპაგანდის წარმოება ხდება სახელმწიფო მედიის, როგორიცაა "ბელტელერადიოკომპანიის" მფლობელობაში არსებული "ბელარუს-1"-სა და, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საშუალებით.

ვითარება ბელარუსის მედიაში, სახელმწიფო პროპაგანდის მიზნები

მიუხედავად 1996 წლის ბელარუსის კონსტიტუციის 33-ე მუხლით გამოცხადებული სიტყვის თავისუფლებისა, ლუკაშენკოს რეჟიმი ზღუდავს მას. მთავრობა მხარს უჭერს სახელმწიფოს კუთვნილ მედიას, როგორიცაა "ბელარუს-1", რომელიც უკვე დიდი ხანია გამოიყენება პროპაგანდისთვის და საინფორმაციო სივრცეში მისი ფართო წარმომადგენლობის გამო, პირდაპირ კონტროლს ამყარებს მედია ლანდშაფტზე და, შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელებაზე. ეს გარემოება ბელარუსში სახელმწიფო პროპაგანდის მიმართ ხალხს დაუცველს ხდის, რამდენადაც მათ მცირე დოზით აქვთ წვდომა ალტერნატიულ და დამოუკიდებელ მედიაზე. პროპაგანდის მთავარი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, იდეოლოგიის გავრცელება და ალექსანდრე ლუკაშენკოს პოპულარიზაცია. კერძოდ, პროპაგანდა ცდილობს შექმნას შეგრძნება, რომ სახელმწიფო, მთავრობა და ლუკაშენკო არის ერთი და იგივე. ლუკაშენკოზე აქცენტი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ის იყო სახელმწიფოს პირველ პირზე საბჭოთა კავშირის დროს.

პროპაგანდის სისტემის ბუნებას მივყავართ საბჭოთა დრომდე. ლუკაშენკო განსახიერებულია, როგორც ერის შეუცვლელი მამა და სტაბილურობის გარანტორი. სპორტი, როგორც პატრიოტიზმის წყარო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღონისძიებების მოწყობაში.

განსაკუთრებული ინდოქტრინაცია მიმდინარეობს სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში: სტუდენტები იღებენ ცალმხრივ გზავნილებს ისტორიისა და თანამედროვე პოლიტიკური ვითარების შესახებ. ლუკაშენკო შიშობდა, რომ პროფესორები გაავრცელებდნენ მგზნებარე იდეებს პლურალიზმის, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის შესახებ, ამიტომ 2003 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგა პრორუსული და პროსაბჭოთა სავალდებულო კურსი "ბელარუსული სახელმწიფოს იდეოლოგიის საფუძვლები". კერძოდ, "დასავლური" სახელმწიფოები და მათი გაერთიანებები, როგორებიცაა აშშ, ნატო, მაგრამ, ასევე, პოლონეთი და მთელი ევროკავშირი, დანახულია, როგორც მტერი. სახელმწიფო აპარატში მუშაობისთვის სტუდენტები ვალდებული არიან ჩააბარონ ტესტი იდეოლოგიის შესახებ.

პროპაგანდისა და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების მაგალითები

სახელმწიფო პროპაგანდის მაგალითი - ვერტმფრენით დამოუკიდებლობის სასახლეში მოსული ლუკაშენკო იარაღით ხელში, ერთ-ერთი საკვირაო ოპოზიციური მარშის დროს.

COVID-19-ის პანდემიის დროს ბელარუსში, ლუკაშენკომ არაფრად ჩააგდო საფრთხისშემცველი სიტუაცია და თავდაპირველად, აკრძალულიც კი იყო ეპიდემიაზე ინფორმაციის გავრცელება.

2020 წლიდან საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედია აქტიურად იტყუებოდა, იყენებდა სტილისტურად შემცირებულ ლექსიკას და მიწებებულ იარლიყებს, რა დროსაც, ჟურნალისტ პავლიუკ ბიკუსკის თანახმად, ინტოქსიკაცია განიცადა თავისივე პროპაგანდის გამო. The East StratCom Task Force-მა ამის მაგალითად მოიყვანა რიჰორ აზარონაკის გადაცემები სატელევიზიო არხიდან "Capital TV", სადაც დეზინფორმაციას თან ახლდა სიძულვილის ენა საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმართ.

ბელარუსული პროპაგანდის წარმოდგენით, 2020 წლის მასობრივი საპროტესტო აქციები "დასავლეთის" მიერ კონტროლდებოდა. ლუკაშენკომ 2020 წლის აგვისტოში თავად განაცხადა, რომ "დასავლეთს" სურდა გროდნოს ოლქის ანექსია. მისი აზრით, პოლონური დროშები უკვე გამოფენილი იყო ოლქში.

ბელარუსში პროპაგანდა აყალბებს მილიციის ძალადობის ფაქტებს დემონსტრანტების წინააღმდეგ და, სხვა საკითხებთან ერთად, ცდილობს დეზინფორმაციის მეშვეობით შეასუსტოს საპროტესტო მოძრაობა; გარდა ამისა, გამიზნულად გამოიყენება სხვა მეთოდებიც, როგორებიცაა ოპოზიციის წევრების დაპატიმრებები, მაგალითად, საკოორდინაციო საბჭოს წევრების.

2020 წლის 15 სექტემბერს სციაპან ლატიპაუს დაკავებიდან მოკლე ხანში, "ბელარუს-1"-მა გააშუქა ისტორია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ამბობდა, რომ "ცვლილებების მოედნის" მაცხოვრებელი აპირებდა სამართალდამცველების წინააღმდეგ საწამლავის გამოყენებას, მაგრამ საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშში ეს ვერსია არ იყო გაჟღერებული.

2020 წლის სექტემბრის მიწურულს, "ბელარუს-1"-მა გააშუქა ხალხის ერთი ჯგუფის აღიარება, რომლებიც, სავარაუდოდ, კოორდინატორებმა აქციებში მონაწილეობისთვის მოისყიდეს. ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 29 სექტემბერს, პიერშამაისკის ოლქის პოლიციის განყოფილებაში, მიკალაი კარპიანკუმ გადაიღო ვიდეოები, რომლებიც მოგვიანებით გაშუქდა "ბელარუს-1"-ზე. მიკალაი კარპიანკუ პირადად ხელმძღვანელობდა უშიშროების ჩინოვნიკების ჯგუფს, რომლებმაც "ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან მებრძოლი მთავარი სამმართველოს" (GUBOPiK) მიერ დაკავებული ადამიანებისგან ცრუ ჩვენებები მოიპოვეს. კერძოდ, ეს ადამიანები სცემეს და მუქარის გამოყენებით აიძულეს ვიდეოკამერის წინ ეთქვათ, რომ ისინი მოისყიდეს კოორდინატორებმა.

2021 წლის 3 ივნისს, "All-National TV"-მა გაუშვა პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რამან პრატასევიჩი და ტელეარხის ხელმძღვანელი მარატ მარკაუ. პრატასევიჩი ბელარუსმა ძალოვანებმა დააკავეს მას შემდეგ, რაც 2021 წლის 23 მაისს მისი რეისი ("რაინეარის ფრენა 4978") ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანების თანახმად გადაამისამართეს მინსკში, რამდენადაც მას ბელარუსულმა საჰაერო სატრანსპორტო კონტროლმა ცილი დასწამა ბომბით დაშინების მცდელობაში. აღნიშნულმა პროგრამამ, რომელშიც მოცემული იყო პრატასევიჩთან ინტერვიუ, დიდი რაოდენობით კრიტიკა დაიმსახურა და ბევრმა ის აღიქვა, როგორც პოლიტიკური პატიმრის წამების კომპონენტი.

რუსეთის მხრიდან ბელარუსული პროპაგანდის მხარდაჭერა

2020-2021 წლებში, სავარაუდოდ, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის დროს, ბელარუსის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები, რომლებმაც უარი თქვეს მხარი დაეჭირათ ლუკაშენკოს გამარჯვების ოფიციალური ცნობისთვის და დემონსტრანტების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის, ჩაანაცვლეს რუსული მედიით. მათ შორის, იყო "RT".

სახელმწიფო მედის ცნობით, ოპოზიცია ხალხს აშინებდა, რომ სკოლებში გაკვეთილები მალე მხოლოდ ბელარუსულ ენაზე ჩატარდებოდა, თუმცა, "რადგანაც ბელარუსების უმეტესობა ორენოვანია, ისინი ამაში საფრთხეს ვერ ხედავენ", განაცხადა ქსენია ლუცკინამ, "ბელტელერადიოკომპანიის" ყოფილმა კორესპონდენტმა.

სახელმწიფო მაუწყებელმა "ბელარუს-1"-მა აჩვენა ოპოზიციური ლიდერის, მარია კოლესნიკოვას გამოსვლის სურათები, რომელსაც ფონად თან ახლდა რუსულ ენაზე შეძახილები: "Уходи!" ("წადი!"). თუმცა, საპროტესტო მოძრაობის ეს შეძახილები მიმართული იყო ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

"ბელარუს-1", ასევე, იტყობინებოდა ერთი ოჯახის შესახებ, რომელიც გროდნოში ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას "ომონი" დაესხა თავს, ისე რომ, ბავშვი სერიოზულად დაზიანდა. მიუხედავად ამისა, რეპორტაჟი იუწყებოდა, რომ ოჯახი შემთხვევით მოყვა ავტოავარიაში.

ბელარუსის სახელმწიფო პროპაგანდას მხარს უჭერდა რუსული პროპაგანტისტული არხი "RT". "RT"-მ აჩვენა "ომონის" ოფიცრის ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ომონის" მიერ უგუნოდ ნაცემი ახალგაზრდა კაცი იყო მთვრალი და მოწამლული; ამას ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებელი პორტალი "Tut.By", რომელმაც გამოაქვეყნა ექიმის საპირისპირო ინფორმაციის შემცველი ანგარიში.

ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა "RT"-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების გაშუქებისთვის.

2020 წლის პირველი საპროტესტო ტალღიდან მოყოლებული, ბელარუსულმა სახელმწიფო სატელევიზიო არხებმა, რუსეთიდან მედია-ექსპერტების დახმარებით, არა მხოლოდ ითანამშრომლეს პროკრემლისტურ მედიასთან დეზინფორმაციული ნარატივების გასაშუქებლად, არამედ, აგრეთვე, შეიმუშავეს მსგავსი ტაქტიკები, როგორიცაა უცხოელი დიპლომატების მიმართ ცუდი მოპყრობა.

შედეგები

2006 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ არსებული მედია-პროპაგანდისტების ხელმძღვანელები და ლიდერები ("ბელტელერადიოკომპანია", "All-National TV", "Capital TV", "საბჭოთა ბელორუსია - ბელარუსი დღეს", ასევე, "Belarusian Telegraph Agency"), მოხვდნენ ევროკავშირის მიერ შედგენილი დასანქცირებული პირების სიაში ("ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დასანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების სია ბელარუსში"), რომელიც, ასევე, მოექცა გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის ბლოკირებულ პირთა სიაში.

სახელმწიფო პროპაგანდის გამო, ბევრმა სახელმწიფო მედიაში მომუშავე ჟურნალისტმა გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი სამსახური 2020 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მაგალითად, ამ პერიოდის განმავლობაში, All-National TV-ის დაახლოებით მეოთხედმა, 300-დან სულ მცირე 80-მა დასაქმებულმა დატოვა სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ არხის მენეჯმენტი მათ აშინებდა კრიმინალური შემთხვევებითა და "ძალადობრივი გაუჩინარებით". აგვისტოში, რადიო "Stolitsa" დატოვა თანამშრომლების უმეტესობამ.

ეს პროცესი გაგრძელდა 2021 წელსაც: იანვარში "ბელტელერადიოკომპანიაში" იყო 100-ზე მეტი ვაკანსია, ხოლო ივნისში მას ჰქონდა უფრო მეტი, 160 ვაკანტური ადგილი. ბელარუსის საგამომცემლო სახლს კი ("საბჭოთა ბელორუსია - ბელარუსი დღეს") - 20 ვაკანტური ადგილი.

2021 წლის 10 ივნისს უკრაინამ დაბლოკა სატელევიზიო არხის "ბელარუს 24"-ის მაუწყებლობა იმ მიზეზით, რომ ის იწვევდა ეროვნულ შუღლს და ეწეოდა დეზინფორმაციის გავრცელებას.

2021 წლის 30 ივნისს ბელარუსული "ბელტელერადიოკომპანია" გაირიცხა "ევროპის სამაუწყებლო კავშირიდან".

ლიტერატურა

  • Usau, Pavał (2007) „Ideology of Belarusian State. Propaganda Mechanisms“, Hopes, Illusions, Perspectives. Belarusian Society.. Madison: East European Democratic Centre / University of Wisconsin–Madison, გვ. 40–45. 
  • Andrew, Wilson (2021) Belarus. The last European Dictatorship. New Haven, London: Yale University Press, გვ. 384. ISBN 978-0-300-25921-6. 
  • Pospieszna, Paulina (2014) Democracy Assistance from the Third Wave: Polish Engagement in Belarus and Ukraine. Pittsburgh: University of Pittsburgh Press. 

სქოლიო

Tags:

პროპაგანდა ბელარუსში ვითარება ბელარუსის მედიაში, სახელმწიფო პროპაგანდის მიზნებიპროპაგანდა ბელარუსში პროპაგანდისა და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების მაგალითებიპროპაგანდა ბელარუსში რუსეთის მხრიდან ბელარუსული პროპაგანდის მხარდაჭერაპროპაგანდა ბელარუსში შედეგებიპროპაგანდა ბელარუსში ლიტერატურაპროპაგანდა ბელარუსში სქოლიოპროპაგანდა ბელარუსშიალექსანდრე ლუკაშენკობელარუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლა ტესლაეკოლოგიაწიგნი სიბრძნე სიცრუისამთაწმინდაიაპონიაესპანეთიხვიჩა კვარაცხელიაამირანი (მითოლოგია)ჰედონიზმიდავით Vნაპოლეონ ბონაპარტითემურლენგიზაქარია ფალიაშვილისულხან-საბა ორბელიანიკონსტანტინოპოლის დაცემაკვადრატითიხაიგიაღმოსავლეთი საქართველოპარიზიბენჯამინ ფრანკლინიცხოველებიწყნარი ოკეანეკვეცა (ფონეტიკური)გრენლანდიასაქართველოს სოფლებისაქართველო XIII საუკუნეშისაქართველოს წითელი ნუსხანაცვალსახელიგანახლებადი ენერგიაჰიპერბოლა (ენა)რკინაატლანტის ოკეანესამებადემოკრატიახევსურეთივაჟა-ფშაველააკაკი წერეთელიპი (რიცხვი)ესეორალური სექსიძირითადი საშუალების ცვეთარუსული დამწერლობავიკისაწყობიფოთიგიორგი V ბრწყინვალემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითობობებიპროტესტანტიზმირომის რესპუბლიკაენერგიაადამიანიხოხობიდავით კაკაბაძეერთეულთა საერთაშორისო სისტემაბაგრატ III (საქართველოს მეფე)სალომე ზურაბიშვილიარგონავტებიტუტსიმთლიანი შიდა პროდუქტიგნეუს პომპეუს მაგნუსიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაგორიეგვიპტის პირამიდებიკოლხეთის სამეფოსამცხე-ჯავახეთის მხარემესამე ჯვაროსნული ლაშქრობალაშა ტალახაძეგამაფრთხილებელი შეფერილობადათვიწყალბადიდავით VII ულუმონა ლიზანინი ბადურაშვილიმდინარეთბოგამტარობამიქელანჯელო ბუონაროტი🡆 More