პიერ ბუიოია

პიერ ბუიოია (ფრანგ.

24 ნოემბერი, 1949 — გ. 17 დეკემბერი, 2020) — ბურუნდელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მაიორი. ბურუნდის პრეზიდენტი 1987-1993 და 1996-2003 წლებში.

პიერ ბუიოია
პიერ ბუიოია
ბურუნდის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი, 1987 – 10 ივლისი, 1993
წინამორბედიჟან ბაპტისტ ბაგაზა
მემკვიდრემელშიორ ნდადაიე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი, 1996 – 30 აპრილი, 2003
წინამორბედისილვესტრე ნტიბანტუნგანია
მემკვიდრედომიტიენ ნდაიზიეი

დაბადებული24 ნოემბერი, 1949
რუტოვუ, რუანდა-ურუნდი
გარდაცვლილი17 დეკემბერი, 2020
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლესოფი ბუიოია
განათლებაბელგიის სამეფო სამხედრო აკადემია

ბიოგრაფია

პიერ ბუიოია დაიბადა 1949 წლის 24 ნოემბერს რუანდა-ურუნდის (აჟამად ბურუნდი) ბურურის პროვინციის პატარა ქალაქ რუტოვუში. მიეკუთვნება ტუტსის ეთნიკურ ჯგუფს. დაწყებითი განათლება მიიღო რუტოვუს კათოლიკურ მისიაში. 1967-1982 წლებში სწავლობდა ბელგიის, საფრანგეთისა და გფრ-ის სამხედრო სასწავლებლებში. 1984-1987 წლებში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცერია.

1987 წელს ჟან ბაპტისტ ბაგაზას რეჟიმის წინააღმდეგ პიერ ბუიოიამ მოახდინა სამხედრო გადატრიალება და თავი მესამე რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. 1987-1988 წლებში იყო ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. პირველ რიგში მან შეწყვიტა კათოლიკური ეკლესიის დევნა და გაათავისუფლა პოლიტპატიმრები ციხეებიდან. 1988 წლის აგვისტოში ქვეყანაში დაიწყო ეთნიკური შეტაკებები. ტუტსის არმიამ შეძლო წესრიგის აღდგენა, მაგრამ დაიღუპა 5 000 ჰუტუს ტომის წარმომადგენელი და 60 ათასი ამავე ტომიდან იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ამ ამბების შემდეგ ბუიოიამ დაიწყო ეროვნული შერიგების პროგრამა. მან ჰუტუს წარმომადგენელი დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ისინი მთავრობაში შეიყვანა. 1993 წელს გამართულ პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჰუტუს ტომის წარმომადგენელმა მელშიორ ნდადაიემ.

ამავე წლის ოქტომბერში მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი ნადადაიე, იგი შეცვალა სიპრიენ ნტარიამირამ, რომელიც 1994 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. დაპირისპირება ჰუტუსა და ტუტსის ტომებს შორის არ შეწყვეტილა. 1996 წელს ბუიოიამ დაამხო პრეზიდენტი სილვესტრე ნტიბანტუნგანია და ხელისუფლების სათავეში დარჩა 2003 წლამდე. მან გააუქმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც ტრადიციულად ეკავა ჰუტუს ტომის წარმომადგენელს, თუკი პრეზიდენტი იქნებოდა ტუტსის ტომიდან. 2001 წელს ეკონომიკური სანქციების საფრთხის შიშით პიერ ბუიოიამ ჩამოაყალიბა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე დანიშნა ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დომიტიენ ნდაიზიეი, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად წელიწადნახევარში გადასცა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. თავად ბუიოიამ როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიიღო მუდმივი სენატორის სტატუსი. 2008 წელს იგი ხელმძღვანელობდა აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიას ჯერ ჩადიში, ხოლო შემდეგ მალიში.

2020 წლის 19 ოქტომბერს ბურუნდის უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 1993 წელს ნდადაიეს მკვლელობის გამო.

2020 წლის დეკემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა მალიში. იგი მოათავსეს ბამაკოს პოსპიტალში, საიდანაც გადაიყვანეს პარიზში. დაიღუპა საავადმყოფოსკენ მიმავალ სასწრაფო დახმარების მანქანაში.

რესურსები ინტერნეტში

პიერ ბუიოია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო


Tags:

17 დეკემბერი19491987199319962003202024 ნოემბერიბურუნდის პრეზიდენტიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამხრეთი ამერიკაატლანტის ოკეანეჩრდილოეთი ამერიკათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებისაჰარაგამტარიAndroidთანდებულიანდაზალონდონიმზის სისტემალამპრობაპეტრე I დიდიინსულტიამირანი (მითოლოგია)ეგვიპტის პირამიდებინახშირწყლებისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ავოკადოლუვრიავსტრალიაცილებისაქართველოს დემოგრაფიართველიფოლკლორიThe Beatlesმალტამინერალების სიაროდოსის კოლოსიმათემატიკაქვეყნების სიაერითროციტებიმტკნარი წყალიბორჯომი (წყალი)შვიდწლიანი ომირენესანსისისხლისომხების გენოციდიიმპრესიონიზმიანბანიდავით კაჭარავაატომიფიოდორ დოსტოევსკიჩერნობილის კატასტროფაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზურა ყიფშიძეკარლეს პუჩდემონირომის იმპერიაჯიხვიბორჯომიიულიუს კეისარიავტორიტარიზმიერთა ლიგატიგრან პეტროსიანიგიორგი სააკაძენიკო ფიროსმანიშვეიცარიაჰაერინაპოლეონ ბონაპარტიჩვეულებრივი სელაპიტიტანიკიგიორგი IV ლაშასაქართველოს ოქროს ხანაგიორგი ყიფშიძეაია-სოფიას ტაძარიფერმენტებიბარბიტურატებიდიმიტრი ყიფიანიიგიფილოსოფიასეკულარიზმისიმკვრივეჩემი ცოლის დაქალებიოქროს კვეთაშინაური კატა🡆 More