პეტერ I (გერმ.
17 იანვარი, 1755 — გ. 21 მაისი, 1829) — ოლდენბურგელთა დინასტიის წარმომადგენელი. გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელის ვაჟი. ოლდენბურგის ჰერცოგი 1823-29 წლებში.
პეტერ I | |
---|---|
წოდებები ოლდენბურგის დიდი ჰერცოგი | |
დაიბადა | 17 იანვარი, 1755 |
გარდაიცვალა | 21 მაისი, 1829, (74 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ფრედერიკა ვიურტემბერგელი |
შვილ(ებ)ი | ავგუსტ I, ოლდენბურგის ჰერცოგი გეორგი |
მამა | გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელი |
დედა | სოფია შარლოტა სონდენბურგელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
პეტერი დაიბადა 1755 წლის 17 იანვარს. იგი იყო გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელისა და სოფია შარლოტა სონდენბურგელის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი.
1781 წლის 6 ივნისს, იგი დააქორწინეს ფრედერიკა ვიუტემბერგელზე, ვიუტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ისა და ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედიტელის ასულზე. ფრედერიკას და, სოფია ვიუტემბერგელი იყო რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მეუღლე. პეტერსა და ფრედერიკას ორი ვაჟი შეეძინათ: ავგუსტი და გეორგი.
ფრედერიკა 1785 წელს მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკვდარი ბავშვი გააჩინა. ამავე წელს, იგი თავისი ბიძაშვილის, ოლდენბურგის ჰერცოგ პეტერ ფრიდრიხის რეგენტი გახდა.
1785-1803 წლებში იგი ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსი იყო. 1823 წელს, პეტერ ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ, პეტერ I ოლდენბურგის დიდი ჰერცოგი გახდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1829 წლის 21 მაისს პეტერი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰერცოგი მისი ვაჟი ავგუსტ I გახდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article პეტერ I (ოლდენბურგის ჰერცოგი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.