პედრი

პედრო გონსალეს ლოპესი (ესპ.

25 ნოემბერი, 2002, ტეგესტე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი), ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც პედრი (ესპ. Pedri) — ესპანელი ფეხბურთელი. „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

პედრი
პედრი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პედრო გონსალეს ლოპესი
დაბადების
თარიღი
25 ნოემბერი, 2002 (2002-11-25) (21 წლის)
დაბადების
ადგილი
ტეგესტე,
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე,
კანარის კუნძულები,
ესპანეთი
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
ტეგესტე
ხუვენტუდ ლაგუნა
2018–2019 ლას-პალმასი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2019–2020 ლას-პალმასი 36 (4)
2020– ბარსელონა 39 (3)
ეროვნული ნაკრები
2019 ესპანეთი 17-წლამდე 5 (0)
2019 ესპანეთი 18-წლამდე 2 (1)
2020 ესპანეთი 19-წლამდე 1 (0)
2020– ესპანეთი 21-წლამდე 4 (0)
2021– ესპანეთი 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივლისი, 2021

საკლუბო კარიერა

ლას-პალმასი

პედრი ესპანეთის კანარის კუნძულებზე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციის ტეგესტეს მუნიციპალიტეტში, 2002 წლის 25 ნოემბერს დაიბადა.

გამოდიოდა საფეხბურთო კლუბების „ტეგესტესა“ და „ხუვენტუდ ლაგუნას“ ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. 2018 წლიდან „ლას-პალმასის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელი ხდება.

2019 წლის ივლისში 16 წლის პედრი თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს „ლას-პალმასთან“.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი 2019 წლის 18 აგვისტოს სეგუნდა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „უესკას“ წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა მასპინძლებმა, ანგარიშით 0–1 დათმეს.

2019 წლის 19 სექტემბერს პედრიმ თავისი პირველი გოლი ხიხონის „სპორტინგს“ გაუტანა. ამ გატანილი გოლით, — 16 წლის, 9 თვისა და 23 დღის ასაკში, „ლას-პალმასის“ ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორად იქცა..

ბარსელონა

2019 წლის 2 სექტემბერს „ბარსელონამ“ მომდევნო, 2020 წლის ივლისისთვის, 5 მილიონ ევროდ პედრის კატალონიელთა კლუბში გადასვლის შესახებ „ლას-პალმასთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა. „ბარსელონასა“ და ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 27 სექტემბერს, „კამპ ნოუზე“, პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შედგა. პედრიმ შეხვედრის 70-ე წუთზე ფელიპე კოუტინიო შეცვალა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4–0 დამთავრდა..

სანაკრებო კარიერა

2019 წლიდან იცავდა ესპანეთის 17, 18 და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას. 2020 წლიდან ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაშია. 2021 წლის მარტში პედრი პირველად გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის. მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2021 წლის 25 მარტს, საბერძნეთის წინააღმდეგ.

ტიტულები

პედრი  ბარსელონა:(3)

სტატისტიკა

    განახლდა: 31 იანვარი, 2021
მატჩები და გოლები გუნდების, წლებისა და ტურნირების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროპა სხვა ჯამი
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლას-პალმასი 2019–20 სეგუნდა დივიზიონი 36 4 1 0 37 4
ბარსელონა 2020–21 პრიმერა დივიზიონი 37 3 6 0 7 1 2 0 52 4
კარიერა 56 6 3 0 5 1 2 0 66 7

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

პედრი საკლუბო კარიერაპედრი სანაკრებო კარიერაპედრი ტიტულებიპედრი სტატისტიკაპედრი რესურსები ინტერნეტშიპედრი სქოლიოპედრი200225 ნოემბერიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ესპანეთიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიესპანელებიესპანური ენაკანარის კუნძულებინახევარმცველი (ფეხბურთი)სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციაფეხბურთელიფეხბურთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბულგარეთიჰომოფობიაძალადუნაიხეოფსის პირამიდა29 აპრილისაფრანგეთის რევოლუციასტუმარ-მასპინძელიჰიპოთეზახევისბერი გოჩადიდი პარასკევიჰორმონებისაქართველო VI საუკუნეშიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიგუბაზ IIჩემი ცოლის დაქალებიმამა გაბრიელიარასამთავრობო ორგანიზაციალაშა ბექაურინიუტონის კანონებილონდონიმეორე მსოფლიო ომივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი IV ლაშაჰეტეროსექსუალობასაქართველოს სატელეფონო კოდებიმიქელანჯელო ბუონაროტიანტანტამწერებისლოვაკეთიწყალიველოსიპედიმსოფლიოს შვიდი საოცრებათბილისის მეტროპოლიტენიფობიების სიაფეხბურთიაფხაზეთიისტორიარიონირუსეთ-საქართველოს ომი (1921)გარემოს დაცვამამაო ჩვენოვოლფგანგ ამადეუს მოცარტიწითელაჩინგიზ-ყაენიასპექტი (გრამატიკა)მთვარევარსქენ პიტიახშიასკარიდისებრნიოსმალეთის იმპერიის ისტორიასაქართველო IV საუკუნეშივენის კონგრესინაკიანი წელიწადისაქართველო XV საუკუნეშისაქართველო XVII საუკუნეშისერგო ორჯონიკიძეანგარიშთა გეგმაპაკისტანიბელარუსიმერწყულიავსტრალიაკირჩხიბი (ასტროლოგია)ცოტნე დადიანისაქართველოს სამოქალაქო ომიაბო თბილელისოკრატემარქსიზმისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაკუბური მეტრიკონსტანტინე გამსახურდიაპრომეთეს მღვიმესამართალივაჟა-ფშაველაშამქორის ბრძოლა (1195)ევროპაMicrosoftადამიანის უფლებები🡆 More