ნიკოლოზ სამხარაძე (დ.
6 მარტი, 1979, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ნიკოლოზ სამხარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 მარტი, 1979 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე/ები | თეონა თევზაძე |
შვილ(ებ)ი | 2 |
2004-2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსი. 2005-2010 წლებში იყო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის ექსპერტი. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010-2016 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი. 2017 წლიდან არის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიკოლოზ სამხარაძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-17-ე ნომრად დასახელდა. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლის 11 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
2021 წელს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში 26 შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. სამხარაძემ 36 შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, უცხო ქვეყნების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ვიზიტებსა და ღონისძიებებში.
2022 წლის მანძილზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ 28 საერთაშორისო ვიზიტი განახორციელა. მან ასევე გამართა 42 შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2022 წლის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშზე დაყრდნობით ამ წლის ძირითად მიღწევებს შორისაა ნიკოლოზ სამხარაძის მონაწილეობა სამი ზღვის ინიციატივის საპარლამენტო ფორუმში (ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო იყო წარმოდგენილი აღნიშნულ ფორუმში), თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, ერთობლივი სხდომის გამართვა ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებთან, ერთობლივი სხდომის გამართვა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებთან, ისტორიული ვიზიტები ისლანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სამხარაძის მოწვევით საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნიკოლოზ სამხარაძე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.