ნიადაგთმცოდნეობა

ნიადაგთმცოდნეობა (იგივეა რაც პედოლოგია) — მეცნიერება ნიადაგის, მისი წარმოშობის განვითარების, გეოგრაფიული გავრცელების, რაციონალურად გამოყენებისა და შედგენილობა-თვისებების შესახებ.

ნიადაგთმცოდნეობა შეისწავლის ნიადაგს, როგორც ბუნების სხეულს, წარმოების საშუალებას და შრომის საგანს. ნიადაგთმცოდნეობის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ნიადაგების კლასიფიკაციის დადგენა, ნიადაგთწარმოქმნის პირობების გარკვევა და ნიადაგის მორფოლოგიის შესწავლა. დაკავშირებულია გეოგრაფიასთან, გეოლოგიასთან და ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან.

ნიადაგთმცოდნეობა
ნიადაგის პროფილი

ნიადაგთმცოდნეობის ძირითადი დარგებია:

  • ნიადაგების გეოგრაფია;
  • ნიადაგის გენეზისი;
  • ნიადაგის ფიზიკა;
  • ნიადაგის ქიმია;
  • ნიადაგის ჰიდროლოგია;
  • ნიადაგის ბიოლოგია (მიკრობიოლოგია).

ისტორია

ნიადაგების მეცნიერული შესწავლა დაიწყო XVIII-XIX სს. მიჯნაზე. ნიადაგთმცოდნეობის მეცნიერული თეორია რუსეთში XIX საუკუნის II ნახევარში შეიქმნა და მას გენეზისური მიმართულება მიეცა. ვასილი დოკუჩაევმა დაასაბუთა ნიადაგთწარმოქმნის ბუნებრივი ფაქტორების (ნიადაგთწარმომქმნელი ქანი, კლიმატი, რელიეფი, ხნოვანება, მცენარეულობა) უდიდესი როლი, რომელსაც შემდგომში დაემატა ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება. მეცნიერული ნიადაგთმცოდნეობის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა აგრეთვე პავლე კოსტიჩევმა, ვასილი ვილიამსმა; შემდგომ ეტაპებზე მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით: გ. ვისოცკის, კ. გლინკას, ლ. პრასოლოვს, ს. ზახაროვს, ი. ტიურინს, ი. გერასიმოვს და სხვ. XX საუკუნის დასაწყისში ნიადაგთმცოდნეობაში შეიქმნა ახალი ქიმიური მიმართულება, რომლის ფუძემდებლად ითვლება კონსტანტინე გედროიცი, ხოლო 20-იან წწ. - ბიოგეოქიმიური მიმართულება (ვლადიმერ ვერნადსკი). დოკუჩაევის მოძღვრების საფუძველზე დამუშავდა გვალვის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები.

ნიადაგთმცოდნეობაში ფართოდ იყენებენ საველე-ექსპედიციურ და სტაციონარულ გამოკვლევებს, ის მჭიდროდაა დაკავშირებული გეომორფოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, მინერალოგიასთან, პეტროგრაფისთან, მცენარეთა ფიზიოლოგიასთან, ქიმიასთან, ფიზიკასთან და სხვ. დარგებთან. დიდი ყურადღება ექცევა ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებას, აგროტექნიკურ და მელიორაციულ ღონისძიებებს.

წარმატებით განვითარდა ნიადაგთმცოდნეობა საქართველოში. ჩატარებულია ნიადაგების გამოკვლევები საქართველოს სხვადასხვა რაიონში. საქართველოში ნიადაგთმცოდნეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ცნობილ მეცნიერებს: დიმიტრი გედევანიშვილს, მიხეილ საბაშვილს, მიხეილ დარასელიას, გიორგი ტარასაშვილს, გაბრიელ ტალახაძესა და სხვ.

ნიადაგთმცოდნეობაში ჩატარებულია საერთაშორისო კონგრესები. გამოდის ჟურნალები.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • საბაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 401.
  • საბაშვილი მ., ნიადაგთმცოდნეობა, თბ., 1970;
  • Докучаев В. В., Соч., т. 1—9, М. — Л., 1949—61;
  • Сибирцев Н. М., Избр. соч., т. 1—2, М., 1951—53;
  • Гедройц К. К., Избр. соч., т. 1—3, М., 1955.


Tags:

გეოგრაფიაგეოლოგიანიადაგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ისტორიული სოფლებირითმადისკრიმინაციაგულიეიფელის კოშკიქართული ენანიკო ბაგრატიონითბილისის ზღვალუდომანიაშიდა ქართლის მხარესაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიაქლემი30 აპრილივერძი (ასტროლოგია)მარტვილიაბას I (ირანი)ნიუ-იორკიგიორგი სააკაძებედიის მონასტერინოდარ დუმბაძეალა პუგაჩოვაგიორგი VIIIბობ სინკლერისაქართველოს თავდაცვის ძალებიპრაიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიახვიჩა კვარაცხელიაკუთხესაქართველოს სახელმწიფო დროშაასტიგმატიზმიედუარდ შევარდნაძებაქტერიებიარგენტინამცენარეებილაზეთიიესო ქრისტეტურიზმიშენგენის ზონაფესვები (ფილმი)Google Translateრაჭამელაჭიათურაოქროს საწმისი1 მაისიკელი დეგნანისაჭმლის მომნელებელი სისტემაქვათახევირომის იმპერიამარქსიზმიფილოსოფიაათონის ივერთა მონასტერისინგაპურითავისუფლება (ფილოსოფია)გოგირდიფუტკრებისაფრანგეთის ქალაქებიმონანიება (ფილმი)საბერძნეთიელექტრული დენიასწლიანი ომიკურდღელიამაღლებასასმელი წყალიტუპაკ შაკურიბელგიათბილისის პანსიონებიდუბაიფრინველებიფელაციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკოლოსეუმიზედსართავი სახელილაბრადორ რეტრივერიცოტნე დადიანიზმნიზედა🡆 More