ნეოტექტონიკა

ნეოტექტონიკა, უახლესი ტექტონიკა — ტექტონიკის დარგი, რომელიც იკვლევს ახალგაზრდა ტექტონიკურ მოძრაობებსა და სტრუქტურებს.

ნეოტექტონიკა სინონიმია აგრეთვე ალპური ოროგენეზისის გვიანდელი ოროგენული სტადიისა, როდესაც დაიწყო დედამიწის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება. ვინაიდან დედამიწის ზედაპირის თანამედროვე რელიეფი სხვადასხვა დროს წარმოიქმნა, ამიტომ ნეოტექტონიკური სტადიის დასაწყისიდან სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს მიიჩნევენ (ოლიგეცენური ეპოქის დასაწყისიდან მიოცენურის ბოლომდე).

კავკასიაში ნეოტექტონიკის დასაწყისად ითვლება გვიანდელი სარმატული საუკუნე. ნეოტექტონიკა მოიცავს ყველა ტიპის ტექტონიკურ მოძრაობას (დანაოჭება, რღვევა, ეპეიროგენული, ტალღური), რომელიც წარმოქმნის რელიეფის დადებით და უარყოფით ფორმებს.

ნეოტექტონიკური მოძრაობა ორგვარია: თანამედროვე (ჰოლოცენური) და საკუთრივ ნეოტექტონიკური.

თანამედროვე მოძრაობებს შეისწავლიან გეოდეზიური (განმეორებითი ნიველება, ტრიანგულაცია), გეომოროფლოგიური (დაკვირვება ჰოლოცენური ტერასებისა და ხეობების პროფილებისა დეფორმაციაზე და ნალექთდაგროვებაზე მდინარის კალაპოტსა და პლაჟზე), გეოფიზიკური (გრავიმეტრიული, სეისმური, მაგნიტომეტრიული, ელექტრომეტრიული და სხვ.), აგრეთვე ისტორიულ-არქეოლოგიური მეთოდებით.

ნეოტექტონიკურ მოძრაობას შეისწავლიან ტრადიციული გეოლოგიური (სტრატიგრაფიულ-პალეონტოლოგიური, სტრუქტურული, პალეოგეოგრაფიული, ლითოლოგიური, ვულკანოლოგიური, პეტროლოგიური და სხვ.), გეომოროფლოგიური და გეოფიზიკური მეთოდებით.

ლიტერატურა

Tags:

რელიეფიტექტონიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ხელისუფლების დანაწილებადისკრიმინაციაცილებისისხლის მიმოქცევის სისტემაპორტუგალიაატლანტის ოკეანედიდი პანდაალაზანინიადაგიქართული მითოლოგიანიდერლანდებიქართული ხალხური საკრავებითვითმმართველობაგვირილაქართული სამზარეულოპი (რიცხვი)აბას I (ირანი)დავით კლდიაშვილიტოლერანტობაბათუმიათონის ივერთა მონასტერილამპრობაბაგრატ III (საქართველოს მეფე)არალის ზღვაბიპოლარული აშლილობაროკ-მუსიკაქისტებიგიორგი ლორიატერენტი გრანელითირკმელივეფხვიცივი ომიფაშიზმისაქართველოს გეოგრაფიაანტანტაელექტრული დენისაათი (ერთეული)ენდომეტრიოზიელექტრონული მუსიკავიქტორ დოლიძეპროქსიმა კენტავრი bბაში-აჩუკი (ფილმი)იუჯინ ვიგნერიდემეტრე II თავდადებულიმიუზიკლიკარლეს პუჩდემონიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ჰოლოკოსტიალბერტ აინშტაინითეთნულდიმტირალას ეროვნული პარკივიკისაწყობიგელზენკირხენისასანიანთა იმპერიამარკ ტვენიცხენიენგურიკუთხეჭადრაკიეოზონოფილებისაქართველოს სსრ წითელი წიგნისომხეთის ისტორიაMozilla Firefoxთეატრიევროპამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006ძველი ეგვიპტეპაკისტანისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაკალანდაგიორგი III (საქართველოს მეფე)საქართველოს ეროვნული პარკების სიაჯიხვიბგერაქვევრი (ფილმი)მარტივი რიცხვი🡆 More