მემამულეები

მემამულეები — ფეოდალური ფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი გაბატონებული წოდება-კლასი, რომელიც ტრანსფორმირებული სახით არსებობას განაგრძობდა კაპიტალისტურ საზოგადოებაშიც.

რუსული სახელწოდება „პომეშჩიკი“ წარმოდგა ფეოდალური მიწისმფლობელობის ადრინდელი ფორმის „პომესტიესაგან“, რაც სახელმწიფოსაგან ეძლეოდათ ცალკეულ ვასალებს სამხედრო და სამოქალაქო სამსახურის პირობით. XVIII საუკუნეში რუსი მემამულეები მემკვიდრეობით მესაკუთრეებად გადაიქცნენ და კიდევ უფრო გააძლიერეს ყმა-გლეხთა ექსპლუატაცია. მეფის რუსეთი ყოველგვარი საშუალებით იცავდა თავის ამ სოციალურ საყრდენი ძალისპრივილეგიებს. მემამულური მიწათმფლობელობა რუსეთში ხელუხლებელი დარჩა ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც.

საქართველოში პირობითი ფეოდალური მიწათმფლობელობის გვერდით მემკვიდრეობითი „მამული“ უკვე VI-VIII საუკუნეებში ჩნდება. მომდევნო ხანაში იგი ფეოდალური კლასის მფლობელობა-საკუთრების თითქმის ერთ-ერთ ნორმად იქცა. ქართული წერილობითი წყაროები განასხვავებენ „მკვიდრად“ ნაბოძებ, ნამზითვ, ნასყიდ და სხვა მამულს. მამულიდან წარმოდგა მისი მფლობელ-მესაკუთრის სახელი - მემამულე.

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, მართალია, გაბატონებული იყო საგვარეულო მამულების სისტემა, მაგრამ მის შიგნით თანდათანობითგაფართოვდა სათავადო მამულები., რაც ფეოდალური გვარის ცალკეული წევრების საკუთრება იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველი თავად-აზნაურთა საერთო მამულები თანდათან გაიყო. გაძლიერდა საკუთრების ინდივიდუალიზაციისა და მეურნეობის ნაციონალიზაციის პროცესი, ქართველი მემამულე თავის სოციალურ-ეკონომიკური შინაარსით რუს „პომეშჩიკს“ დაემსგავსა. 1861 წელს საგლეხო რეფორმამ მამული და მემამულე საქართველოშიც ხელუხლებელი დატოვა, მაგრამ გაძლიერდა მემამულური მეურნეობის კაპიტალისტური ევოლუცია. მემამულეთა კლასის ლიკვიდაცია მთელსრუსეთსა და საქართველოში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა.

იხილეთ აგრეთვე

მემამულისა და მემამულური მიწათმფლობელობის განვითარების ისტორიის შესახებ:

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2-3, თბ., 1965-1966;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ტ. 4-5, თბ., 1970-1973;
  • ბენდიანიშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 561, თბ., 1983

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კილოგრამივენის კონგრესიეროზიააშშ-ის ისტორიაიური გაგარინიტაო-კლარჯეთიტელეფონების ნომრები საქართველოშირუმინეთინავთობიბიოლოგიური სისტემატიკააშშ-ის პრეზიდენტების სიაათენინინო ლაცაბიძეკორუფციახევისბერი გოჩააფრიკის ქვეყნების სიაარსებითი სახელიეგვიპტის პირამიდებისაქართველოს სამოქალაქო ომიქრომოსომამინერალების სიაFacebookევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბახტრიონის ბრძოლაიულიუს კეისარიდემეტრე II თავდადებულივიქტორ დოლიძერევაზ ინანიშვილიჰიმალაილეიკოციტოზიტკიპებიმდგრადი განვითარებამზეთორნიკე ერისთავილითოსფეროსომხების გენოციდიაღმოსავლეთი საქართველოენგურიარალის ზღვალომისამკურნალო მცენარეებიირლანდიაასტრიდ ლინდგრენისაქართველო IX-X საუკუნეებშირუსთავიდედამიწის სტრუქტურაიგიგვირილათვითმფრინავის ბიჭების საქმეწნევამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდახელისუფლების დანაწილებაზურა ყიფშიძეჰააგამუშთაიდის ბაღიმაროკოწიგნი სიბრძნე სიცრუისასეტყვარკინასოკოებიმსოფლიო მიზიდულობის კანონიგაპიროვნებავასკო და გამადედამიწის დღეკონსტანტინე გამსახურდიადიდგორის ბრძოლაიესო ქრისტეალკოჰოლიზმიკახა კალაძესიონის ტაძარიცენტნერიშოთა რუსთაველიკარლეს პუჩდემონისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიკონსტიტუციაისლანდიაფოლკლორიქართული გვარი🡆 More