მეზოზოური ჯგუფი

მეზოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძნ.

ჯგუფი (ერა) სისტემა (პერიოდი) სექცია (ეპოქა) ≈ ასაკი (მლნ. წ. წ.)
წინა წინა წინა უფრო ახალგაზრდა
მეზოზოური-
ერა
ცარცული ზედა ცარცული 65,5–99,6
ქვედა ცარცული 99,6–145,5
იურული ზედა იურული 145,5–161,2
შუა იურული 161,2–175,6
ქვედა იურული 175,6–199,6
ტრიასული ზედა ტრიასული 199,6–228
შუა ტრიასული 228–245
ქვედა ტრიასული 245–251
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ძველი

ζώω (zóo) - სიცოცხლე), დედამიწის ქერქის შრეთა სტრატიგრაფიული სკალის უკანასკნელის წინა ჯგუფი (დედამიწის გეოლოგიის ისტორიის შესაბამისი ერა). გამოყო ინგლისელმა გეოლოგმა ჯ. ფილიპსმა (1341). შეიცავს ტრიასულ სისტემას (პერიოდს), იურულ სისტემას (პერიოდს), დაცარცულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით მეზოზოური ერა დაიწყო 230 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა დაახლოებით 163 მლნ. წელიწადს. მეზოზოური ერაში კონტინენტებმა და ოკეანეებმა ძირითადად თანამედროვე სახე მიიღო; დაიწყო ტრანსგრესია - ლავრაზიისა და გონდვანის ხმელეთის დანაწევრება, ძველი მასივებისა და ჰერცინული დანაოჭების შედეგად წარმოქმნილი მთების დაძირვა. ალპური დანაოჭების ხმელთაშუა ზღვის სარტყელში (რომლის შემადგენლობაში კავკასიაც შედის) გაჩნდა ლოკალური გეოსინკლინური როფები. ტრიასულ პერიოდში ზომიერ სარტყლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა წიწვოვანებმა, გვიმრანაირებმა, ლიკოპოდოუმისნაირებმა; დაჭაობებულ ტყეებში წარმოიქმნა ტორფნარი. იურულ პერიოდში ზღვამ უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა, გაფართოვდა გეოსინკლინური როფები, კონტინენტებზე წარმოიქმნა ვრცელი დაბლობები, რომლებიც ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში ხშირი მცენარეულობით დაიფარა. გაბატონდნენ ქვეწარმავლები, რომლებიც გაიყვნენ წყლის (პლეზიოზავრი, იქთიოზავრი), ხმელეთისა (დინოზავრი) და მფრინავ (პტეროზავრი) ქვეწარმავლებად; გაჩნდნენ პრიმიტიული ძუძუმწოვრები და პირველი კბილიანი ფრინველი (არქეოპტერიქსი). შუა ცარცულ ეპოქაში გაბატონდნენ ფარულთესლოვნები. ტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში გრძელდებოდა ტორფნარის დაგროვება, რომელიც შემდეგ ქვანახშირად გადაიქცა. გავრცელდნენ მწერები, რამაც ფრინველებისა და შემდეგ ძუძუმწოვრების განვითარებას შეუწყო ხელი. მეზოზოური ერის ბოლოს ამოწყდნენ გიგანტური ქვეწარმავლები. მეზოზოურ ერაში გაჩნდნენ და გაბატონდნენ ძვლიანი თევზები.

მეზოზოური ჯგუფის ნალექებთან დაკავშირებულია ქვანახშირის, საწვავი ფიქლების, ნავთობისა და აირის, რკინის, ბოქსიტების, ფოსფორიტებისა და სხვა საბადოები.

ლიტერატურა

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • ზესაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 546.

Tags:

1341ბერძნ.გონდვანადედამიწის ქერქიდინოზავრიიურული სისტემაკავკასიალავრაზიამწერებიპტეროზავრიტრიასული სისტემაფრინველებიცარცული სისტემაძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ძველი თბილისიმერაბ კოსტავანატურალური რიცხვიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ლადო ასათიანიანტარქტიდამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმთვარესინონიმებიედუარდ შევარდნაძემარკ ტვენიჯემალ ქარჩხაძესასმელი წყალიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაარაბობა საქართველოშისაქართველოს სახელმწიფო გერბირესპუბლიკანიუ-იორკისაჰარაჯეიმზ კუკიფილტვებიივანე მაჩაბელიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისეკულარიზმიარწივისაქართველოს მუნიციპალიტეტებირუსეთის ისტორიათბილისიბიპოლარული აშლილობაბუღა თურქის შემოსევაკვადრატული მეტრიკალათბურთივარდიირანისვანური ენამთვარის დაბნელებაგიორგი V ბრწყინვალესაქართველოს პრეზიდენტისიმონ Iკლიმატის ცვლილებასვია (მცენარე)გიორგი მაზნიაშვილივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველორუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიგამტარითრომბოციტებიწყალდიდობაჩინეთიმარო მაყაშვილითევზები (ასტროლოგია)იუნესკოძალასაქართველოს სახელმწიფო დროშაჯაყოს ხიზნებიAndroidჩონგურიხეოფსის პირამიდაზურა ყიფშიძელაზებიალაზანილუი XIVქვათახევიინტერნეტიმარილებისიმძლავრეელექტრობაკონსტანტინოპოლის დაცემაბერძნული მითოლოგიალიეტუვაკარტოფილიაბას I (ირანი)კურო (ასტროლოგია)ტერენტი გრანელიბერლინის კედელისტრასბურიმინერალების სია🡆 More