მარკუს ავრელიუსი

იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი (ლათ.

26 აპრილი, 121 — გ. 17 მარტი, 180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე.

მარკუს ავრელიუსი

ბიოგრაფია

მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში, რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.

მარკუს ავრელიუსს ეკუთვნის ფილოსოფიური დღიური „ფიქრები“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, საიმპერატორო კარავში იპოვეს.

მემკვიდრეობა და რეპუტაცია

მარკუს ავრელიუსი 
ანტონინუს პიუსის (მარცხნივ), მარკუს ავრელიუსის (ცენტრში) და კლოდიუს ალბინუსის (მარჯვნივ) ბიუსტები, პუშკინის მუზეუმი, მოსკოვი

მარკუს ავრელიუსის სახელს მის სიცოცხლეშივე დაუკავშირეს „მეფე-ფილოსოსფოსის“ ცნება. იმპერატორს ეს სახელი სიკვდილის შემდეგაც შემორჩა. კასიუს დიონ კოქცეიანუსი იმპერატორს მოიხსენიებს, როგორც ფილოსოფოსს. ქრისტიანები, მათ შორის: წმინდა იუსტინე, ათენაგორასი და მელიტო იმპერატორს მსგავსად იხსენიებენ. უკანასკნელი უფრო შორს წავიდა - იმპერატორს ანტონინუს პიუსსა და ადრიანეზე მეტად „ფილანტროპად და ფილოსოფოსად“ მიიჩნევს და უფრო დიდი კონტრასტულობის საჩვენებლად ნერონსა და —ომიციანეს ადარებს. „იმპერატორთა შორის,—წერს ჰეროდიანე,—მან მოგვცა საკუთარი სწავლებისა ნათელი საბუთი, არა უბრალო სიტყვებით ან ფილოსოფიური დოქტრინების ცოდნით, არამედ თავისი უმანკო ბუნებითა და ცხოვრების ზომიერი წესით“.

ბრიტანელი მწერალი, ლეინ კინგი მარკუს ავრელიუსის მემკვიდრეობას მოიხსენიებს როგორც ტრაგიკულს, რადგანაც იმპერატორის „სტოიცისტური ფილოსოფია, რომელიც თავშეკავებულობას, მოვალეობის პირნათლად შესრულებასა და სხვებისადმი პატივისცემას ქადაგებს, ავრელიუსის გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ხაზმა საერთოდ უარყო“.

1964 წლის ფილმში რომის იმპერიის დაცემა მარკუს ავრელიუსს ალეკ გინესი განასახიერებს. 2000 წლის ფილმში გლადიატორი კი, — რიჩარდ ჰარისი. 1964 წლის ფილმში მარკუს ავრელიუსს კომოდუსის დამქაშები წამლავენ, რათა იმპერატორმა თავის მემკვიდრედ გაიუს ლივიუსი არ გამოაცხადოს. 2000 წლის ფილმში კი მარკუსს ავრელიუსს თავისი ვაჟი, კომოდუსი კლავს.

ლიტერატურა

მარკუს ავრელიუსი 
არის გვერდი თემაზე:
მარკუს ავრელიუსი 
არის გვერდი თემაზე:
  • Astarita, Maria L. Avidio Cassio (in Italian). Rome: Edizione di Storia e Letteratura, 1983.
  • Barnes, Timothy D. "Hadrian and Lucius Verus." Journal of Roman Studies 57:1–2 (1967): 65–79.
  • Birley, Anthony R. Marcus Aurelius: A Biography. New York: Routledge, 1966, rev. 1987. ISBN 0-415-17125-3
  • Birley, Anthony R. "Hadrian to the Antonines." In The Cambridge Ancient History Volume XI: The High Empire, A.D. 70–192, edited by Alan Bowman, Peter Garnsey, and Dominic Rathbone, 132–94. New York: Cambridge University Press, 2000. ISBN 978-0-521-26335-1
  • Champlin, Edward. "The Chronology of Fronto." Journal of Roman Studies 64 (1974): 136–59.
  • Champlin, Edward. Fronto and Antonine Rome. Cambridge, MA: Harvard University Press, 1980. ISBN 0-674-32668-7
  • Millar, Fergus. The Roman Near East: 31 BC – AD 337. Cambridge, MA: Harvard University Press, 1993. ISBN 0-674-77886-3
  • McLynn, Frank. Marcus Aurelius: Warrior, Philosopher, Emperor. London: Bodley Head, 2009. ISBN 978-0-224-07292-2 online review
  • Stephens, William O. Marcus Aurelius: A Guide for the Perplexed დაარქივებული 2013-01-19 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. London: Continuum, 2012. ISBN 978-1-4411-2561-3
  • Stertz, Stephen A. "Marcus Aurelius as Ideal Emperor in Late-Antique Greek Thought." The Classical World 70:7 (1977): 433–39.
  • Syme, Ronald. "The Ummidii." Historia 17:1 (1968): 72–105.

სქოლიო

Tags:

მარკუს ავრელიუსი ბიოგრაფიამარკუს ავრელიუსი მემკვიდრეობა და რეპუტაციამარკუს ავრელიუსი ლიტერატურამარკუს ავრელიუსი სქოლიომარკუს ავრელიუსი12116117 მარტი18026 აპრილილათინური ენარომის იმპერატორი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დემოკრატიაქართლის გაქრისტიანებავაჟა-ფშაველანიკო ნიკოლაძეაფხაზეთიქართლიჭიამაიასებრნისაქართველოს დაცული ტერიტორიებიმონღოლთა იმპერიაუჯრედიგოდერძის უღელტეხილიგამზრდელი (პოემა)ჩინეთისაქართველოს ოქროს ხანალუდვიგ ვან ბეთჰოვენიზამთარითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტილობიოსახელმწიფო საზღვარიგოგირდიიასამანიდიდი ბარიერული რიფიმათემატიკატიტანიკითამბაქოსაქართველოს სამეფოგიორგი I (საქართველოს მეფე)კვარციევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიირაკლი კობახიძეგამარჯვების დღეოქროს კვეთააპენდიციტილუი XIVლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიექვთიმე თაყაიშვილიბეჰემოთიუკრაინაანდებიჰარი პოტერიიულიუს კეისარივარლამ ლიპარტელიანივარძიაიალბუზიმარკეტინგიქართული ხალხური საკრავებიიუსტინიანე Iმიგრაციასაქართველოს პრეზიდენტიმდინარეალმასიიოჰან სებასტიან ბახიკაცია-ადამიანი?!ივანე მაჩაბელიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიჩემი ცოლის დაქალებიესპანეთიანდაზაალუდა ქეთელაურიმედეა (მითოლოგია)ვიკისაწყობივენის კონგრესითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიპარხლის I ოთხთავირიცხვითი სახელიგიორგი მამარდაშვილისაქართველოს პარლამენტიწყალდიდობაფანდურიბუქართული ენავარშავის პაქტიმაიმუნებითავის ტვინისოციალიზმილეიკემია🡆 More