მარია გიმბუტასი (ლიეტ.
23 იანვარი, 1921, ვილნიუსი — გ. 2 თებერვალი, 1994, ლოს-ანჯელესი) — ლიეტუველი არქეოლოგი და ანთროპოლოგი, რომელიც ცნობილია, როგორც „ძველი ევროპის“ ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის შემსწავლელი. მას ეკუთვნის „ყორღანების ჰიპოთეზა“, რომლის თანახმადაც პროტო-ინდო-ევროპელების სამშობლო პონტურ-კასპიურ ველზე მდებარეობდა.
მარია გიმბუტასი | |
---|---|
ლიეტ. Marija Gimbutienė | |
მარია გიმბუტასი 1993 წელს გერმანიაში | |
დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1921 |
დაბ. ადგილი | ვილნიუსი, ცენტრალური ლიტვის რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი | 2 თებერვალი, 1994 (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
დასაფლავებულია | Petrašiūnai Cemetery |
მოქალაქეობა | ლიტვა[1] აშშ |
საქმიანობა | ანთროპოლოგი[1] , არქეოლოგი[1] , prehistorian, უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი[1] და ეთნოლოგი[1] |
მუშაობის ადგილი | ვიტოვტი დიდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვილნიუსის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Jurgis Gimbutas[1] |
მამა | Danielius Alseika |
დედა | Veronika Alseikienė |
ჯილდოები | ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია |
მარია გიმბუტასი დაიბადა როგორც მარია ბირუტე ალესეიკაიტე ვერონიკა იანულაიტუტე-ალესეიკიენესა და დანიელიუს ალესეიკას ოჯახში, ვილნიუსში, ცენტრალური ლიტვის რესპუბლიკაში. მისი მშობლები ლიეტუველი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ.
მარიას დედამ, 1908 წელს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო ოფთალმოლოგიის განხრით, რითაც პირველი ქალი ექიმი გახდა ლიეტუვაში. გიმბუტასის მამამ, 1910 წელს ტარტუს უნივერსიტეტი მედიცინის განხრით დაასრულა. 1918 წლის შემდეგ, რაც ლიეტუვა დამოუკიდებელი გახდა, მარიას მშობლებმა ლიეტუვის დედაქალაქში პირველი საავადმყოფო დააარსეს.
ამ პერიოდში მარიას მამა ასევე იყო გაზეთ Vilniaus Žodis-სა და კულტურულ ჟურნალ Vilniaus Šviesa-ის გამომცემელი. ის ასევე მხარს უჭერდა ლიეტუვის დამოუკიდებლობას პოლონეთ-ლიეტუვის ომში.
გიმბუტასის მშობლები ლიეტუვური ტრადიციული ხელოვნების მხარდამჭერები იყვნენ და სტუმრად ხშირად იწვევდნენ გამოჩენილ ხელოვანებს. მათ შორის იყვნენ: ვიდუნასი, იუოზას ტუმას-ვაიჟანტასი და იონას ბასანავიჩი.
1931 წელს გიმბუტასი მშობლებთან ერთად დასახლდა კაუნასში, ლიეტუვის დროებით დედაქალაქში, სადაც მარიამ სწავლა განაგრძო. მოგვიანებით მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მარიას დედასთან და ძმასთან, ვიტაუტასთან ერთად კაუნასში ცხოვრება მოუხდა. ხუთი წლის შემდეგ მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებამდე მან პირობა დადო, რომ ისწავლიდა და მეცნიერი გახდებოდა: „მოულოდნელად მომიწია იმაზე დაფიქრება თუ ვინ გავხდებოდი, რას ვიზამდი ცხოვრებაში. სპორტში კარგად ვერ ვვასპარეზობდი. ამ ყველაფრის გამო მე მთლიანად შევიცვალე და წიგნების კითხვა დავიწყე“.
1941 წელს მარია დაქორწინდა არქიტექტორ იურგის გიმბუტასზე. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გიმბუტასს ჯერ საბჭოთა კავშირის ოკუპაციის (1940–1941), მოგვიანებით კი მესამე რაიხის მმართველობის ქვეშ (1941–1943) მოუწია ცხოვრება.
გიმბუტასის პირველი ქალიშვილი, დანუტე 1942 წლის ივნისში დაიბადა. 1944 წლის დასაწყისში მარიას ოჯახი საბჭოთა კავშირის ზეწოლის გამო ნაცისტური გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა, ჯერ ვენაში, მოგვიანებით კი ბავარიასა და ინსბრუკში. ამ პერიოდის გახსენებისას მარიამ აღნიშნა: „ცხოვრება პატარა მცენარესავით მომეხვია, მაგრამ მე მაინც ერთი მიმართულებით მუშაობა გავაგრძელე.“
ტუბინგენში სადოქტოროზე სწავლისას, გიმბუტასს შეეძინა მეორე ქალიშვილი, ჟივილე. 1950-იან წლებში გიმბუტასის ოჯახმა გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც მარიას წარმატებული აკადემიური კარიერა ჰქონდა. მატრიას მესამე ქალიშვილი, რასა იულია, 1954 წელს დაიბადა ბოსტონში.
მარია გიმბუტასი გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში, 1994 წელს, 73 წლის ასაკში. მოგვიანებით ის დაკრძალეს კაუნასის პეტრაშიუნაის სასაფლაოზე.
2003 წელს კინორეჟისორმა დონა რედმა და პაგანისტმა მწერალმა და სტარჰოკის აქტივისტმა შექმნეს ერთობლივი დოკუმენტური ფილმი გიმბუტასის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სახელწოდებით „დროის გამოსვლა“. ფილმი გამოვიდა ლეიბლ Belili Productions-ის მიერ. ფილმში ასახულია: „მარიას თეორიები, მისი კრიტიკული ნამუშევრები და მისი გავლენა მეცნიერებზე, ფემინისტებსა და სოციალურად მოაზროვნეებზე“.
გიმბუტასის ნამუშევრები, ისევე როგორც მისი კოლეგის, მითოლოგ ჯოზეფ კემპბელის ნამუშევრები განთავსებულია Pacifica Graduate Institute-ის არქივში, კარპინტერიაში, კალიფორნიაში, აშშ. აქ დაცულ ნამუშევრებს შორის შედის გიმბუტასის ვრცელი კრებული არქეოლოგიის, მითოლოგიის, ფოლკლორის, ხელოვნებისა და ენათმეცნიერების თემებზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარია გიმბუტასი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.