მარანი

მარანი, საღვინე სახლი — ღვინის დასაყენებელი და შესანახი ნაგებობა.

მარანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ხალხურმა ტრადიციამ საქართველოში დღემდე შემოინახა 2 სახის მარანი: დახურული და ღია.

მარანი
ეპისკოპოსის სასახლის მარანი ნეკრესის მონასტერში.

დახურული მარანი

დახურული მარანი უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. საღვინე ქვევრები მარანშივეა ჩაფლული. აქვეა მეღვინეობის ინვენტარიც, წურავენ ყურძენს, აყენებენ და ინახავენ ღვინოს. ამგავრი მარანი კარგადაა შეხამებული აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ პირობებთან: შენობა იფარავს ღვინოს ზამთარში ყინვისაგან, ზაფხულში - სიცხისაგან. ქართლ-კახური მარანი მოქცეულია საცხოვრებლის კომპლექსში - ორსართულიანი ქვიტკირის სახლების პირველ სართულზე. ძველად ქართლში დარბაზული სახლის ერთ-ერთ კომპონენტს ხშირად მარანი შეადგენდა. მარნიანი დარბაზული სახლები ქვემო ქართლში, თრიალეთში და მესხეთ-ჯავახეთში დღემდეა შემორჩენილი. ურბნისის ტერიტორიაზე მრავლადაა გათხრილი VI-VIII საუკუნეების ალიზით ნაგები, ბანიანი სახლები, რომლებსაც უშუალოდ ებმის მარნები. ქართლ-კახეთში ტრადიციული მარანი გამოირჩევა კედლის ლამაზი წყობით, წინა მხრიდან კედლებში ჩაყოლებული აგურის ჯვრებითა და ზოლებით, თაღიანი შესასვლელითა და მასიური ორფრთიანი კარით. მარანს 2 ნაწილად ყოფს თაღებიანი კედელი ან მდიდრულად მოჩუქურთმებული ბალიშიანი დედაბოძი. მარნის უკანა ნაწილში ყურძნის დასაწური განყოფილებაა. კედელთან მთელს სიგრძეზე მიშენებულია ქვიტკირის საწნახელი, ჩვეულებრივ ორგანყოფილებიანი.

ღია მარანი

ღია მარანი ძირითადად დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. მარნის წინ, ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩაყრილია ქვევრები, შემოკავებულია შქმერის ღობით და დაჩრდილულია ვაზის ტალავერით ან კომშის ხეებით. ღია მარანი შეგუებულია დასავლეთ საქართველოს ჰავისა და ნიადაგის ჭარბტენიანობას. აქ დახურულ მარანში ღვინის შენახვა საზიანოცაა. მარნის ცალკეულ კუთხეებში სრულდებოდა რიტუალები და წეს-ჩვეულებანი. დასავლეთ საქართველოს მხოლოდ მთიან მხარეებში გვხვდება დახურული ჭურ-მარანი.

ლიტერატურა

მარანი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

საქართველოღვინო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პრომეთეს მღვიმემამებისა და შვილების ბრძოლაწმინდა ნინოლადო ასათიანიბორჯომი (წყალი)გურიაპარიზიიოჰან სებასტიან ბახიმონღოლებიმთლიანი შიდა პროდუქტიფემინიზმიალპებილითონებიინსულტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდეციმეტრიყაზახეთირესპუბლიკარუმინეთიმოსკოვიანტონიმირევაზ ინანიშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათეთრი დათვიქართლიასტიგმატიზმიჟანა დ’არკიყირიმის ომიზაქარია ფალიაშვილიენდომეტრიოზიზვიად გამსახურდიანოე ჟორდანიალავრენტი ბერიააღმოსავლეთი საქართველოგაერთიანებული სამეფოიგლუმაცივარიმურა დათვირიონინიანგებიიესო ქრისტენოე სულაბერიძე9 აპრილის ტრაგედიადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ივანე ჯავახიშვილისაქართველოს ფაუნამარქსიზმივერძი (ასტროლოგია)სტოიციზმიტერენტი გრანელიტელეფონების ნომრები საქართველოშიღამურათრომბოციტებიკავკასიონიილია თოფურიაელექტრული დენიგრიგოლ რობაქიძენახშირბადიადამიანი24 აპრილირელიგია საქართველოშიძველი საბერძნეთიდაცვის სიგელისილიციუმიცისფერყანწელებიკრიშტიანუ რონალდუგია ყანჩელიშავი ზღვაქალწული (ასტროლოგია)დედაპლატაადიშის ოთხთავივეფხვითირკმელისიმონ IAndroidმაიმუნები🡆 More