მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი (დ.

15 აგვისტო, 1978, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 2018-2020 წლებში იყო საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირში. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1978 (1978-08-15) (45 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე, II მდივანი. 2002-2005 წლებში იყო საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლექტორი. 2005-2009 წლებში მეორე მდივანი საქართველოს საელჩოში ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობაში ევროკავშირში. 2005 წლიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსი. 2010-2014 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საელჩოში ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობაში, ევროკავშირში. 2014-2015 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2015-2017 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2017-2018 წლებში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018-2020 წლებში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

15 აგვისტო197820182020თბილისიპოლიტიკოსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უეფაიგავ-არაკიალბანეთინიკეის პირველი საეკლესიო კრებაპორტრეტისამკუთხედიდედამიწის სტრუქტურაღვარცოფიგია ყანჩელისულხან-საბა ორბელიანიმიხეილ მესხის სტადიონისაქართველოალკოჰოლური სასმელიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამიუზიკლიმზეიბერიასინონიმებიკვადრატული მეტრიიან ბაპტისტ ვან ჰელმონტისაქართველოს სამხედრო წოდებებილადო ასათიანირენესანსიდედა ენასუვერენიტეტისალვადორ დალიფრიდერიკ შოპენინიჰილიზმიჩინეთიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემადავით მუჯირიქართული ენაძალაგლობალიზაციაკვიპროსილობოტომიაიაკობ გოგებაშვილიჟიული შარტავათეიმურაზ Iმასტურბაციაავტომობილიაღა-მაჰმად-ხანირუსუდანიჰონგ-კონგიდემნა უფლისწულიალფრედ ადლერიტაო-კლარჯეთისიყვარულითბილისის ისტორიამარსიგიორგი IV ლაშათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტილამპრობამზის სისტემაგაპიროვნებავერის უბნის მელოდიებიდაუნის სინდრომიეუჟენიო მონტალეჯადოსნური ფლეიტაპოპ-მუსიკა1924 წლის აგვისტოს აჯანყებაქართული ჭიდაობასულეიმან Iბერძნული კოლონიზაციანიუ-იორკიიგიმეტაბოლიზმივიტალი დარასელიასიმსივნეექსპრესიონიზმიგნეუს პომპეუს მაგნუსიერთა ლიგაეკონომიკაეგრისის დიდი ომისაქართველოს სამეფოაშშ-ის პრეზიდენტების სიამითი🡆 More