ლე დიკ თხო

ლე დიკ თხო (დაბადების სახელი ფან დინ ხაი; დ.

1911 წლის 14 ოქტომბერი — გ. 1990 წლის 13 ოქტომბერი) — დაიბადა ნამ დინის პროვინიცაში. ვიეტნამელი გენერალი, რევოლუციონერი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. 1973 წელს, ჰენრი კისინჯერთან ერთად წარდგენილი იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე „1973 წლის პარიზის ხელშეკრულებით დამყარებული ცეცხლის შეწყვეტისათვის და ვიეტნამიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანისათვის“, თუმცა ჯილდოს აღებაზე უარი განაცხადა.

ლე დიკ თხო
ლე დიკ თხო
ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ორგანიზირების კომისიის ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1976 – 1980
წინამორბედილე ვან ლუნგი
მემკვიდრენგუიენ დიკ ტამი

ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საორგანიზაციო კომიტეტი ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1956 – 1973
წინამორბედილე ვან ლუნგი
მემკვიდრელე ვან ლუნგი

ვიეტნამის პოლიტიკური პარტიის სამდივნოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1960 – 1986 წლის 10 დეკემბერი

ვიეტნამის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1960 – 1986 წლის 10 დეკემბერი

დაბადებული14 ოქტომბერი, 1911
ნამ დინის პრევინცია, ფრანგული ინდოჩინეთი
გარდაცვლილი13 ოქტომბერი, 1990 (78 წლის)
ჰანოი, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა
მოქალაქეობა
ეროვნებავიეტნამელი
პოლიტიკური პარტია
  • ვიეტნამის კომუნისტური პარტია
  • ინდოჩინეთის კომუნისტური პარტია
პროფესიასამხედრო მოღვაწე, დიპლომატი და პოლიტიკოსი

1930 წელს, ლე დიკ თხომ წვლილი შეიტანა ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბებაში. ფრანულმა კოლონიურმა ხელისუფლებმა ლე დიკ თხო დააპატიმრეს 1930-1936 წლებში და ხელახლა 1939-1944 წლებში. 1945 წელს გათავისუფლების შემდეგ გახდა ვიეტმინის და ვიეტნამის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჟენევის 1954 წლის კონფერენციამდე. 1948 წელს, ის იყო სამხრეთ ვიეტნამში როგორც, ფრანგული ინდოცინეთის კომიტეტის პარტიის ხელმძღვანელის მდივნის მოადგილე. 1955 წელს ის შაუერთდა ლაო დონგის ვიეტნამის მუშების პარტიის პოლიტბიუროს, რომელიც შემდგომში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროდ გადაიქცა. თხო ზედამხედველობდა ვიეტ კონგის კომუნისტურ აჯანყებას, რომელიც 1956 წელს დაიწყო სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წინააღმდეგ 1963 წელს თხო მხარს უჭერდა რეზოლუცია 9-სთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების წმენდებს.

1978-1982 წლებში ლე დიკ თხო დაინიშნა კამპუჩიის ნაციონალური ხსნის გაერთიანებული ფროტის (FUNSK) მთავარ მრჩევლად, ხოლო შემდგომში ახალი კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკის მთავარ მრჩევლად. ლე დიკ თხოს დავალება იყო, იმის უზრუნველყოფა რომ ქმერის ნაციონალისტები არ გადაეღობებოდნენ ვიეტნამის ინტერესებს კამბოჯაში წითელი ქმერების გადაგდების შემდეგ.

ლე დიკ თხო იყო ვიეტნამის კომუნისტური პარტიის სეკრეტარიატის წევრი 1960-1986 წლებში და შემდეგ გახდა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრჩეველი.

პარიზის მშვიდობის შეთანხმებები

აშშ ვიეტნამის ომში აქტიურად შეუერთდა 1960-იანი წლების დასაწყისში. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების შედგენის რამდენიმე მცდელობა (ზოგი საიდუმლო, ზოგი საჯარო) იყო 1969-1973 წლებს შორის. როდესაც ხუან თხუი ხელმძღვანელობდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ მოლაპარაკებათა ჯგუფს, თხო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, 1970 წლის თებერვალში მივიდნენ შეთანხმებამდე რომელმაც გამოიცწვია პარიზის სამშვიდობო შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, 1973 წლის 24 იანვარს. ხელშეკრულება მოიცავდა ომის პატიმრების გატავისუფლებას ხელმოწერიდან 80 დღის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველები იქნებოდნენ კონტროლის და ზედამხედველობის საერთაშორისო კომისია, სამხრეთ ვიეტნამში თავისუფალი არჩევნების შენარჩუნებას, აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას სამხრეთ ვიეტნამისთვის და ჩრდილოეთ ვიეტნამელი სახედროები დარჩებოდნენ სამხრეთში.

ნობელის მშვიდობის პრემია

თხო და ჰენრი კისინჯერი ერთდროულად იქნენ გამოცხადებულნი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებათ 1973 წელს მათი ძალისხმევისათვის პარიზის სამშვიდობო შეთანხმებაში. მაგრა, თხომ უარყო ჯილდო და განაცხადა რომ მშვიდობა ჯერ არ დამყარებულა რადგანაც აშშ-ის და სამხრეთ ვიეტნამის მთავროები პარიზის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით, კვლავ აგრძელებდნენ სახედრო ოპერაციებს:

რადგანაც, პარიზის შეტანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის და საიგონის ადმინისტრაციები კვლავ აგრძელებენ სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტების დარღვევას. საიგონის ადმინისტრაცია, რომელსაც ეხმარება და ახალისებს აშშ, აგრძელებს ომის აქტებს. მშვიდობა ჯერ არ მიღწეულა სამხრეთ ვიეტნამში. ასეთ გარეობებში ჩემთვის შეუძლებელია მივიღო 1973 წლის ნობელის მშვიდობის პრემია.როდესაც პარიზის შეტანხმება ვიეტნამის შესახებ პატივცემული იქნება, იარაღები დაბუმდება და სამხრეთ ვიეტნამში ნამდვილი მშვიდობა დამყაარდება, მაშინ მე განვიხილავ პრემიის აღების შესაძლებლობას. ჩემი მადლობებით ნობელის პრემიის კომიტეტისათვის გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულრწფელი პატივისცემა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთაბხმება დიდ ხან არ გაგძელებულა, ვიეტნამის ომი 1975 წელს საიგონის დაცემით და ჩრდილოეთ ვიეტნამის მიერ სამხრეთ ვიეტნამის ანექსაციით დასრულდა.

გარდაცვალება

ლე დიკ თხო გარდაიცვალა 1990 წლის 13 ოქტომბერს, 79-ე დაბადებისდღემდე ერთი დღის ადრე ჰანოიში, გარდაცვალების მიზეზად ითვლება სიმსივნე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლე დიკ თხო პარიზის მშვიდობის შეთანხმებებილე დიკ თხო ნობელის მშვიდობის პრემიალე დიკ თხო გარდაცვალებალე დიკ თხო რესურსები ინტერნეტშილე დიკ თხო სქოლიოლე დიკ თხო13 ოქტომბერი14 ოქტომბერი191119731990გენერალიდიპლომატივიეტნამელებინობელის მშვიდობის პრემიაპოლიტიკოსიჰენრი კისინჯერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თურქეთის ისტორიაყაყაჩოსაქართველოს ფაუნავარდიბედიის მონასტერიქართლის სამეფოარგონავტებიორალური სექსიცვალებადობათა ფორმებიაფხაზეთის ისტორიაკურო (ასტროლოგია)ტემპერამენტის ტიპებიანა კალანდაძეკვარციკურდღელირუსთავიალექსანდრე ჭავჭავაძესაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიქუნთრუშახინკალიბაგრატიონებიპომპეისერბეთიადოლფ ჰიტლერილეონარდო და ვინჩიბაროკოარაბთა სახალიფოხვიჩა კვარაცხელიაბრაზილიამუშთაიდის ბაღისტუმარ-მასპინძელიქალაქიჩრდილოეთი კორეამიტოზიBMW M5გონიოს ციხექვეწარმავლებიწმინდა გიორგისისხლიაშშ-ის ისტორიაფოტოსინთეზიჩემი ცოლის დაქალებიბაზალეთის ტბამორიელებიკავკასიონიიასამანიMercedes-Benz W211ამასიის ზავიხეოფსის პირამიდადემეტრე Iჯაყოს ხიზნებიბიპოლარული აშლილობაფსორიაზილევიტანაბობ სინკლერისაქართველოს მდინარეების სიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაამერიკული პიტ ბულ ტერიერისაქართველოს პარლამენტიფრინველებიაჭარაანალური სექსიპორტუგალიანიკო ნიკოლაძეზებრებიბათუმის ბოტანიკური ბაღისიურრეალიზმიარაბობა საქართველოშიშიდა ქართლის მხარეჰორმონებიგოგირდიჰარი პოტერისანტიმეტრიკვადრატული კილომეტრიაბანოთუბანისაქართველოს სამეფომთავარი გვერდიაფხაზეთის კულტურა🡆 More