ლაიმა ვაიკულე (ლატვ.
31 მარტი, 1954) — ლატვიელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი და ქორეოგრაფი. პოპულარულია ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა „Vernisage“ და „Charlie“.
ლაიმა ვაიკულე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 31 მარტი, 1954 (70 წლის) |
დაბ. ადგილი | Cēsis, ლატვიის სსრ, სსრკ |
საიტი | laima.com |
ლაიმა ვაიკულე ვიკისაწყობში |
ვაიკულე დაიბადა 1954 წლის 31 მარტს, ლატვიის ქალაქ ცესისში. როდესაც ლაიმა სამი წლის იყო, მისი მშობლები რიგაში გადავიდნენ. ლაიმა ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო მუსიკითა და ცეკვით. 1966 წელს, 12 წლის ასაკში, მან ახალგაზრდა მომღერლების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყურადღება დაიმსახურა. 1970-იდან 1973 წლებამდე ის სწავლობდა ექთნობას ვილნიუსის სამედიცინო კოლეჯში, პარალელურად ის აგრძელებდა სიმღერას ბენდთან ერთად. საბოლოოდ, ის რიგაში, ადგილობრივ ბენდში სოლისტი გახდა და მონაწილეობას იღებდა ღამის კლუბებში და რესტორნებში კონცერტებზე რამდენიმე წლის განმავლობაში. 1980-იან წლებში ის სწავლობდა სარეჟისოროზე მოსკოვის თეატრის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში.
1985 წელს ლაიმა ვაიკულემ საბჭოთა კავშირში საკუთარი პირველი ჰიტი შექმნა. 1986 წლიდან ვაიკულემ მჭიდრო კავშირი დაამყარა და თანამშრომლობდა ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდს პაულთან და რუს პოეტ ილია რეზნიკთან, რომელმაც ვაიკულეს დაუწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Vernisage“, „Charlie“ და „Skripach na kryshe“. ვაიკულე რაიმონდს პაულსთან ერთად არის იურმალას ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1980-იანებისა და 1990-იანების განმავლობაში ლაიმა ვაიკულე რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშორისო მუსიკის შეჯიბრებებზე და ფესტივალებზე ევროპის მასშტაბით. ვაიკულა დააჯილდოვეს „Bratislavská Lýra, 87“-ზე. ის ასევე იყო იურმალა 92-ის მოწვეული მომღერალი და ასევე მონაკოში ჩატარებული „AU music world“-ის მონაწილე. მას მიენიჭა ლატვიის სახალხო მსახიობი ქალის ტიტული და დაჯილდოვდა გრან პრით 1966 წელს, ლატვიის მუსიკაში და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ლაიმა ვაიკულე ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს რიგაში და ფლობს მეორე სახლს მოსკოვში.
ლაიმა ვაიკულე არის ცხოველთა უფლებების დამცველი და ვეგეტარიანელი.
ჯილდოები | ||
---|---|---|
მსოფლიოს მუსიკალური ჯილდოები | ||
წინამორბედი: 1992 ოლეგ გაზმანოვი | ყველაზე გაყიდვადი რუსი შემსრულებელი 1993 ლაიმა ვაიკულე | შემდეგი: 1994 ალექსანდრე მალინი |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლაიმა ვაიკულე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.