კურული

კურული — კუროსთან, ხართან ჭიდაობა, თამაშად ქცეული რიტუალი, რომელიც დიდი ღმერთის სახელობაზე იმართებოდა.

ძირითადად დამოწმებული დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში, სამეგრელოში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩასობილ პალოზე და 2 კაცი, გარკვეული წესების დაცვით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კურულის მიზეზი იყო ხარის და დაძლევა, შეკვრა და წაქცევა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის სახელობის დღესასწაულთა ციკლი „უფლიშიერი“, რომელიც თომას კვირას (აღდგომის მომდევნო კვირა, კვირაცხოველობა) დგებოდა და 5-6 კვირა გრძელდებოდა. ამ დღეს „ლასკარებს“ (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ დიდი ღმერთის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგ-რიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ხარების ჭიდაობა გურიასა და რაჭაშიც სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.

ამ თამაშობებში არეკლილია ხართან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში. ყურადღებას იქცევს ძველი კრეტის მხატვრობა, სადაც გამოსახულია ხართან ბრძოლა, რაც მეტად პოპულარული ყოფილა და რელიგიურ-საკულტო ცერემონიალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რიტუალად შედიოდა. მომდევნო ხანებში ხართან ბრძოლამ თანდათან დაკარგა პირვანდელი შინარსი და შუა საუკუნეებში ფეოდალთა საყვარელ გასართობად იქცა. მისი თანამედროვე ფორმებია სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული კორიდა.

ლიტერატურა

  • Бадравелидзе В. В., Главниое божество древнегрузинского пантеона Гверти, კრ.:Вопросы этнографии Кавкаяа, Тб., 1952;

Tags:

აღდგომაგურიაკვირაკურო (ცხოველი)რაჭასამეგრელოსვანეთიხარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცოტნე დადიანითავის ტვინიგიორგი ყიფშიძერუმინეთიანბანიარაგვიწყალბადიჩონგურიმორალიჰაერიევოლუციადედამიწის ისტორიამტირალას ეროვნული პარკიალავერდილაშა ტალახაძესაქართველოს დაცული ტერიტორიებიზაქარია ფალიაშვილიჯუზეპე ვერდიფინიკიელებისაქართველოს მმართველთა სიანიანგებითრომბოციტებიალკოჰოლიზმიხეოფსის პირამიდაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაეგზისტენციალიზმიეიფელის კოშკიქართლის გაქრისტიანებასაქართველო VI საუკუნეშიიესო ქრისტე69 (სექსუალური პოზა)სლოვაკეთიფიტარეთის მონასტერიგონიოს ციხეკანონიერი ქურდიხელოვნებაქართლ-კახეთის სამეფოდემეტრე II თავდადებულილადო ასათიანიიუნესკოსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამაგნიუმიპარალელოგრამიგიორგი ნიკოლაძემილიმეტრიშალვა პაპუაშვილისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)აშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამანგლისიმანდარინიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)რომიკონსტანტინოპოლიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ქრისტეფორე კოლუმბიძუძუმწოვრებიქართული ენაარაპენეტრაციული სექსიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ფეხბურთიმიხეილ ხერგიანირუსეთითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებილურჯი ვეშაპიაზერბაიჯანითბილისის ზღვამეორე მსოფლიო ომივარდების რევოლუციაალაზანისაქართველოს სატელეფონო კოდებიEuropebetატლანტის ოკეანეაფხაზთა სამეფოოქროს კვეთაწყალდიდობაქართვლის დედაკვიპროსი🡆 More