კუზიანი ნოტრ-დამიდან (ინგლ.
ეს არის დისნეის რიგით 34-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
„კუზიანი ნოტრ-დამიდან“ | |
---|---|
ჩრდილოეთ ამერიკული პოსტერი. | |
ჟანრი | ისტორიულ-სათავგადასავლო |
ფილმის ტიპი | ნახატი ანიმაციური ფილმი |
რეჟისორი | გერი ტრუსდეილი კირკ უაიზი |
პროდიუსერი | დონ ჰენი |
ეფუძნება | პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი — ვიქტორ ჰიუგო |
როლებში |
|
მუსიკა | ალან მენკენი |
მონტაჟი | ელენ კენეში |
სტუდია | Walt Disney Pictures Walt Disney Feature Animation |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 91 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 100 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 325.5 მილიონი აშშ დოლარი |
ნამუშევარი ეფუძნება ვიქტორ ჰიუგოს რომანს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. სიუჟეტის მთავარი გმირია კვაზიმოდო, ხეიბარი მნათე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოება უფრთხის.
რეჟისორების, კირკ უაიზის და გერი ტრუსდეილის მიერ, დონ ჰენის პროდიუსერობით გადაღებულ ამ ფილმს ახმოვანებენ ტომ ჰალსი, დემი მური, ტონი ჯეი, კევინ კლაინი, პოლ კენდელი, ჯეისონ ალექსანდრი, ჩარლზ კიმბროუ, დევიდ ოგდენ სტირსი და მერი უაიქსი (რომლისთვისაც ვიქტორის, ჰუგოს და ლავერნის განსახიერება უკანასკნელი აღმოჩნდა). შექმნილი დისნეის რენესანსის პერიოდში, ეს არის განწყობით დისნეის ერთ-ერთი ბნელი ნაშრომი - ბავშვების მოკვლის, ვნებების, გენოციდის და ცოდვის თემებით - მიუხედავად იმისა, რომ MPAA-ს მოთხოვნით, ორიგინალური სცენარი შეიცვალა, რათა ფილმს კინოთეატრებში G-რეიტინგი მიეღო. მუსიკის ავტორია ალან მენკენი, ხოლო სიმღერების ტექსტების — მენკენი და სტივენ შვარცი (რომლებმაც ასე უკვე ითანამშრომლეს ფილმის „პოკაჰონტასი“ წარმოებისას).
კუზიანი ნოტრ-დამიდან გამოვიდა 1996 წლის 21 ივნისს. მას კრიტიკოსთა აღიარება ხვდა წილად და კომერციული წარმატებაც, მსოფლიო მასშტაბით 325 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. იგი 1996 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში რიგით მეხუთე იყო. ფილმმა მიიღო ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მუსიკის კატეგორიებში. მისი უფრო მკაცრი, სასცენო ვერსია, შეიქმნა ჯეიმზ ლაპაინის მიერ და დაიდგა Walt Disney Theatrical-ის ხელშეწყობით. სპექტაკლი გადიოდა ბერლინში, 1999—2002 წლებში. პირდაპირ ვიდეოზე 1996 წელს გამოიცა მისი გაგრძელება, „კუზიანი ნოტრ-დამიდან II“
This article uses material from the Wikipedia ქართული article კუზიანი ნოტრ-დამიდან (1996 წლის ფილმი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.