კუდიანი ამფიბიები (ლათ.
აქვთ წაგრძელებული სხეული, რომელიც გადადის მომრგვალო ან გვერდებიდან გაბრტყელებულ კუდში. მოკლე კიდურები, ზოგიერთს ძალზე სუსტად აქვთ განვითარებული (ამფიუმა), ზოგს უკანა წყვილი სულ არ აქვს (სირენი). მათი სხეულის სიგრძე 160 სმ აღწევს (გიგანტური სალამანდრა). უმრავლესობა დახოხავს ან დაცურავს გველისებრი მოძრაობით. მხოლოდ ზოგიერთს შეუძლია სირბილი. უმდაბლეს ფორმებს ქორდა შენარჩუნებული აქვთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. განვითარება მეტამორფოზის გარეშე ხდება. ზოგიერთი კუდიანი ამფიბიები ზრდასრულ ასაკში ინარჩუნებს ლარვის სტადიის ნიშნებს. თანამედროვე კუდიანი ამფიბიები იყოფა 5 ქვერიგად, 9 ოჯახად და 60 გვარად, რომელშიაც გაერთიანებულია 170-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში. კუდიანი ამფიბიების უმრავლესობა მუდმივად ცხოვრობს წყალში, ზოგი წყალში მხოლოდ გამრავლების დროს გვხვდება, ზოგიც მუდმივად იმყოფება ხმელეთზე. კუდიანი ამფიბიების ნაწილს ახასიათებს ნეოტენია. დებენ 3-იდან რამდენიმე ასეულამდე კვერცხს. ზოგი ცოცხლადმშობი ან კვერცხცოცხლადმშობია. იკვებებიან ძირითადად უხერხემლოებით, მსხვილი კუდიანი ამფიბიები — პატარ-პატარა ხერხემლიანებითაც.
კუდიანი ამფიბიები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Triturus helveticus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Urodela Caudata | ||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებულია კუდიანი ამფიბიების 3 სახეობა — მცირეაზიული ტრიტონი (Triturus vittatus), სავარცხლიანი ტრიტონი (Triturus cristatus) და კავკასიური სალამანდრა (Mertesiella caucasica).
This article uses material from the Wikipedia ქართული article კუდიანი ამფიბიები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.