კრაისლერ-ბილდინგი

კრაისლერ-ბილდინგი (ინგლ.

თავდაპირველად აგებულ იქნა კორპორაცია კრაისლერის მიერ, თუმცა ამჟამად შენობა Abu Dhabi Investment Council (90%) და Tishman Speyer (10%) საკუთრებაშია. კრაისლერ-ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში, რომლის სიმაღლემ 1000 ფუტს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.

კრაისლერ-ბილდინგი
Chrysler Building
ხედი ემპაია სტეიტ ბილდინგიდან
ხედი ემპაია სტეიტ ბილდინგიდან

კრაისლერ-ბილდინგი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1930-დან 1931-მდე.*

წინამორბედი 40 უოლ სტრიტი
შემდეგი ემპაირ სტეიტ ბილდინგი
ინფორმაცია
მისამართი 42-ე ქუჩა/ლექსინგტონ-ავენიუ, მანჰეტენი, აშშ
სტატუსი დასრულებული
აშენდა 27 მაისი, 1930
ტექნიკური დეტალები
სართული 282 მ / 77 სართ.
ლიფტი 32
კომპანიები
არქიტექტორი უილიამ ვან ალენი
მფლობელი
  • Abu Dhabi Investment Council (90%)
  • Tishman Speyer (10%)
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

ისტორია

შენობის პროექტი ეკუთვნის უილიამ ვან ალენს, რომელიც უილიამ რეინოლდსის შეკვეთით შესრულდა. პროექტი შემდგომში უოლტერ კრაისლერმა შეიძინა საკუთარი კომპანიის შტაბ-ბინისთვის.

შენობის აგების პერიოდში ნიუ-იორკის მშენებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში. კრაისლერ-ბილდინგის მშენებლობა მიმდინარეობდა განუმეორებელი სისწრაფით - 4 სართული კვირაში - და მასზე არც ერთი მშენებელი-მუშა არ დაღუპულა. დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სიმაღლით კრეიგ სევერანსის, უოლ სტრიტზე მდებარე ცათამბჯენს გაუტოლდა; ამ ფაქტით აღშფოთებულმა სევერანსმა საკუთარ შენობას სასწრაფოდ დაამატა ორი ფუტი (60 სმ) სიმაღლეში, მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის მოსაპოვებლად (ეს ტერმინი გამორიცხავს ისეთ ნაგებობებს, როგორიცაა ეიფელის კოშკი).

თუმცა ვან ალენს საიდუმლოდ უკვე ჰქონდა აღებული ნებართვა კრაისლერზე 125 ფუტი (38.1 მ) სიმაღლის ქიმის დასამონტაჟებლად, რომელსაც ასევე კონსპირაციულად ამავე შენობის შიგნით აწყობდნენ. ქიმი, რომელიც "ნიროსტას" უჟანგავი ლითონისა იყო, შენობის თავზე აღმართეს 1929 წლის 23 ოქტომბერს, რამაც კრაისლერ ბილდინგი არა მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი შენობა, არამედ მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა გახადა. ვან ალენი და კრაისლერი ამ ტიტულით მხოლოდ ერთი წელიღა ამაყობდნენ, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში დასრულდა მშენებლობა ემპაია სტეიტ ბილდინგზე. ამ ფაქტით განაწყენებულმა ბატონმა კრაისლერმა ვან ალენს გასამრჯელოს გადახდაზე უარი განუცხადა. კრაისლერ ბილდინგი საზოგადოებისთვის 1930 წლის 27 მაისს გაიხსნა.

არქიტექტურა

კრაისლერ-ბილდინგი ამერიკული არტ-დეკო სტილის თვალსაჩინო ნიმუშია, ხოლო ცათამბჯენის კოშკის ოვალური ორნამენტები იმდროინდელი კრაისლერის ავტომობილების საბურავების სახურავის იმიტაციაა. შენობას მიიჩნევენ ნიუ-იორკის არტ-დეკოს პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად, რაც თავისთავად ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს პერიოდად ქალაქის არქიტექტურულ განვითარებაში.

შენობის ვესტიბიული ისევე ელეგანტურია, როგორც თავად შენობა. გახსნის პირველ წლებში შენობის ბოლო სართულზე საზოგადოებისთვის პანორამული გალერეა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაკეთდა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინანსურად თავის შენახვა ვერ შეძლო დიდი დეპრესიის პერიოდში და ყოფილი პანორამული გალერეა კერძო კლუბად გადაკეთდა. შენობის ბოლო სართულები ვიწროა, დაქანებული დაბალი ჭერით და პროექტით გათვალისწინებული იყო რადიოს სამაუწყებლო ტექნიკის და სხვა ელექტრო-მექნიკური მოწყობილობის განსათავსებლად.

კრაისლერ-ბილდინგი მის თანამედროვე კრიტიკოსთა მიერ უარყოფითად იქნა აღქმული ე.წ. "ფრივოლური" დეკორაციებისთვის, რაც იმჟამინდელი მკაცრი ფუნქციონალური მოდერნიზმიდან გადახრას წარმოადგენდა. თუმცა საზოგადოებისთვის ის სწრაფად გახდა ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმბოლო. დროთა განმავლობაში ის 1920-იანი წლების არქიტექტურული ექსპრესიის ბუმის, რომელიც 1929 წლის დეპრესიით დასრულდა, საუკეთესო ნიმუშად შერაცხეს. შენობა დღემდე ნიუ-ორკელების რჩეულად რჩება. 2005 წლის ზაფხულში არქიტექტორთა, მშენებლეთა, კრიტიკოსთა, ინჟინერთა, ისტორიკოსთა და სხვათა შორის წარმოებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა ნიუ-იორკის 25 ცათამბჯენიდან 10 საუკეთესოს შერჩევას, კრაისლერ-ბილდინგი პირველ ადგილზე დასახელდა გამოკითხულთა 90% მიერ.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

კრაისლერ-ბილდინგი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კრაისლერ-ბილდინგი ისტორიაკრაისლერ-ბილდინგი არქიტექტურაკრაისლერ-ბილდინგი გალერეაკრაისლერ-ბილდინგი იხილეთ აგრეთვეკრაისლერ-ბილდინგი რესურსები ინტერნეტშიკრაისლერ-ბილდინგი სქოლიოკრაისლერ-ბილდინგი1930არტ-დეკოინგლისური ენაკრაისლერიმანჰეტენინიუ-იორკიფუტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Helladosდელფინებიდურუჯილეონიდ ბრეჟნევიაკაკი წერეთელიგურიასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)რამადანიყაზახეთიბაგრატიონებილითოსფეროფარსმან II ქველიამირანი (მითოლოგია)ნიკო ფიროსმანიიუდაიზმიმსოფლიოს ვალუტებიმთვარეალექსანდრე იოსელიანილოცვა ეფრემ ასურისამეიოზიოჯახიძუძუმწოვრებიგამზრდელი (პოემა)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკააფხაზებინარკოტიკითიხაკარლეს პუჩდემონიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მარტივი და შედგენილი რიცხვებიისააკ ნიუტონიაშშ-ის ისტორიაიესო ქრისტეიუსტინიანე Iვლადიმერ პუტინიიაპონიის კონსტიტუციაშალვა რამიშვილიწმინდა ნინოევოლუციათევზები (ასტროლოგია)გიორგი III (საქართველოს მეფე)ღვარცოფიინგლისური ენაილონ მასკილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიდისკრიმინაციამონდიანგარიშთა გეგმადემეტრე II თავდადებულითამარ მეფეთავისუფლების ქანდაკებაცხოველებიჰედონიზმიდიდგორის ბრძოლანივთიერებავარძიაეგზისტენციალიზმიენგურითორნიკე ერისთავირევაზ ინანიშვილიგერმანიაციყვიემპათიასპილოსებრნიევროპაჩუტყვავილამტკვარითაშმიჯაბიოსმალეთის იმპერიაბესიკიძველი თბილისივერძი (ასტროლოგია)ვეფხვიიგიფარნავაზ Iჩარლი ჩაპლინიდავით VII ულუ🡆 More