კორიოლისის ძალა — ინერციის ძალების ერთ-ერთი სახე, რომელიც შემოაქვთ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ ათვლის მოძრავი სისტემის ბრუნვის გავლენა მატერიალური წერტილის ფარდობითს მოძრაობაზე.
კორიოლისის ძალა რიცხობრივად უდრის წერტილის მასის ნამრავლს მის კორიოლისის აჩქარებაზე და მიმართულია ამ აჩქარების საწინააღმდეგოდ. ეფექტი, რომელიც კორიოლისის ძალას ითვალისწინებს, იმაში მდგომარეობს, რომ ათვლის მბრუნავ სისტემაში ბრუნვის ღერძის არაპარალელურად მოძრავი მატერიალური წერტილი გადაიხრება მისი ფარდობითი სიჩქარისადმი პერპენდიკულარული მიმართულებით ან წნევას ახდენს სხეულზე, რომელიც ასეთ გადახრას ეწინააღმდეგება. დედამიწაზე ეს ეფექტი, რომელიც მისი დღეღამური ბრუნვითაა განპირობებული იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფლად ვარდნილი სხეული ვერტიკალიდან აღმოსავლეთისაკენ გადაიხრება (1-ლი მიახლოებით), დედამიწის ზედაპირის გასწვრივ მერიდიანის მიმართულებით მოძრავი სხეული კი — ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარჯვნივ, ხოლო სამხრეთში — მისი მოძრაობის მიმართულებიდან მარცხნივ. კორიოლისის ძალით აიხსნება მდინარეთა ნაპირების გამორეცხვა, ზღვისა და ჰაერის ზოგიერთი დინების წარმოშობა და სხვა. კორიოლისის ძალის ცნება შემოიღო ფრანგმა მექანიკოსმა გიუსტავ გასპარ კორიოლისმა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კორიოლისის ძალა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.