კინოა

კინოა, კვინოა (ლათ.

ძველი მარცვლეული კულტურაა (ძვ. წ. III–II ათასწლეული). მისი სამშობლო ანდებია. ერთწლოვანი მცენარეა, სიმაღლეში 1–2 მეტრს აღწევს. აქვს სქელი, ხისებრი ღერო და სამნაკვთიანი გრძელყუნწა ფოთლები. ყვავილები წვრილია, მოთეთრო-ყვითელი, შეკრებილია სქელ საგველებში. თესლები მომრგვალო, შებრტყელებული (სიგრძე 1–4 მმ), სხვადასხვა ფერის (საკვებად ძირითადად თეთრებს იყენებენ). მარცვალი შეიცავს 19%-მდე ცილებს, დაახლ. 60% სახამებელს, 3,4% ნედლ უჯრედისს, ამინომჟავებს და სხვ. ახალგაზრდა ფოთლები გამოიყენება ბოსტნეულად, თესლებისგან მიიღება ბურღული და ფქვილი. თესლებში 9,5%-მდე ცხიმოვანი ზეთია, რის გამოც კინოა პოტენციურ ზეთოვან კულტურად განიხილება; ზეთისა და საკვები პროდუქტების მიღებისას გვერდით პროდუქტად მიიღება საპონინები. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში კინოას ნათესებს 191,7 ათასი ჰექტარი ეკავა, უმეტესად სამხრეთ ამერიკის მაღალმთიან რაიონებში; აიღეს 147 ათასი ტონა მარცვალი. ძირითადი მწარმოებლებია პერუ და ბოლივია.

კინოა
კინოა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ნაცარქათამა
სახეობა:  კინოა
ლათინური სახელი
Chenopodium quinoa (Willd., 1798)
გავრცელება
კინოა
  ბუნებრივი გავრცელება
  კულტივირებული

გალერეა

სქოლიო

Tags:

ამინომჟავებიანდებიბოლივიაგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაერთწლოვანი მცენარეებიზეთოვანი მცენარეებილათინური ენამარცვლეული კულტურებინაცარქათამაპერუსაგველასაპონინებისახამებელიფოთლებიღეროყვავილიცილები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თავის ტვინისოკოებიალექსანდრე ყაზბეგიჯიქიცოტნე დადიანისაქართველოს თავდაცვის ძალებიმღრღნელებიჰორმონებიმდინარექრისტეფორე კოლუმბიევოლუციასამეგრელოაფხაზური ენააია-სოფიას ტაძარიშინაური ცხენიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაგოგირდიპრაღააზიაგორინონა გაფრინდაშვილიკესანეპარალელოგრამიპოლონეთიძველი თბილისიაბო თბილელის წამებაქართველი მწერლების სიავაჟა-ფშაველაგიორგი VII (საქართველოს მეფე)ზვიგენებიმანასკერტის ბრძოლასამკურნალო მცენარეებიზაქარია ფალიაშვილიგანმანათლებლობათუშეთილიბანისხალთის ტაძარიანალური სექსივატიკანიმუნიიულიუს კეისარიPმეგრული ენაალუდა ქეთელაურილოქოფობიების სიაფოტოსინთეზიესპანეთირომის იმპერიარუსთავისამცხე-ჯავახეთის მხარექართული ფილმების სიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიბათუმიიერუსალიმის სამეფომსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი12 მაისიტიფლისი (ტელესერიალი)წინადადებაფარსმან II ქველიქაშვეთის ეკლესიაბაში-აჩუკისიღნაღიჩერნობილის კატასტროფასერბეთიფარნავაზ Iთბილისიფსორიაზისაქართველოს სამეფოიასამანიგიორგი XIIჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაგერმანიის ქალაქების სიაგამარჯვების დღეშიდსიეკოლოგიაკარლეს პუჩდემონიზებულონი🡆 More