კეხიჯვარი

კეხიჯვარი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში.

თემის ცენტრი (სოფლები: ვედრება, თათანაანთუბანი, კლდუ, კრობანი, სამწევრისი, სანებელი, ქობესაანთუბანი). მდებარეობს მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 670 მეტრი. ქარელიდან 6 კილომეტრი, აგარიდან 5,7 კილომეტრი.

სოფელი
კეხიჯვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი კეხიჯვარი
კოორდინატები 42°00′16″ ჩ. გ. 43°51′04″ ა. გ. / 42.00444° ჩ. გ. 43.85111° ა. გ. / 42.00444; 43.85111
ცენტრის სიმაღლე 670
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 919 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (90,6 %)
ოსები (7,6 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კეხიჯვარი — საქართველო
კეხიჯვარი
კეხიჯვარი — შიდა ქართლი
კეხიჯვარი
კეხიჯვარი — ქარელის მუნიციპალიტეტი
კეხიჯვარი

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 919 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1086 513 573
2014 კეხიჯვარი  919 457 462

ისტორია

კეხიჯვარი ერთ-ერთი ძველი სოფელია ძამის ხეობაში. მისგან სამხრეთით 800 მ. მანძილზე მიკვლეულია ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, რომლისგან შემორჩენილია ეკლესიის და სხვა ნაგებობათა ნაშთები. სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას გვიანი ფეოდალური ხანის წმ. გიორგის სამლოცველო. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ძამის მარცხენა მხარეს არსებულ ზეგანზე მდებარეობს ძველი ყორღანი, რომელიც ამჟამად შეუსწავლელია.

ისტორიულ წყაროებში სოფელი პირველად მოხსენიებულია XIV-XV ს.ს. მიჯნაზე. თავდაპირველად იგი ორბოძლელთა კუთვნილი მამული ყოფილა. მოგვიანებით ციციშვილების მფლობელობაში გადასულა. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის მიერ 1467 წელს ზაზა ციციშვილისადმი მიცემულ წყალობის სიგელში იხსენიებიან კეხიჯვარში მცხოვრები გლეხები: მეთევზიშვილი და მათეშვილი. ციციშვილების გაყრის განჩინების თანახმად (1664-1673 წ.წ.) ციცის და ქაიხოსროს რგებიათ კეხიჯვარში მცხოვრები ეხტიბერიშვილი პაპინა. 1701 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში მოხსენიებულია კეხიჯვრელი პოღოზაშვილი ამირა.

XVIII-XIX ს.ს. მიჯნაზე კეხიჯვარი ისევე, როგორც მდ. ძამის ხეობის სოფლების უმრავლესობა, ლეკთა დაუსრულებელი თარეშის გამო მიტოვებული ყოფილა. მისი აღდგენა დაიწყო 1818 წლიდან. 1830 წელს აქ უკვე 33 კომლი (272 კაცი) ყოფილა, რომელთაგან 30 კომლი ციციშვილებს, მათ აზნაურ წინამძღვრიშვილებს და ფურცელაძეებს ეკუთვნოდათ, სამი კომლი კი სახაზინო გლეხი იყო.

კეხიჯვრის აღდგენა ძირითადად ქარელიდან გადმოსახლებული ხალხის ხარჯზე მომხდარა, რომელთა ნაწილი სავარაუდოდ, ლეკიანობის გამო ამავე სოფლიდან იყო აყრილი და გადასახლებული.

ესენი არიან:

სოფელი სახნავ-სათესით უზრუნველყოფილ ტერიტორიას წარმოადგენს. ამის გამო მისი დასახლება შემდგომ წლებშიც ინტენსიურად ხდებოდა. კერძოდ, 1830-1842 წ.წ. აქ გადმოსახლებულან:

  • ციმაკურიძე (აზნაური სოფელ აბანოდან),
  • ხოსრუაშვილი,
  • მარჯანიძე,

1842-1859 წ.წ. მოსულან

  • ნეფარიძე,
  • რაზმაძე,
  • ნამზითვიშვილი,
  • ბუნიათიშვილი,
  • ჯაიანი (აზნაური),
  • აბულაძე,
  • ასათიანი,
  • ნაბიჭვრიშვილი,
  • ჩხეიძე,
  • ცხოვრებაშვილი (მოსულა სოფელ სანებლიდან),
  • ლომიტაშვილი (მოსულა სოფელ სანებლიდან),
  • ხარატიშვილი იგივე კონიაშვილი,
  • ამირიძე (მოსულა სოფელ სანებლიდან),
  • გოჩანაშვილი,
  • ჩიხლაძე,
  • იკოშვილი,
  • მთიულიშვილი (მოსულა ქარელიდან),
  • ჯიქურაშვილი (მოსულა სოფელ ხცისიდან),
  • გასიტაშვილი (მოსულა სოფელ აგარიდან),
  • ლომიძე,

1859-1873 წ.წ. გადმოსახლებულან

  • ბანკანაშვილი,
  • მეფარიშვილი,
  • ჩინჩალაძე,

1886 წელს კეხიჯვრის მოსახლეობამ 105 კომლს მიაღწია, მცხოვრებთა რაოდენობამ კი 450 კაცს. სოფელში თავად-აზნაურობაც ბევრი ცხოვრობდა. ამ დროისთვის პრივილეგირებულთა ფენას შეადგენდა 149 კაცი, მათ შორის,

  • ციციშვილები 3 კომლი,
  • ფურცელაძეები 14 კომლი,
  • აბულაძე 6 კომლი,
  • ჩინჩალაძე 5 კომლი,
  • ჯაიანი 3 კომლი,
  • დანდლიშვილი 2 კომლი,
  • ციმაკურიძე 3 კომლი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 480.
  • ქარელი ისტორიის ანალებში. ო. კილასონია. თბილისი 1996 წ. გამომცემლობა „აღმაშენებელი“.

სქოლიო

Tags:

კეხიჯვარი დემოგრაფიაკეხიჯვარი ისტორიაკეხიჯვარი იხილეთ აგრეთვეკეხიჯვარი ლიტერატურაკეხიჯვარი სქოლიოკეხიჯვარიაგარა (დაბა)ვედრებაზღვის დონეთათანაანთუბანითემიკილომეტრიკლდუკრობანიმდინარემეტრისამწევრისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)სანებელისაქართველოსოფელიქარელიქარელის მუნიციპალიტეტიქობესაანთუბანიშიდა ქართლის მხარეძამა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კლიმატიძახილის წინადადებაენგურის ჰიდროელექტროსადგურიფრინველებიჰორმონებიბიპოლარული აშლილობასაქართველოს ტერიტორიული მოწყობანიანგებიკუთხემზესაქართველოს სამოქალაქო ომინიადაგინიკოლოზ ბარათაშვილიგიორგი IV ლაშანათურაადამიანიანგარიშთა გეგმასაქართველო IV საუკუნეშიძველი ეგვიპტეგასტრიტისაუდის არაბეთილომი (ასტროლოგია)შენგენის ზონაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგიორგი ანწუხელიძეაბანოთუბანიაზერბაიჯანიფუტურიზმიქუნთრუშაასტიგმატიზმითეიმურაზ Iხარებასახელმწიფონაკიანი წელიწადიშოთა რუსთაველიდისიდენტიდუნაიიაკობ გოგებაშვილიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიბაქტერიებისომხების გენოციდიფოთიეგზისტენციალიზმიკონსერვატიზმიხმოვანიდედამიწის ისტორიაეკვატორული კლიმატური სარტყელიჰიპოთეზაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზმნასაჰარაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაკომპიუტერიქრისტეფორე კოლუმბიკონსტანტინოპოლის დაცემამადაგასკარიბუდაპეშტიზოდიაქომერაბ კოსტავაღორის სოლიტერიილია IIთამარ მეფეკავკასიონიდემეტრე II თავდადებულილიბერალიზმი საქართველოშიავტომობილიმართლმადიდებლობაერეკლე IIხელისუფლების დანაწილებასოციალიზმივეფხისტყაოსანიმიხეილ ლომონოსოვიპოლიმერებიქვეწარმავლებირესპუბლიკავატიკანიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი🡆 More