კამერონ დიასი

კამერონ დიასი (ინგლ.

30 აგვისტო, 1972) — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. დიასმა ითამაშა აგრეთვე ფილმში „ჩარლის ანგელოზები“, სადაც შეასრულა ნატალი კუკის როლი. სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე შესრულებული როლებისთვის შემდეგ ფილმებში: „ყველა მერიზე გიჟდება“, „იყო ჯონ მალკოვიჩი“, „ვანილის ზეცა“ და „ნიუ-იორკის ბანდები“.

კამერონ დიასი
კამერონ დიასი
კამერონ დიასი 2010 წელს
დაბადების სახელი კამერონ მიშელ დიასი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1972
სან-დიეგო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1988–93 (მოდელი)
1993–დღემდე (მსახიობი)

ბიოგრაფია

კამერონ დიასი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, დედამისის საბაჟოს აგენტის ბილისა და მამამისის ნავთობის კომპანიის მუშაკის ემილიო დიასის ოჯახში. მამის მხრიდან კამერონის ბებია და პაპა ეროვნებით ესპანელები იყვნენ, რომლებიც დასახლდნენ აშშ-ში, კერძოდ, კი ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი). კამერონის დედა ნახევრად ინგლისელი, გერმანელი და ჩეროკი წარმოშობისაა. კამერონს ჰყავს უფროსი და სახელად ხიმენე. 16 წლის ასაკში დიასმა კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა. მომდევნო წლებში კონტრაქტს აფორმებდა მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის იყო Calvin Klein Inc. და Levi Strauss & Co. 17 წლია ასაკში გამოჩნდა ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე. კამერონ დიასი ესწრებოდა ლონგ-ბიჩის საშუალო პოლიტექნიკურ სკოლას. 21 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „ნიღაბი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯიმ კერი.

2008 წლის 15 აპრილს, 58 წლის ასაკში კამერონს პნევმონიით მამა გარდაეცვალა. 1995 წლიდან დიასი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ მეტ დილონთან; 3 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1999 წლიდან ხვდებოდა ჯერედ ლეტოს, თუმცა 2003 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 2003 წლიდან 2006 წლამდე ხვდებოდა მომღერალსა და მსახიობს ჯასტინ ტიმბერლეიკს, ხოლო 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე ხვდებოდა ავსტრალიელ სპორტსმენს ალექს როდრიგესს.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1994 ნიღაბი The Mask თინა კარლაილი
1997 ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი My Best Friend's Wedding კიმი უოლასი
1998 ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში Fear and Loathing in Las Vegas ტელერეპორტიორი
1998 ყველა მერიზე გიჟდება There's Something About Mary მერი ჯენსენი
1999 იყო ჯონ მალკოვიჩი Being John Malkovich ლოტი
2000 ჩარლის ანგელოზები Charlie's Angels ნატალი კუკი
2001 ანფ შრეკი Shrek პრინცესა ფიონა
2001 ვანილის ზეცა Vanilla Sky ჯილი
2002 ნიუ-იორკის ბანდები Gangs of New York ჯენი ევერდინი
2003 ჩარლის ანგელოზები: სრული წინსვლა Charlie's Angels: Full Throttle ნატალი კუკი
2005 მის ფეხსაცმელში In Her Shoes მეგი ფელერი
2009 ჩემი მფარველი ანგელოზი My Sister's Keeper სარა ფიცჯერალდი
2011 ცუდი მასწავლებელი Bad Teacher ელიზაბეთ ჰელზი
2013 მრჩეველი The Counselor მალკინა
2014 სხვა ქალი The Other Woman კარლი უითინი
2014 სექსის ჩანაწერები Sex Tape ენი
2014 ენი Annie მის ჰანინგანი

რესურსები ინტერნეტში

კამერონ დიასი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კამერონ დიასი ბიოგრაფიაკამერონ დიასი ფილმოგრაფიაკამერონ დიასი რესურსები ინტერნეტშიკამერონ დიასი სქოლიოკამერონ დიასი1972199030 აგვისტოვანილის ზეცაინგლისური ენამოდელი (პროფესია)მსახიობინიუ-იორკის ბანდები (2002 წლის ფილმი)ნიღაბი (ფილმი)ოქროს გლობუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რესპუბლიკალოცვა ეფრემ ასურისასტამბოლინიკოლა ტესლაიუნესკონარკომანიახორვატიაილონ მასკილეიკოციტებიფრინველებიტოლგვერდა სამკუთხედისაქართველოს დაცული ტერიტორიებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიააშშ-ის ისტორიააზიამეორე მსოფლიო ომიაჭარაპლანეტადედამიწარელიეფის ფორმებიზოდიაქოაზოდავითიანი (ნაწარმოები)ხარებაზუგდიდიაპენდიციტისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშირუსეთ-საქართველოს ომი (1921)წელიწადის დროებიკეთილშობილი ირემიძუძუმწოვრებიკუნილინგუსილომიგაზაფხული26 აპრილისულეიმან Iწიგნი სიბრძნე სიცრუისალადო გუდიაშვილიზებულონიენცეფალოპათიამინერალებიდიმიტრი ყიფიანიკონსტიტუციაგაერთიანებული სამეფოგიორგი გახარიათბილისის ბოტანიკური ბაღინაციონალ-სოციალიზმიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითუკრაინავეფხისტყაოსანიბახტრიონის ბრძოლაფრანც შუბერტისილიციუმიადიშის ოთხთავიჰორმონებითინათინ ჭულუხაძემთაშხარათირკმელირიცხვითი სახელისომხების გენოციდიმიქელანჯელო ბუონაროტისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგელათის მონასტერიმწერებიგორიმილანიგრიგოლ ორბელიანინაცვალსახელითორნიკე ერისთავისაფრანგეთიგიორგი V ბრწყინვალეეროზიაკირჩხიბი (ასტროლოგია)კატალიზატორისაჰარაკავკასიაბერლინის კედელი🡆 More