კამბოჯის სამოქალაქო ომი

კამბოჯის სამოქალაქო ომი — სამოქალაქო ომი ქვეყნის მთავრობასა და ადგილობრივ კომუნისტურ ძალებს შორის.

კამბოჯის სამოქალაქო ომი
ინდოჩინეთის მეორე ომი ნაწილი
კამბოჯის სამოქალაქო ომი
ამერიკული ტანკები კამბოჯაში
თარიღი 1967- 17 აპრილი, 1975
მდებარეობა კამბოჯა
შედეგი ლონ ნოლის რეჟიმის დამხობა და წითელი ქმერების ხელისუფლებაში მოსვლა.
მხარეები
კამბოჯის სამოქალაქო ომი ქმერების რესპუბლიკა,
აშშ-ის დროშა აშშ
კამბოჯის სამოქალაქო ომი სამხრეთი ვიეტნამი,
თავისუფალი ქმერები
კამბოჯის სამოქალაქო ომი წითელი ქმერები,
კამბოჯის სამოქალაქო ომი ჩრდილოეთი ვიეტნამი,
კამბოჯის სამოქალაქო ომი ვიეტ-კონგი
მეთაურები
კამბოჯის სამოქალაქო ომი ნოროდომ სიანუკი,
კამბოჯის სამოქალაქო ომი ლონ ნოლი,
სონ ნგოკ თხანი
კამბოჯის სამოქალაქო ომი პოლ პოტი,
კამბოჯის სამოქალაქო ომი ნუონ ჩეა
ძალები
250 000 სამხედრო 100 000 აჯანყებული
დანაკარგები
უცნობია უცნობია
კამბოჯის სამოქალაქო ომი კამბოჯის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობდა 1967-1975 წლებში. ქვეყნის სამთავრობო ძალებს მხარს უჭერდა აშშ და სამხრეთი ვიეტნამი, ხოლო კომუნისტურ ძალებს ჩრდილოეთი ვიეტნამი. სამოქალაქო ომის შედეგად დაემხო ცენტრალური ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ წითელი ქმერები,რომლებმაც გამოაცხადეს კამბოჯის საზოგადოების ტოტალური რეორგანიზაცია მაოიზმის კონცეფციაზე დაყრდნობით. კამბოჯის სამოქალაქო ომი ლაოსისა და სამხრეთი ვიეტნამის სამხედრო მოქმედებებთან ერთად განიხილება, როგორც ინდოჩინეთის მეორე ომის შემადგენელი ნაწილი.

ომის დასაწყისი

1953 წელს კამბოჯამ საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1954 წლის ჟენევის შეთანხმების შედეგად დასრულდა ინდოჩინეთის პირველი ომი და კამბოჯა გამოაცხადეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ. სამეფოს მმართველი გახდა პრინცი ნოროდომ სიანუკი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობას შორის. იგი თავს თვლიდა მემარცხენე პოლიტიკოსად. იგი დარწმუნებული იყო, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოლიტიკური დომინანტი იქნებოდა ჩინეთი. 1965 წელს, რამდენიმე სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მის წინააღმდეგ მონაწილეობდა აშშ-ისა და სამხრეთი ვიეტნამის ძალები, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა აშშ-სთან.

სამხრეთ ვიეტნამში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს კამბოჯის ტერიტორიას აქტიურად იყენებდა ვიეტ-კონგი და ჩრდილოეთ ვიეტნამის დანაყოფები. ამერიკის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ამერიკულ დანაყოფებს აუკრძალა კამბოჯის ტერიტორიაზე მოქმედება, რადგან ეს არღვევდა ფორმალურ ნეიტრალიტეტს. 1966 წელს კამბოჯამ ჩინეთთან დადო ხელშეკრულება ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების კამბოჯის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, რითაც დაარღვია ნეიტრალიტეტის პრინციპები.

ამ პერიოდში, 1967 წელს პროვინცია ბატამბანგში, რომელიც მთავრობის მოწინააღმდეგეთა დასაყრდენი იყო, ჩაახშეს გლეხთა აჯანყება. აჯანყებაში მონაწილეობდნენ კამბოჯის კომუნისტური პარტიის წევრები, ე. წ. „წითელი ქმერები“. 1968 წლის იანვარში კამბოჯაში კომუნისტებმა გამართეს პირველი საომარი გამოსვლები, ხოლო ამავე წლის ბოლოს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა სრული სვლით. 1969 წელს კამბოჯამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-სთან. ამავე წლის ამრტიდან აშშ-ის საჰაერო ძალებმა საიდუმლოდ დაბომბეს ვიეტ-კონგის ბაზები და ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია კამბოჯის აღმოსავლეთით.

ომის ესკალაცია

1970 წლის მარტში კამბოჯაში მოხდა უსისხლო გადატრიალება, რომლის შედეგადაც პრინცი ნოროდომ სიანუკი დაამხეს, ხოლო ხელისუფლებაში მოვიდა მისი პრემიერ-მინისტრი ლონ ნოლი. მან სასწრაფოდ ცაკეტა სიანუკვილის პორტი, რომელიც კომუნისტებს აწვდიდა სამხედრო მასალებს და ჩრდილო ვიეტნამელ კომუნისტებს მოუწოდა 72 საათში დაეტოვებინათ კამბოჯის ტერიტორია. 1970 წლის აპრილის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღი გადაწყვეტილება კამბოჯის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც იყო კამბოჯის სამთავრობო ძალებზე ზეწოლის შემცირება და ქვეყნის აღმოსავლეთით ბაზების განადგურება.

1970 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს ამერიკისა დ სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ კამბოჯაში. საომარი მოქმედებები გაგღძელდა 1973 წლამდე. [[1973 წელს დაიდო პარიზის ხელშეკრულება, რომელსაც უნდა დაესრულებინა ომი ვიეტნამში. თებერვალში დაიდო ზავი მეომარ მხარეებს შორის. ლონ ნოლმა ზავი გამოაცხადა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა წითელი ქმერები მაინც განაგრძობდნენ ბრძოლას.

პნომპენის დაცემა

1975 წლის 1 იანვარს წითელმა ქმერებმა დაიწყეს ფინალური თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პნომპენის ხელში ჩაგდებას. 1 აპრილს ლონ ნოლი გადადგა. 12 აპრილს აშშ-ის სალეჩოს თანამშროლების ევაკუაცია განხორციელდა. 1975 წლის 17 აპრილს, დილით, პნომპენი გადავიდა წითელი ქმერების კონტროლის ქვეშ. სამოქალაქო ომი დასრულდა. ქვეყანა თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენების ზღვარზე იდგა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

კამბოჯის სამოქალაქო ომი ომის დასაწყისიკამბოჯის სამოქალაქო ომი ომის ესკალაციაკამბოჯის სამოქალაქო ომი პნომპენის დაცემაკამბოჯის სამოქალაქო ომი ლიტერატურაკამბოჯის სამოქალაქო ომი რესურსები ინტერნეტშიკამბოჯის სამოქალაქო ომი19671975აშშინდოჩინეთის მეორე ომიმაოიზმისამხრეთი ვიეტნამიჩრდილოეთი ვიეტნამიწითელი ქმერები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამხრეთი კორეაგიორგი სააკაძეევერესტითეიმურაზ Iიგლუთბილისური ეზონივთიერებატაიგათამარ მეფესპილოსებრნისაკუთარი და საზოგადო სახელებიროკ-მუსიკამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფარავანიკაცია-ადამიანი?!არაბობა საქართველოშიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ოქსიდიდემეტრე Iბრაზილიაალკოჰოლიზმიწმინდა გიორგიატლანტის ოკეანეაბსოლუტური მონარქიაქართლის გაქრისტიანებაჭადრაკიგველებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისაქართველოს დაცული ტერიტორიებიქართული მითოლოგიავახტანგ I გორგასალიკრწანისის ბრძოლაგლობალური დათბობაგიორგი ქვილითაიაკლაუს მაინესათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიჰონგ-კონგიიაკობ გოგებაშვილიგიორგი III (საქართველოს მეფე)თბილისის ბოტანიკური ბაღიპროქსიმა კენტავრი bვარდიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკილიან მბაპედორტმუნდიბირთვული იარაღიჯადოსნური ფლეიტაჰემანგიომადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაჩერნობილის კატასტროფატრეფიკინგიეგვიპტემშვილდოსანი (ასტროლოგია)ავღანეთიკარლეს პუჩდემონიახალქალაქიგურამ დოჩანაშვილიელისაბედ IIდედამიწის დღეჯილიზაშვედეთისამკუთხედიმიუზიკლირუსეთის იმპერიაარაბთა გაერთიანებული საამიროებისოფლის მეურნეობაჩუტყვავილაბლექ სი არენააკაკი წერეთელილოცვა ეფრემ ასურისათეატრისაქართველოს გეოგრაფიაჩარლი ჩაპლინინარკოტიკიპოპ-მუსიკაბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)ოქროს საწმისიოთარ კიტეიშვილი🡆 More